გამრეკელი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები‏‎ ]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები‏‎ ]]
[[კატეგორია:ვოკალისტები]]
+
[[კატეგორია:ქართველი ვოკალისტები]]
[[კატეგორია:მომღერლები]]
+
[[კატეგორია:ქართველი მომღერლები]]
+
 
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები‏‎]]
 
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები‏‎]]
 
[[კატეგორია:ქართული მუსიკის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ქართული მუსიკის ისტორია]]
 
[[კატეგორია:გამრეკელები]]
 
[[კატეგორია:გამრეკელები]]

17:22, 29 მაისი 2019-ის ვერსია

დავით გამრეკელი

გამრეკელი დავით ალექსანდრეს ძე - (27. VII. 1911, ჭიათურა, – 29 XI. 1977, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში), ქართველი მომღერალი (ბარიტონი). საქართველოს სახალხო არტისტი (1943), რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951).

1935 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. (პროფ. ე. ვრონსკის კლასი). იმავე წელს თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე იმღერა ელეცკის პარტია (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“). 1937 ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების პირველ დეკადაზე მოსკოვში წარმატებით შეასრულა კიაზოს პარტია (ზ. ფალიაშვილის „დაისი), 1938 II პრემიით დაჯილდოვდა ვოკალისტთა პირველ საკავშირო კონკურსზე მოსკოვში. 1944-52 გამრეკელი სსრკ დიდი თეატრის სოლისტი იყო. 1952-იდან გამოდიოდა როგორც საკონცერტო მომღერალი. გამოირჩეოდა ულამაზესი ტემბრის ხავერდოვანი ჟღერადობის ხმით, სცენური მიმზიდველობით.

შესრულებული აქვს 30-მდე საოპერო პარტია: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), აბდულ-არაბი (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“), ევგენი ონეგინი (ჩაიკოვსკის ევგენი ონეგინი“), ჟერმონი და რიგოლეტო (ვერდის „ტრავიატა“, „რიგოლეტო“), ფიგარო (როსინის „სევილიელი დალაქი“), ვალენტინი (გუნოს „ფაუსტი“), ესკამილიო (ბიზეს „კარმენი“) და სხვ.

გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის კონსერვატორიაში (1967-იდან). გადაღებულია ფილმში „ჯურღაიას ფარი“ (1944. სსრკ სახ. პრემია, 1950). გამრეკელი ქართველი ხალხის საყვარელი მომღერალი იყო. (მ. ახმეტელი)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

იხილე აგრეთვე

დავით გამრეკელი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები