რეცეპციული მეტყველების განვითარების აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 21: ხაზი 21:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
+
* [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 +
* [[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
  
 
[[კატეგორია:მეტყველების დარღვევები]]
 
[[კატეგორია:მეტყველების დარღვევები]]
 
[[კატეგორია:განვითარების აშლილობა]]
 
[[კატეგორია:განვითარების აშლილობა]]
 
[[კატეგორია:ბავშვთა ფსიქიატრია]]
 
[[კატეგორია:ბავშვთა ფსიქიატრია]]

14:39, 4 ივლისი 2019-ის ვერსია

მეტყველების აშლილობა, რეცეპციული - (F80.2), (language disorder, receptive), სპეციფიკური აშლილობა, როდესაც ბავშვის მიერ სალაპარაკო ენის გაგება (წვდომა) მის გონებრივ ასაკს ჩამორჩება. ფაქტიურად ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვნად დარღვეულია ექსპრესიული მეტყველებაც ასევე დარღვეულია ბგერა-სიტყვის შეუღლების დაუფლების შესაძლებლობა.

ამ აშლილობის დროს მეტყველების გაგების უნარი, ბავშვის განვითარების ასაკთან შედარებით, ნორმაზე დაბალია. თითქმის ყველა შემთხვევაში გაძნელებულია ექსპრესიული მეტყველებაც (ეს ფაქტი აღიარებულია DSM-IV კლასიფიკაციით, რომელშიც მოცემულია არა ცალკე რეცეპციული აშლილობა, როგორც ICD-10-ში, არამედ რეცეპციულექსპრესიული აშლილობა).

რეცეპციული მეტყველების განვითარების ნორმაც ვარიაბელურია, თუმცა ორი წლის ასაკისთვის არავერბალური მინიშნებების გარეშე ნაცნობი დასახელებების ან მარტივი ინსტრუქციების გაგების პრობლემები მნიშვნელოვან დარღვევაზე მიუთითებს. ამ დიაგნოზში არ შედის რეცეპციული მეტყველების ისეთი დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია სიყრუით, დასწავლის დარღვევებით (გონებრივი ჩამორჩენილობით) ან ზოგადი განვითარების აშლილობებით. რეცეპციული მეტყველების აშლილობის დროს ხშირია მასთან ასოცირებული სოციალური და ქცევის პრობლემები.

სარჩევი

გავრცელება

გავრცელების სიხშირე დამოკიდებულია დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებზე. ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის (American Psychiatric Association, 1994a) მონაცემებით, რეცეპციულ-ექსპრესიული აშლილობა სკოლამდელი ასაკის 3%-მდე ბავშვს აღენიშნება.

პროგნოზი

პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. 75%-ს ეს პრობლემები მოგვიანებით ასაკშიც რჩება. გაცილებით მძიმე პროგნოზი გვაქვს მეტყველების მწვავე დარღვევების ან თანმხლები ქცევის აშლილობების შემთხვევაში.

მკურნალობა

მკურნალობა ითვალისწინებს სპეციალურ სწავლებას. ფსიქიატრი ისეთივე როლს თამაშობს, როგორსაც ექსპრესიული მეტყველების დარღვევებისას.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები