ხულუგო
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
| − | + | ||
| + | |||
| + | |||
| + | == წყარო == | ||
პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016 | პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016 | ||
[[კატეგორია:მარცვლეული კულტურა]] [[კატეგორია:ხორბლის ჯიშები საქართველოში]] | [[კატეგორია:მარცვლეული კულტურა]] [[კატეგორია:ხორბლის ჯიშები საქართველოში]] | ||
17:09, 7 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ხულუგო - რბილი ხორბლის ეს ჯიში ეკოლოგიური ნიშან-თვისებებით ძალიან ახლოს დგას „იფქლის“ ფორმებთან. ის „იფქლის“ უფხო ანალოგია.
ლ. დეკაპრელევიჩი (1938) თავის შრომაში - „შოთა რუსთაველის ეპოქის მინდვრის უმთავრესი კულტურები“ - ამ ხორბლის არსებობას XII ს.-ში მიუთითებს.
ხულუგოს ახასიათებს მაღალი, სწორმდგომი, ფართოფოთლოვანი ღერო, უხვმოსავლიანია; შემოდგომით დათესვისას უკეთეს შედეგს იძლევა, არ წვება; განსაკუთრებით გამძლეა ყვითელი ჟანგას მიმართ.
XIX ს.-ის მონაცემებით, ხულუგო მოჰყავდათ ლეჩხუმსა და რაჭაში; XX ს.-ის 20-60-იან წლებშიც მისი გავრცელების ძირითადი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი იყო.
ჯიშის ადგილობრივი სახელწოდებებია: „რაჭულა“, „ხოტორა“ და სხვ. ხულუგო მსხვილმარცვლიანი, დიდთავთავიანი, მაღალმოსავლიანი ჯიშია. მისი მარცვლის ფქვილისაგან ცხვება გემრიელი, თეთრი, ძარღვიანი პური
წყარო
პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016