საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა ოსმალეთში
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
| − | |||
| − | |||
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ]] | [[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:09, 6 აგვისტო 2019 მდგომარეობით
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა ოსმალეთში (ანგორაში) - ოსმალეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურიდიული ცნობის შემდეგ (1918 წ-ის 3 ივნისი), ჩამოყალიბდა რესპუბლიკის წამრომადგენლობა ოსმალეთში, რომელსაც სოციალისტ-ფედერალისტი გრიგოლ რცხილაძე ხელმძღვანელობდა. შემდგომში მუსტაფა-ქემალის მიერ ანგორაში ახალი სახელმწიფოს ფორმირების დროს, საქართველომ დიპლომატიურ წამრომადგენლად სოციალ-ფედერალისტი სვიმონ მდივანი მოავლინა. იგი პირველი ელჩი იყო, რომელმაც საქარიის ველებზე ახალ ოსმალეთს თავისუფლება მიულოცა და საქართველოს ხელისუფლებისგან მისი ცნობა აუწყა, რითაც შემდეგში იგი სამართლიანად ამაყობდა.
ოსმალეთში საქართველოს მაშინდელი მისიის საგანგებო დავალებათა ოფიცრის - დიმიტრი შალიკაშვილის ცნობით ირკვევა, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობაში სიმონ მდივანთან ერთად ყოფილან: გენერალი ალექსანდრე ერისთავი - სამხედრო მრჩეველი; არისტო ჭუმბაძე - საქმეთა მწარმოებელი; მელიტონ (ოსმან-ბეი) ქარცივაძე - ატაშე; ზია-ბეგ აბაშიძე - ატაშე; ამათ გარდა ორი ოფიცერი დავალებათათვის - ემუხვარი და ლეიტენანტი დიმიტრი შალიკაშვილი, ასევე ორი ჯარისკაცი შიკრიკად, მათ შორის ერთი გვარად მახიაშვილი.
საარქივო დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს ს. მდივნის პოლიტიკურ-დიპლომატიური გამჭრიახობა და მოქნილობა ქემალისტურ ოსმალეთთან ურთიერთობისას. კერძოდ კი, მის ახალ მეთაურთან - მუსტაფა ქემალ ფაშასთან მოლაპარაკებების დროს საქართველოს ინტერესების დაცვა. 1921 წლის თებერვალში საქართველოზე რუსეთის თავდასხმამ და ქემალისტურ ოსმალეთთან ლენინის მთავრობის გარიგებამ საქართველოს დამოუკიდებლობა დააკარგვინა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი - ს. მდივანი იძულებული გახდა, ანკარიდან ჯერ კონსტანტინოპოლში წასულიყო, ხოლო შემდეგ საქართველოს ეროვნულ მთავრობასთან და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრებთან ერთად საფრანგეთში სამუდამო ემიგრაციაში დარჩენილიყო.
- ლელა სარალიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- სცსა, ფ. 1861, აღწ. 3, საქ. 230;
- დ. შალიკაშვილი, დღიურები, ვ. ნოზაძის თარგმანი, ჟურ. „კავკასიონი“, XVI-XVII, პარიზი, 1972/1973;
- გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტომი IV, თბ., 2003.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი