ბალალაიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ფაილი:Balalaika.png '''ბალალაიკა''' - რუსული სამსიმიანი (...) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | [[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | ||
| + | [[კატეგორია:სიმებიანი მუსიკალური საკრავები]] | ||
12:23, 24 მაისი 2019-ის ვერსია
ბალალაიკა - რუსული სამსიმიანი (ძველად ორსიმიანი) სამკუთხედის ფორმის მუსიკალური საკრავი. უკრავენ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ყველა სიმზე ჩამოკვრითა და ცალკეული სიმის მოზიდვით. ფართოდ იყო გავრცელებული XVIII-XIX სს-ში. 1880-იან წლებში ბალალაიკა გააუმჯობესეს ვ. ანდრეევმა და მუსიკალური ინსტრუმენტების ოსტატებმა ფ. პასერბსკიმ და ს. ნალიმოვმა. ბალალაიკა რუსული ხალხური საკრავიერი ორკესტრის ძირითადი ინსტრუმენტია.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")