სინდრომი რეტის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სინდრომი რეტის''' - (F84.2), (Rett syndrome), დღემდე ეს დაავადება, მხოლოდ გოგონებში რეგისტრირდება. ნორმალური ადრეული განვითარების შემდეგ აღინიშნება; მეტყველების, ლოკომოციის და ხელების ხმარების უნარის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა და, აგრეთვე, თავის ზრდის შენელება. დაავადება ჩვეულებრივ 7–24 თვის ასაკში იწყება.  
+
'''სინდრომი რეტის''' - (F84.2), (Rett syndrome), რეტის დაავადება, ანუ რეტის სინდრომი, არის იშვიათი X ქრომოსომასთან შეჭიდული აშლილობა, რომელიც მხოლოდ გოგონებში ვლინდება. გავრცელების სიხშირეა 0.8 - 10.000 გოგონაზე (Kerr and Stephenson, 1985). რამდენიმე თვის მანძილზე ნორმალური განვითარების პერიოდის შემდეგ, ხდება თავის ქალის ზრდის ტემპის შენელება. შემდგომი ორი წლის განმავლობაში ვითარდება კოგნიტური
 +
ჩამორჩენილობა და ზედა კიდურებით მიზანმიმართული და ნატიფი მოძრაობების შესრულების უუნარობა. დამახასიათებელია სტერეოტიპული ტაშის დაკვრის ან წერის მსგავსი მოქმედებები. შეიძლება განვითარდეს ქვედა კიდურებისა და სხეულის ატაქსია. პირველ ხანებში სოციალური გარემოს მიმართ ინტერესი იკლებს, თუმცა, შემდგომ შეიძლება კვლავ გაიზარდოს. გამოხატულია [[რეცეპციული მეტყველების განვითარების აშლილობა|რეცეპციული და ექსპრესიული მეტყველების განვითარების დარღვევები]] და ფსიქომოტორული შეკავება. რეტის სინდრომი ასოცირებულია X ქრომოსომაში ლოკალიზებული MECP2 გენის სპორადიულ მუტაციასთან. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გენის აბერაციულ იმპრინტინგს. MECP2 გენი არეგულირებს იმ გენების ექსპრესიას, რომლებიც ტვინის განვითარებაში
 +
მონაწილეობენ.
  
დამახასიათებელია: ხელების, მიზანმიმართული მოძრაობის დარღვევა;  ხელების დაბანის ან ჩამორთმევის ტიპის მოძრაობითი სტერეოტიპები და ჰიპერვენტილაცია.  გამოხატულია სოციალურ განვითარებაში ჩამორჩენა, იზღუდება თამაშის უნარი, მაგრამ სოციალური ინტერესები, ჩვეულებრივ, შენარჩუნებულია. 4 წლის ასაკისთვის ვითარდება სხეულის ატაქსია და [[აპრაქსია]], შემდეგ კი ქორეოათეტოიდური მოძრაობებიც ჩნდება. თითქმის ყოველთვის ვითარდება მძიმე [[გონებრივი ჩამორჩენილობა]].
 
  
 +
==წყარო==
 +
* [[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
  
 
+
[[კატეგორია:სინდრომები]]
 
+
[[კატეგორია:განვითარების აშლილობა]]
 
+
[[კატეგორია:ბავშვთა ფსიქიატრია]]
 
+
==წყარო==
+
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
+
[[კატეგორია:სინდრომი რეტის]]
+

მიმდინარე ცვლილება 16:01, 4 ივლისი 2019 მდგომარეობით

სინდრომი რეტის - (F84.2), (Rett syndrome), რეტის დაავადება, ანუ რეტის სინდრომი, არის იშვიათი X ქრომოსომასთან შეჭიდული აშლილობა, რომელიც მხოლოდ გოგონებში ვლინდება. გავრცელების სიხშირეა 0.8 - 10.000 გოგონაზე (Kerr and Stephenson, 1985). რამდენიმე თვის მანძილზე ნორმალური განვითარების პერიოდის შემდეგ, ხდება თავის ქალის ზრდის ტემპის შენელება. შემდგომი ორი წლის განმავლობაში ვითარდება კოგნიტური ჩამორჩენილობა და ზედა კიდურებით მიზანმიმართული და ნატიფი მოძრაობების შესრულების უუნარობა. დამახასიათებელია სტერეოტიპული ტაშის დაკვრის ან წერის მსგავსი მოქმედებები. შეიძლება განვითარდეს ქვედა კიდურებისა და სხეულის ატაქსია. პირველ ხანებში სოციალური გარემოს მიმართ ინტერესი იკლებს, თუმცა, შემდგომ შეიძლება კვლავ გაიზარდოს. გამოხატულია რეცეპციული და ექსპრესიული მეტყველების განვითარების დარღვევები და ფსიქომოტორული შეკავება. რეტის სინდრომი ასოცირებულია X ქრომოსომაში ლოკალიზებული MECP2 გენის სპორადიულ მუტაციასთან. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გენის აბერაციულ იმპრინტინგს. MECP2 გენი არეგულირებს იმ გენების ექსპრესიას, რომლებიც ტვინის განვითარებაში მონაწილეობენ.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები