დაშნაკცუთიუნი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| (2 მომხმარებლების 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''„დაშნაკცუთიუნი“''' - სომხური სარევოლუციო ფედერაცია - 1890 [[თბილისი|თბილისში]] დაარსდა ქრისტეფორ მიქაელიანის, როსტომ ზორიანისა და სიმონ ზავარიანის მიერ. პარტია იყო მემარცხენე-სოციალისტური და ნაციონალისტური მიმართულების. თავისი მიზნების მისაღწევად დასაშვებად მიიჩნევდა ტერორს. პარტიის მთავარი ორგანო იყო გაზეთი „დროშაკი“. | + | '''„დაშნაკცუთიუნი“''' - '''სომხური სარევოლუციო ფედერაცია''' - 1890 [[თბილისი|თბილისში]] დაარსდა ქრისტეფორ მიქაელიანის, როსტომ ზორიანისა და სიმონ ზავარიანის მიერ. პარტია იყო მემარცხენე-სოციალისტური და ნაციონალისტური მიმართულების. თავისი მიზნების მისაღწევად დასაშვებად მიიჩნევდა ტერორს. პარტიის მთავარი ორგანო იყო გაზეთი „დროშაკი“. |
| − | პარტიის მთავარი მიზანი იყო [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ფარგლებში სომხური [[ავტონომია|ავტონომიის]] | + | პარტიის მთავარი მიზანი იყო [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ფარგლებში სომხური [[ავტონომია|ავტონომიის]] მოპოვება. ამდენად, პარტია თანამშრომლობდა [[რუსეთი|რუსეთის]] ოფიციალურ ხელისუფლებასთან, მათ შორის, კავკასიის სამეფისნაცვლოს ფარგლებში. ამ პარტიის წარმომადგენლები სარგებლობდნენ ოფიციალური სტრუქტურების, [[ჟანდარმერია|ჟანდარმერიის]] მფარველობით. პარტიას აფინანსებდა სომხური ბურჟუაზია. პარტიის ლიდერები იყვნენ მაღალ არჩევით თანამდებობებზე. |
| − | მოპოვება. ამდენად, პარტია თანამშრომლობდა [[რუსეთი|რუსეთის]] ოფიციალურ ხელისუფლებასთან, მათ შორის, კავკასიის სამეფისნაცვლოს ფარგლებში. ამ პარტიის წარმომადგენლები სარგებლობდნენ ოფიციალური სტრუქტურების, [[ჟანდარმერია|ჟანდარმერიის]] მფარველობით. პარტიას აფინანსებდა სომხური ბურჟუაზია. პარტიის ლიდერები იყვნენ მაღალ არჩევით თანამდებობებზე. | + | |
1906 წლიდან პარტიამ ნაწილობრივ შეცვალა პოლიტიკური კურსი. გადაწყდა რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა. ახალი პოლიტიკის პირველი მასშტაბური გამოვლინება იყო სომეხ-თათართა ჟლეტა ქ. ბაქოში. შეიქმნა გარკვეული [[ალიანსი|ალიანსები]] რევოლუციურად განწყობილ პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის, ქართველ სოციალ-დემოკრატებთან. პოლიტიკური კურსის ცვალებადობას ხელი შეუწყო 1908 „ახალგაზრდა თურქების“ მოსვლამ ხელისუფლებაში და მათ მიერ საკონსტიტუციო თავისუფლების აღიარებამ. დაშნაკებთან ურთიერთობა დარეგულირდა. „დაშნაკცუთიუნი“ 1907 წლიდან გაწევრიანდა საერთაშორისო | 1906 წლიდან პარტიამ ნაწილობრივ შეცვალა პოლიტიკური კურსი. გადაწყდა რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა. ახალი პოლიტიკის პირველი მასშტაბური გამოვლინება იყო სომეხ-თათართა ჟლეტა ქ. ბაქოში. შეიქმნა გარკვეული [[ალიანსი|ალიანსები]] რევოლუციურად განწყობილ პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის, ქართველ სოციალ-დემოკრატებთან. პოლიტიკური კურსის ცვალებადობას ხელი შეუწყო 1908 „ახალგაზრდა თურქების“ მოსვლამ ხელისუფლებაში და მათ მიერ საკონსტიტუციო თავისუფლების აღიარებამ. დაშნაკებთან ურთიერთობა დარეგულირდა. „დაშნაკცუთიუნი“ 1907 წლიდან გაწევრიანდა საერთაშორისო | ||
| − | სოციალისტურ ინტერნაციონალში. 1912 „დაშნაკცუთიუნის“ 52 აქტივისტის სასამართლო გაიმართა სანკტ-პეტერბურგში. [[I მსოფლიო ომი 1914–18|I მსოფლიო ომი]]ს დროს „დაშნაკცუთიუნი“ ქმნის 7 [[ბატალიონი|ბატალიონს]] რუსეთის მხარეს საბრძოლველად. დაპირების სანაცვლოდ, რომ რუსეთი ხელს შეუწყობდა ოსმალეთის ტერიტორიაზე სომხური ავტონომიის შექმნას. | + | სოციალისტურ ინტერნაციონალში. 1912 წელს „დაშნაკცუთიუნის“ 52 აქტივისტის სასამართლო გაიმართა სანკტ-პეტერბურგში. [[I მსოფლიო ომი 1914–18|I მსოფლიო ომი]]ს დროს „დაშნაკცუთიუნი“ ქმნის 7 [[ბატალიონი|ბატალიონს]] რუსეთის მხარეს საბრძოლველად. დაპირების სანაცვლოდ, რომ რუსეთი ხელს შეუწყობდა ოსმალეთის ტერიტორიაზე სომხური ავტონომიის შექმნას. |
| − | „დაშნაკცუთიუნი“ 1918-1920 წლებში იყო სომხეთის რესპუბლიკის მმართველი პარტია. თუმცა თავიდან ეწინააღმდეგებოდა | + | „დაშნაკცუთიუნი“ 1918-1920 წლებში იყო [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა|სომხეთის რესპუბლიკის]] მმართველი პარტია. თუმცა თავიდან ეწინააღმდეგებოდა [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის ფედერაციის]] დაშლას, რადგან პოლიტიკურ ცენტრებად განიხილავდნენ ტფილისს და ბაქოს. სომხეთის რესპუბლიკის არსებობის პერიოდში იყო „დაშნაკცუთიუნის“ ერთპარტიული მმართველობა (მთავრობის თავმჯდომარეები: ჰოვანეს კაჩაზნუნი - 6.VI.1918 - 5.VI.1919; ალექსანდრ ხატისიანცი - 28.VI.1919 - 5.V.1920; ამო ოჰანჯანიანი - 5.V.V.1920 - 23.XI.1920; სიმონ ვრაციანი - 23.XI. - 2.XII.1920. ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეები: ავეტიკ სააკიანი (1.VIII.1918 - 1.VIII.1919); ავეტის აგარონიანი (1.VIII.1919 - 4.XI.1920); ჰოვანეს ქაჯაზნუნი (4.XI - 2.XII.1920). |
| − | [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის ფედერაციის]] დაშლას, რადგან პოლიტიკურ ცენტრებად განიხილავდნენ ტფილისს და ბაქოს. სომხეთის რესპუბლიკის არსებობის პერიოდში იყო „დაშნაკცუთიუნის“ | + | |
| − | ერთპარტიული მმართველობა (მთავრობის თავმჯდომარეები: ჰოვანეს კაჩაზნუნი - 6.VI.1918 - 5.VI.1919; ალექსანდრ ხატისიანცი - 28.VI.1919 - 5.V.1920; ამო ოჰანჯანიანი - 5.V.V.1920 - 23.XI.1920; სიმონ ვრაციანი - 23.XI. - 2.XII.1920. ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეები: ავეტიკ სააკიანი (1.VIII.1918 - 1.VIII.1919); ავეტის აგარონიანი (1.VIII.1919 - 4.XI.1920); ჰოვანეს ქაჯაზნუნი (4.XI - 2.XII.1920). | + | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| + | საბჭოთა [[ოკუპაცია|ოკუპაციის]] შემდგომ „დაშნაკცუთიუნის“ წევრთა უმეტესობა [[ემიგრაცია|ემიგრაციაში]] წავიდა. 1923 წელს სომხეთის სსრ-ში ოფიციალურად აიკრძალა პარტიის საქმიანობა. „დაშნაკცუთიუნის“ პარტია საქართველოს სომხურ ელექტორატში დიდი გავლენით სარგებლობდა, რაც აისახებოდა საქალაქო თუ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე. პარტია მონაწილეობდა [[საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები|საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებშიც]]. | ||
| + | საქართველო-სომხეთის ახლად დასრულებული ომის ფონზე, იმის მიუხედავად, რომ ეს იყო სხვა ქვეყნის და არა საქართველოს პოლიტიკური პარტია, „დაშნაკცუთიუნს“ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა. პარტიამ წარადგინა 19-კაციანი (მათგან - 2 ქალი) საარჩევნო სია. არჩევნებში პარტიამ მიიღო 2353 ხმა, რაც არ იყო საკმარისი დეპუტატის მანდატისათვის (მეტრი - 3759 ხმა). დამატებით არჩევნებში, რომელიც ახალციხესა და ახალქალაქში ჩატარდა 1919 წლის აგვისტოში, „დაშნაკცუთიუნმა“ 3 დეპუტატი გაიყვანა [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელ კრებაში]] და საკუთარი ფრაქციაც შექმნა (ფრაქციის ლიდერი - [[დავით დავითხანიანი]], წევრები - [[ზორო ზოროიანცი|ზორო ზორიანცი]], [[ტიგრან ავეტისიანი]]). შემდგომ დავითხანიანმა დატოვა კრება და ის ჩაანაცვლა [[გარეგინ ტერ-სტეფანიანი|გარეგინ ტერ-სტეფანიანმა]]. | ||
| + | :::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''ბონდო კუპატაძე''''' | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:სომხეთის პოლიტიკური პარტიები]] | [[კატეგორია:სომხეთის პოლიტიკური პარტიები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს პოლიტიკური პარტიები]] | [[კატეგორია:საქართველოს პოლიტიკური პარტიები]] | ||
| + | [[კატეგორია:პოლიტიკური პარტიები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]] | ||
| + | [[კატეგორია:დაშნაკცუთიუნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:54, 28 მაისი 2019 მდგომარეობით
„დაშნაკცუთიუნი“ - სომხური სარევოლუციო ფედერაცია - 1890 თბილისში დაარსდა ქრისტეფორ მიქაელიანის, როსტომ ზორიანისა და სიმონ ზავარიანის მიერ. პარტია იყო მემარცხენე-სოციალისტური და ნაციონალისტური მიმართულების. თავისი მიზნების მისაღწევად დასაშვებად მიიჩნევდა ტერორს. პარტიის მთავარი ორგანო იყო გაზეთი „დროშაკი“.
პარტიის მთავარი მიზანი იყო ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში სომხური ავტონომიის მოპოვება. ამდენად, პარტია თანამშრომლობდა რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებასთან, მათ შორის, კავკასიის სამეფისნაცვლოს ფარგლებში. ამ პარტიის წარმომადგენლები სარგებლობდნენ ოფიციალური სტრუქტურების, ჟანდარმერიის მფარველობით. პარტიას აფინანსებდა სომხური ბურჟუაზია. პარტიის ლიდერები იყვნენ მაღალ არჩევით თანამდებობებზე.
1906 წლიდან პარტიამ ნაწილობრივ შეცვალა პოლიტიკური კურსი. გადაწყდა რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა. ახალი პოლიტიკის პირველი მასშტაბური გამოვლინება იყო სომეხ-თათართა ჟლეტა ქ. ბაქოში. შეიქმნა გარკვეული ალიანსები რევოლუციურად განწყობილ პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის, ქართველ სოციალ-დემოკრატებთან. პოლიტიკური კურსის ცვალებადობას ხელი შეუწყო 1908 „ახალგაზრდა თურქების“ მოსვლამ ხელისუფლებაში და მათ მიერ საკონსტიტუციო თავისუფლების აღიარებამ. დაშნაკებთან ურთიერთობა დარეგულირდა. „დაშნაკცუთიუნი“ 1907 წლიდან გაწევრიანდა საერთაშორისო სოციალისტურ ინტერნაციონალში. 1912 წელს „დაშნაკცუთიუნის“ 52 აქტივისტის სასამართლო გაიმართა სანკტ-პეტერბურგში. I მსოფლიო ომის დროს „დაშნაკცუთიუნი“ ქმნის 7 ბატალიონს რუსეთის მხარეს საბრძოლველად. დაპირების სანაცვლოდ, რომ რუსეთი ხელს შეუწყობდა ოსმალეთის ტერიტორიაზე სომხური ავტონომიის შექმნას.
„დაშნაკცუთიუნი“ 1918-1920 წლებში იყო სომხეთის რესპუბლიკის მმართველი პარტია. თუმცა თავიდან ეწინააღმდეგებოდა ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლას, რადგან პოლიტიკურ ცენტრებად განიხილავდნენ ტფილისს და ბაქოს. სომხეთის რესპუბლიკის არსებობის პერიოდში იყო „დაშნაკცუთიუნის“ ერთპარტიული მმართველობა (მთავრობის თავმჯდომარეები: ჰოვანეს კაჩაზნუნი - 6.VI.1918 - 5.VI.1919; ალექსანდრ ხატისიანცი - 28.VI.1919 - 5.V.1920; ამო ოჰანჯანიანი - 5.V.V.1920 - 23.XI.1920; სიმონ ვრაციანი - 23.XI. - 2.XII.1920. ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეები: ავეტიკ სააკიანი (1.VIII.1918 - 1.VIII.1919); ავეტის აგარონიანი (1.VIII.1919 - 4.XI.1920); ჰოვანეს ქაჯაზნუნი (4.XI - 2.XII.1920).
საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ „დაშნაკცუთიუნის“ წევრთა უმეტესობა ემიგრაციაში წავიდა. 1923 წელს სომხეთის სსრ-ში ოფიციალურად აიკრძალა პარტიის საქმიანობა. „დაშნაკცუთიუნის“ პარტია საქართველოს სომხურ ელექტორატში დიდი გავლენით სარგებლობდა, რაც აისახებოდა საქალაქო თუ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე. პარტია მონაწილეობდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებშიც.
საქართველო-სომხეთის ახლად დასრულებული ომის ფონზე, იმის მიუხედავად, რომ ეს იყო სხვა ქვეყნის და არა საქართველოს პოლიტიკური პარტია, „დაშნაკცუთიუნს“ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა. პარტიამ წარადგინა 19-კაციანი (მათგან - 2 ქალი) საარჩევნო სია. არჩევნებში პარტიამ მიიღო 2353 ხმა, რაც არ იყო საკმარისი დეპუტატის მანდატისათვის (მეტრი - 3759 ხმა). დამატებით არჩევნებში, რომელიც ახალციხესა და ახალქალაქში ჩატარდა 1919 წლის აგვისტოში, „დაშნაკცუთიუნმა“ 3 დეპუტატი გაიყვანა დამფუძნებელ კრებაში და საკუთარი ფრაქციაც შექმნა (ფრაქციის ლიდერი - დავით დავითხანიანი, წევრები - ზორო ზორიანცი, ტიგრან ავეტისიანი). შემდგომ დავითხანიანმა დატოვა კრება და ის ჩაანაცვლა გარეგინ ტერ-სტეფანიანმა.
- ბონდო კუპატაძე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი