სექსუალური ორიენტაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''სექსუალური ორიენტაცია''' -  არის ინდივიდის მდგრადი ემოციური, რომანტიული და/ან სექსუალური ლტოლვა ქალის, მამაკაცის ან ორივე სქესის მიმართ;
 
'''სექსუალური ორიენტაცია''' -  არის ინდივიდის მდგრადი ემოციური, რომანტიული და/ან სექსუალური ლტოლვა ქალის, მამაკაცის ან ორივე სქესის მიმართ;
  
 +
ქინსი და მისი კოლეგები (Kinsey et al., 1948) თვლიდნენ, რომ [[ადამიანი|ადამიანების]] მკაცრად დაყოფა [[ორიენტაცია|ორიენტაციის]] მიხედვით ჰომოსექსუალებად და ჰეტეროსექსუალებად შეუძლებელია. გამოკვეთილ ჰეტეროსექსუალებსა და ჰომოსექსუალებს შორის თავსდება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჰომოსექსუალურ და ჰეტეროსექსუალურ მიზიდულობასა
 +
და ფანტაზიებს სხვადასხვა ხარისხით განიცდის. ისინი ჩართულნი არიან ისეთ ქცევებსა და ურთიერთობებში, რომლებიც ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური კომპონენტების ნაზავს წარმოადგენს და ითავისებენ ცხოვრების ისეთ სტილს, რომელშიც ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური ელემენტები სხვადასხვა ხარისხითაა წარმოდგენილი. ამ და სხვა მიზეზების გამო, კლაინის
 +
(Klein et al., 1985) მიხედვით სექსუალური ორიენტაცია უნდა შეფასდეს ექვსი კრიტერიუმის მიხედვით. ესაა
 +
* სექსუალური ლტოლვა,
 +
* სექსუალური ფანტაზიები,
 +
* სექსუალური ქცევა,
 +
* ემოციური უპირატესობა,
 +
* ცხოვრების სტილი და
 +
* თვითიდენტიფიკაცია.
 +
 +
ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური ქცევის გამოხატვა იცვლება პიროვნების ასაკსა და სიტუაციასთან ერთად. ბისექსუალური მიზიდულობისა და ქცევის პოტენცია უფრო დიდია მოზარდებში, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებში. ჰომოსექსუალური ქცევა უფრო
 +
მაშინაა გამოხატული, როდესაც ჰეტეროსექსუალური ქცევის განხორციელება შეუძლებელია (მაგალითად, ციხეში); გარდა ამისა, ასეთი ქცევა უფრო მაშინ არის დათრგუნული, როდესაც ის მიუღებელია რელიგიური მიზეზების ან საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების გამო.
 +
 +
ზემოთ აღნიშნულ კვლევაში, ქინსიმ დაადგინა (Kinsey et al., 1948), რომ მამაკაცთა 10%-ს აქვს ჰომოსექსუალური ქცევის მეტ-ნაკლები გამოცდილება მინიმუმ 3 წლის მანძილზე, ხოლო მამაკაცთა 4%-ს - მთელი ცხოვრების განმავლობაში. ქინსი (Kinsey et al., 1953) აღნიშნავდა, რომ 20-დან 35 წლამდე მარტოხელა ქალების 4%-ია მხოლოდ ჰომოსექსუალური ორიენტაციის. არც ერთ გამოკვლევაში არ გამოიყენებოდა პოპულაციის წარმომადგენლობითი (ტიპიური) ნიმუში. უფრო გვიანდელი შეფასებით, ზუსტი ციფრები შეადგენს დაახლოებით 3%-ს მამაკაცებში და 1%-ს ქალებში (Gagnon and Simon, 1973; Laumann et al., 1994).
 +
 +
==== ცხოვრების სტილი ====
 +
ცხოვრების სტილი არის სექსუალური ორიენტაციის ასპექტი, რომელიც იცვლება კულტურალური ფაქტორების შესაბამისად. მიუხედავად ამისა, საზოგადოებათა უმეტესობაში ჰომოსექსუალთა უმრავლესობის ცხოვრების სტილი არაფრით განსხვავდება ჰეტეროსექსუალების ცხოვრების სტილისაგან. დანარჩენი ჰომოსექსუალები ირჩევენ სამუშაოს და გართობას, რომელიც მეტწილად
 +
არჩეულია საპირისპირო სქესის მიერ. ჰომოსექსუალების მცირე ნაწილი მანერებით და ჩაცმულობით საპირისპირო სქესს ბაძავს; ზოგჯერ, საკმაოდ უტრირებულად (ტრანსსექსუალებისგან განსხვავებით, ისინი ამას მაშინაც აკეთებენ, როდესაც ხვდებიან, რომ მათი გენდერული იდენტობა მათ ანატომიურ სქესს შეესაბამება). ორივე სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უმეტესობა, ძირითადად, გრძელვადიან ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ორივე ჯგუფში არსებობს უმცირესობა, რომელიც ხანმოკლე სექსუალურ კავშირებს ამჯობინებს.
 +
 +
==== თვითიდენტიფიკაცია ====
 +
თვითიდენტიფიკაცია მნიშვნელოვნად განსხვავებულია ერთი და იმავე სექსუალური ორიენტაციის ადამიანებში. ზოგიერთ გამოკვეთილ ჰომოსექსუალს აქვს ძლიერი იდენტიფიკაცია სხვა ჰომოსექსუალებთან და მათთან ურთიერთობა ბევრად ურჩევნია ჰეტეროსექსუალებთან კონტაქტს.
  
  

16:55, 20 ივნისი 2019-ის ვერსია

სექსუალური ორიენტაცია - არის ინდივიდის მდგრადი ემოციური, რომანტიული და/ან სექსუალური ლტოლვა ქალის, მამაკაცის ან ორივე სქესის მიმართ;

ქინსი და მისი კოლეგები (Kinsey et al., 1948) თვლიდნენ, რომ ადამიანების მკაცრად დაყოფა ორიენტაციის მიხედვით ჰომოსექსუალებად და ჰეტეროსექსუალებად შეუძლებელია. გამოკვეთილ ჰეტეროსექსუალებსა და ჰომოსექსუალებს შორის თავსდება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჰომოსექსუალურ და ჰეტეროსექსუალურ მიზიდულობასა და ფანტაზიებს სხვადასხვა ხარისხით განიცდის. ისინი ჩართულნი არიან ისეთ ქცევებსა და ურთიერთობებში, რომლებიც ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური კომპონენტების ნაზავს წარმოადგენს და ითავისებენ ცხოვრების ისეთ სტილს, რომელშიც ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური ელემენტები სხვადასხვა ხარისხითაა წარმოდგენილი. ამ და სხვა მიზეზების გამო, კლაინის (Klein et al., 1985) მიხედვით სექსუალური ორიენტაცია უნდა შეფასდეს ექვსი კრიტერიუმის მიხედვით. ესაა

  • სექსუალური ლტოლვა,
  • სექსუალური ფანტაზიები,
  • სექსუალური ქცევა,
  • ემოციური უპირატესობა,
  • ცხოვრების სტილი და
  • თვითიდენტიფიკაცია.

ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური ქცევის გამოხატვა იცვლება პიროვნების ასაკსა და სიტუაციასთან ერთად. ბისექსუალური მიზიდულობისა და ქცევის პოტენცია უფრო დიდია მოზარდებში, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებში. ჰომოსექსუალური ქცევა უფრო მაშინაა გამოხატული, როდესაც ჰეტეროსექსუალური ქცევის განხორციელება შეუძლებელია (მაგალითად, ციხეში); გარდა ამისა, ასეთი ქცევა უფრო მაშინ არის დათრგუნული, როდესაც ის მიუღებელია რელიგიური მიზეზების ან საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების გამო.

ზემოთ აღნიშნულ კვლევაში, ქინსიმ დაადგინა (Kinsey et al., 1948), რომ მამაკაცთა 10%-ს აქვს ჰომოსექსუალური ქცევის მეტ-ნაკლები გამოცდილება მინიმუმ 3 წლის მანძილზე, ხოლო მამაკაცთა 4%-ს - მთელი ცხოვრების განმავლობაში. ქინსი (Kinsey et al., 1953) აღნიშნავდა, რომ 20-დან 35 წლამდე მარტოხელა ქალების 4%-ია მხოლოდ ჰომოსექსუალური ორიენტაციის. არც ერთ გამოკვლევაში არ გამოიყენებოდა პოპულაციის წარმომადგენლობითი (ტიპიური) ნიმუში. უფრო გვიანდელი შეფასებით, ზუსტი ციფრები შეადგენს დაახლოებით 3%-ს მამაკაცებში და 1%-ს ქალებში (Gagnon and Simon, 1973; Laumann et al., 1994).

ცხოვრების სტილი

ცხოვრების სტილი არის სექსუალური ორიენტაციის ასპექტი, რომელიც იცვლება კულტურალური ფაქტორების შესაბამისად. მიუხედავად ამისა, საზოგადოებათა უმეტესობაში ჰომოსექსუალთა უმრავლესობის ცხოვრების სტილი არაფრით განსხვავდება ჰეტეროსექსუალების ცხოვრების სტილისაგან. დანარჩენი ჰომოსექსუალები ირჩევენ სამუშაოს და გართობას, რომელიც მეტწილად არჩეულია საპირისპირო სქესის მიერ. ჰომოსექსუალების მცირე ნაწილი მანერებით და ჩაცმულობით საპირისპირო სქესს ბაძავს; ზოგჯერ, საკმაოდ უტრირებულად (ტრანსსექსუალებისგან განსხვავებით, ისინი ამას მაშინაც აკეთებენ, როდესაც ხვდებიან, რომ მათი გენდერული იდენტობა მათ ანატომიურ სქესს შეესაბამება). ორივე სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უმეტესობა, ძირითადად, გრძელვადიან ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ორივე ჯგუფში არსებობს უმცირესობა, რომელიც ხანმოკლე სექსუალურ კავშირებს ამჯობინებს.

თვითიდენტიფიკაცია

თვითიდენტიფიკაცია მნიშვნელოვნად განსხვავებულია ერთი და იმავე სექსუალური ორიენტაციის ადამიანებში. ზოგიერთ გამოკვეთილ ჰომოსექსუალს აქვს ძლიერი იდენტიფიკაცია სხვა ჰომოსექსუალებთან და მათთან ურთიერთობა ბევრად ურჩევნია ჰეტეროსექსუალებთან კონტაქტს.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები