პრესენილური და სენილური დემენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პრესენილური და სენილური დემენცია''' - წარსულში მკვეთრად გან...)
 
(წყარო)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:დემენცია]]
 
[[კატეგორია:დემენცია]]
 
[[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:ალცჰაიმერი]]

მიმდინარე ცვლილება 16:18, 11 ივნისი 2019 მდგომარეობით

პრესენილური და სენილური დემენცია - წარსულში მკვეთრად განასხვავებდნენ 65 წლამდე განვითარებულ დემენციასა (პრესენილური დემენცია) და 65 წლის შემდეგ განვითარებულ დემენციას (სენილური დემენცია), იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ მათ სხვადასხვა მიზეზი განაპირობებდა. კერძოდ, ითვლებოდა, რომ პრესენილური დემენცია ძირითადად ალცჰაიმერის დაავადებით იყო გამოწვეული, ხოლო სენილური კი, უპირატესად, ვასკულურ დემენციად მიაჩნდათ. დღეისთვის ცნობილია, რომ ორივე ასაკობრივ ჯგუფში ალცჰაიმერის დაავადება დემენციის მთავარ მიზეზს წარმოადგენს და, ამდენად, ასეთი დაყოფა დღეს აღარაა აქტუალური. თუმცა, არსებობს რამდენიმე ასპექტი, რომელთა მიხედვითაც განასხვავებენ სენილურ და პრესენილურ დემენციებს (Greicius et al., 2002).

პრესენილური დემენციის დროს, ვასკულურთან შედარებით, უფრო ხშირია გენეტიკურად განპირობებული დაავადებებით გამოწვეული დემენცია, ფრონტოტემპორალური დემენცია და პრიონული დაავადებებით გამოწვეული დემენცია. ეს განსაზღვრავს დაავადების მართვის თავისებურებებსაც. პრესენილური დემენციის შემთხვევაში, უფრო მოსალოდნელია, რომ პაციენტმა მიმართოს ნევროლოგს და მხოლოდ მოგვიანებით - ფსიქიატრს. გამოკვლევები უფრო ინტენსიური და კომპლექსურია, რადგან აუცილებელია გამომწვევი მიზეზის ზუსტი დიაგნოსტირება და პროგნოზის განსაზღვრა. გენეტიკური დაავადების შემთხვევაში, გამოკვლევის შედეგებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს ნათესავებისთვისაც (Sampson et al., 2004


[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები