ძალების დაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:უსაფრთხოების დაცვის პროგრამა]] | [[კატეგორია:უსაფრთხოების დაცვის პროგრამა]] | ||
| + | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:21, 29 მაისი 2019 მდგომარეობით
ძალების დაცვა – უსაფრთხოების დაცვის პროგრამა, რომლის დანიშნულებაა ჯარისკაცების, სამოქალაქო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრების, ქონების და აღჭურვილობის დაცვა ყველგან და ნებისმიერ ვითარებაში. პროგრამის განხორციელება ხდება დაგეგმილი და ურთიერთშეთანხმებული მოქმედებებით: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით, ფიზიკური უსაფრთხოების დაცვით, საბრძოლო მოქმედებების უსაფრთხოების დაცვით, პირადი დაცვის სამსახურით. სახმელეთო ჯარებისთვის – იმ ოთხი ელემენტიდან ერთ-ერთი, რომელთა კომბინირება ქმნის საბრძოლო სიმძლავრეს, რაც იცავს საბრძოლო ქვედანაყოფების პოტენციალს. ძალების დაცვის ოთხი შემადგენელია:
- ოპერაციის უსაფრთხოების დაცვა,
- შეცდომაში შეყვანის ოპერაციები,
- ჯარისკაცის ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე,
- უსაფრთხოება და საკუთარი ძალების დაზიანების თავიდან აცილება.