კანდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Kandeli.jpg|thumb|კანდელი]]
 
[[ფაილი:Kandeli.jpg|thumb|კანდელი]]
  
'''კანდელი''' - სანათი, ლამპარი, საკიდარი ბაზმა ([http://www.nplg.gov.ge/bios/ka/767/ საბა]). ქრისტიანულ მართლმადიდებლურ [[ეკლესია|ეკლესიაში]] მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი. ეკლესიაში კედელზე, ხატთან ჩამოკიდებული სანათი, ლამპარი, ჩვეულებრივ მინისა. ჩასმული ლითონის ბუდეში, რომელიც დაფანჯრულია და ჯვრით ბოლოვდება. კანდელში ასხია ზეთი და ლითონის უღელში ჩამაგრებული [[ბამბა|ბამბის]] ძაფის პატრუქი ანთია. ღმრთის მსახურებისას ანთებენ ტაძრის ყველა კანდელს, [[კანკელი|კანკელის]] ხატებთან აუცილებელია თითო კანდელი. ტრაპეზის უკან დგას შვიდსანთელა, ანუ შვიდტოტა (შვიდსანთელა), რომელიც შვიდი კანდელის ერთობლიობას წარმოადგენს.
+
'''კანდელი''' - სანათი, ლამპარი, საკიდარი ბაზმა (საბა). ქრისტიანულ მართლმადიდებლურ [[ეკლესია|ეკლესიაში]] მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი [[ატრიბუტი]]. ეკლესიაში კედელზე, ხატთან ჩამოკიდებული სანათი, ლამპარი, ჩვეულებრივ მინისა. ჩასმული ლითონის ბუდეში, რომელიც დაფანჯრულია და ჯვრით ბოლოვდება. კანდელში ასხია ზეთი და ლითონის უღელში ჩამაგრებული [[ბამბა|ბამბის]] ძაფის პატრუქი ანთია. ღმრთის მსახურებისას ანთებენ ტაძრის ყველა კანდელს, [[კანკელი|კანკელის]] ხატებთან აუცილებელია თითო კანდელი. ტრაპეზის უკან დგას შვიდსანთელა, ანუ შვიდტოტა (შვიდსანთელა), რომელიც შვიდი კანდელის ერთობლიობას წარმოადგენს.
  
ძველ აღაპებში მიუთითებდნენ, თუ რომელი ხატის წინ უნდა დანთებულიყო კანდელი სააღაპე პირისთვის და რამდენი ზეთი უნდა დახარჯულიყო საამისოდ. არსებობს დაუშრეტელი კანდელიც, რომელიც განსაკუთრებით დიდი სიწმინდეების წინაშე მუდმივად ანთია. კანდელი სიმბოლოა თვალშეუდგამი საღმრთო ნათელისა, ამიტომ ის კრძალვითა და ლოცვით უნდა აინთოს სანთლიდან. ცნობილია ათონის ივერთა მონასტრის ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ მდებარე სასწაულთმოქმედი კანდელის შესახებ, რომელიც მონასტრის საძმოს მოახლოებული უბედურების შესახებ აუწყებდა ხოლმე - რაიმე ხილული ზემოქმედების გარეშე თვითონ იწყებდა მოძრაობას ან ტრიალს.  
 
17:10, 28 მაისი 2019-ის ვერსია

კანდელი

კანდელი - სანათი, ლამპარი, საკიდარი ბაზმა (საბა). ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი. ეკლესიაში კედელზე, ხატთან ჩამოკიდებული სანათი, ლამპარი, ჩვეულებრივ მინისა. ჩასმული ლითონის ბუდეში, რომელიც დაფანჯრულია და ჯვრით ბოლოვდება. კანდელში ასხია ზეთი და ლითონის უღელში ჩამაგრებული ბამბის ძაფის პატრუქი ანთია. ღმრთის მსახურებისას ანთებენ ტაძრის ყველა კანდელს, კანკელის ხატებთან აუცილებელია თითო კანდელი. ტრაპეზის უკან დგას შვიდსანთელა, ანუ შვიდტოტა (შვიდსანთელა), რომელიც შვიდი კანდელის ერთობლიობას წარმოადგენს.

ძველ აღაპებში მიუთითებდნენ, თუ რომელი ხატის წინ უნდა დანთებულიყო კანდელი სააღაპე პირისთვის და რამდენი ზეთი უნდა დახარჯულიყო საამისოდ. არსებობს დაუშრეტელი კანდელიც, რომელიც განსაკუთრებით დიდი სიწმინდეების წინაშე მუდმივად ანთია. კანდელი სიმბოლოა თვალშეუდგამი საღმრთო ნათელისა, ამიტომ ის კრძალვითა და ლოცვით უნდა აინთოს სანთლიდან. ცნობილია ათონის ივერთა მონასტრის ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ მდებარე სასწაულთმოქმედი კანდელის შესახებ, რომელიც მონასტრის საძმოს მოახლოებული უბედურების შესახებ აუწყებდა ხოლმე - რაიმე ხილული ზემოქმედების გარეშე თვითონ იწყებდა მოძრაობას ან ტრიალს.

ლიტერატურა

მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002; საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005. ხ.ც.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები