გაბუდაყება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გაბუდაყება''' ''(მთიულ.)'' – გამდიდრებული კაცის საყმოსგან გამო...)
 
(წყარო)
 
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[[კატეგორია:ქართული წეს-ჩვეულებები]]
 
[[კატეგორია:ქართული წეს-ჩვეულებები]]
 
[[კატეგორია:სადამსჯელო რიტუალები]]
 
[[კატეგორია:სადამსჯელო რიტუალები]]
 +
[[კატეგორია:წეს-ჩვეულებები მთიულეთში]]

მიმდინარე ცვლილება 14:52, 30 მაისი 2019 მდგომარეობით

გაბუდაყება (მთიულ.) – გამდიდრებული კაცის საყმოსგან გამოცალკევების მცდელობა. თემი გაბუდაყებულს იკვეთდა, სრულ იზოლაციაში აქცევდა, რაც თემის შიგნით შექმნილი პრეროგატივების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებას წარმოადგენდა.

გადმოცემების მიხედვით, გაბუდაყებული ეჯიბრებოდა, ემიჯნებოდა, ზოგჯერ დევნიდა კიდეც ჯვარს, რის გამოც თავგასულ ყმას ან თემი კლავდა ან თავად ჯვარი სპობდა მასაც და მის გვარსაც (ასე მოსვლიათ ჩარგლელ სულასა და კურდღელას, არტნელ თაგვა თაღლაურას, არხლელ არხალს, გოგოლაურთელ ყარტაულას, გვიდაქელ ცხრა ძმას, ხადელ ცხრა ძმა მიდელაურებსა და სხვებს).


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • რ. ხარაძე, ალ. რობაქიძე. მთიულეთის სოფელი ძველად. თბ., 1965, გვ. 64-67;
  • თ. ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბ., 1967, გვ. 116-122;
  • ლ. კაიშაური. მთიულური ტექსტები. თბ., 1978, გვ. 100-101;
  • გ. ხორნაული. მთები და სახელები. თბ., 1983, გვ. 150, 159, 192.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები