ტრანსპორტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ტრანსპორტი'''-  (ლათინური transporto - გადამაქვს, გადავაადგილებ, გადავიტან), ყველა სახეობის მიმოსვლის გზების, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკური მოწყობილობის და ნაგებობების ერთობლიობა. ისინი უზრუნველყოფენ ადამიანების და სხვადასხვა დანიშნულების ტვირთის გადაადგილების პროცესს.
+
'''ტრანსპორტი''' -  (ლათინური transporto - გადამაქვს, გადავაადგილებ, გადავიტან), ყველა სახეობის მიმოსვლის გზების, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკური მოწყობილობის და ნაგებობების ერთობლიობა. ისინი უზრუნველყოფენ ადამიანების და სხვადასხვა დანიშნულების ტვირთის გადაადგილების პროცესს.
 
არის მატერიალური წარმოების უმნიშვნელოვანესი დარგი.  
 
არის მატერიალური წარმოების უმნიშვნელოვანესი დარგი.  
  

12:11, 29 მაისი 2019-ის ვერსია

ტრანსპორტი - (ლათინური transporto - გადამაქვს, გადავაადგილებ, გადავიტან), ყველა სახეობის მიმოსვლის გზების, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკური მოწყობილობის და ნაგებობების ერთობლიობა. ისინი უზრუნველყოფენ ადამიანების და სხვადასხვა დანიშნულების ტვირთის გადაადგილების პროცესს. არის მატერიალური წარმოების უმნიშვნელოვანესი დარგი.

ზოგადი სარგებლობის ტრანსპორტი – სარკინიგზო, საავტომობილო, წყალსანაოსნო, საჰაერო – გამოიყენება შეიარაღებული ძალების ინტერესებისათვის. მნიშვნელოვანია მილსადენი ტრანსპორტი. განასხვავებენ სამრეწველო ტრანსპორტს (ახორციელებს გადაზიდვებს წარმოების სფეროში), სამხედრო და პირადი სარგებლობის ტრანსპორტს.

ტრანსპორტის მნიშვნელობა სამხედრო საქმეში

სამხედრო ტრანსპორტს განეკუთვნება სამხედრო ნაწილების, შენაერთების, გაერთიანებების, დაწესებულებების, ბაზებისა და არსენალებს კუთვნილი ტრანსპორტი.

სატრანსპორტო საშუალებებს განეკუთვნება ავტომობილები, საავტომობილო საწევარები, ტრანსპორტიორები, საავტომობილო მისაბმელები, ტრაილერები, ყველა ტიპის სარკინიგზო ვაგონები, ლოკომოტივები, ელმავლები, საზღვაო და სამდინარო გემები, თვითმფრინავები, მილსადენები და სხვა.

მიმოსვლის გზებს წარმოადგენენ სარკინიგზო და საავტომობილო, წყალსანაოსნო, საჰაერო ტრასები, კიდული ბაგირგზების მზიდი არხები.

ტრანსპორტი არსებით გავლენას ახდენს საომარი მოქმედებების და მთლიანად ომის მომზადებასა და წარმოებაზე. ტრანსპორტმა ომიანობის დროს უნდა შეძლოს ქვეყნის ეკონომიკის და შეიარაღებული ძალების მოთხოვნილების დაკმაყოფილება. მისი მომზადება ხდება წინასწარ საომარი მოქმედებების შესაძლო ხასიათის გათვალისწინებით. ომის დაწყებიდან ტრანსპორტი ახორციელებს გადაზიდვებს, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკის მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაზე გადასვლის დასრულებასთან; ასევე – გადაზიდვებს შეიარაღებული ძალების მობილიზაციის, გაშლისა და თავმოყრისათვის საომარი მოქმედებების თეატრზე, მატერიალური საშუალებების მიტანისათვის.

საომარი მოქმედებების დროს ტრანსპორტი ასრულებს გადაზიდვებს შეიარაღებული ძალების შემდგომი გაშლისათვის. ის უზრუნველყოფს ჯარების (ძალების) სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ მანევრს, მატერიალური საშუალებების ტრანსპორტირებას, აგრეთვე დაჭრილთა და ავადმყოფთა, დაზიანებული სამხედრო ტექნიკის, ზედმეტი ქონების და ნაალაფევის ევაკუაციას.

იმავდროულად ტრანსპორტი ასრულებს დიდი მოცულობის გადაზიდვებს ეკონომიკის უზრუნველსაყოფად. ტექნიკური პროგრესი ტრანსპორტზე საშუალებას იძლევა უფრო სრულად გამოიყენონ მისი შესაძლებლობები შეიარაღებული ძალების ინტერესებისათვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები