კიროვი სერგეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კოსტრიკოვი სერგეი“ გადაიტანა გვერდზე „კიროვი სერგეი“ გადამის...)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია:რუსი ბოლშევიკები]]
 
[[კატეგორია:რუსი ბოლშევიკები]]
 
[[კატეგორია:რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
[[კატეგორია:საბჭოთ რუსეთოს წარმომადგენლები საქართველოში]]
+
[[კატეგორია:საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლები საქართველოში]]
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]
+

მიმდინარე ცვლილება 14:26, 6 აგვისტო 2019 მდგომარეობით

სერგეი კიროვი

კიროვი სერგეი მირონის ძე - (ნ.ს. კოსტრიკოვი სერგეი) (27.III.1886, ურზუმი, ვიატკის გუბერნია - 1.XII.1934, სანკტ-პეტერბურგი) - რუსი ბოლშევიკი. საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, კომუნისტური პარტიის ლენინგრადის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბ მრავალშვილიან ოჯახში. ადრეულ ასაკში დედით დაობლდა. დაამთავრა ყაზანის ინდუსტრიული სასწავლებელი. 1904 წელს გახდა მარქსისტი და შეურთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას. 1905 წელს რევოლუციის შემდეგ შეუერთდა ბოლშევიკებს. 1906 წელს საიმპერიო რეჟიმმა დააპატიმრა არალეგალური ლიტერატურის ბეჭდვისა და გავრცელების გამო, იმავე ბრალდებით რამდენიმეჯერ დააპატიმრეს. შემდგომში საცხოვრებლად გადავიდა კავკასიაში. 1912 წლიდან აქვეყნებდა სტატიებს „კიროვის“ ფსევდონიმით. მოგვიანებით გახდა ასტრახანის ბოლშევიკური შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელი. 1917 წლიდან მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში, იბრძოდა ასტრახანის მიმართულებით.

1920 წლიდან ს. ორჯონიკიძესა და ა. მიქოიანთან ერთად პარტიულ საქმიანობას ეწოდა კავკასიაში. 1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, საბჭოთა რუსეთმა სცნო საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. 29 მაისს კი თავის წარმომადგენლად საქართველოში დანიშნა ს. კიროვი. ივნისის ბოლოს კიროვი საქართველოში ჩამოვიდა, მისასალმებელ სიტყვაში საქართველოსა და რუსეთის დემოკრატიის სადღეგრძელო წარმოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ 7 მაისის ხელშეკრულების დამატებითი საიდუმლო მუხლების საფუძველზე საქართველოს ციხეებში მყოფი ბოლშევიკები გაათავისუფლეს, ბოლშევიკებმა მოქალაქეების მხარდაჭერის არქონის პირობებში ვერ შეძლეს ლეგალური ორგანიზაციების გამართვა და კვლავ არალეგალური საქმიანობა გააგრძელეს, რის გამოც ათეულობით ბოლშევიკი კვლავ დააპატიმრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. რუსეთის წარმომადგენელი კიროვი პროტესტს გამოთქვამდა ბოლშევიკთა დაპატიმრების გამო. 1920 წლის სექტემბერში მონაწილეობას იღებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებებში. 1920 წლის 12 ოქტომბერს საბჭოთა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში რუსეთის წარმომადგენლად ს. კიროვის ნაცვლად აარონ შეიმანი დაინიშნა

1920 წლის ბოლოდან აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას ბაქოში, შედიოდა კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს შემადგენლობაში. 1921 წლის იანვარში ს. ორჯონიკიძესთან ერთად აქტიურად მოითხოვდა საქართველოს გასაბჭოებას. 1921-1926 წლებში იყო აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი. 1927-1934 წლებში პარტიულ თანამდებობებს იკავებდა ლენინგრადში. ითვლებოდა ერთ-ერთ გავლენიან კომუნისტ ლიდერად. 1934 წელს ს. კიროვის გაურკვეველ სიტუაციაში მკვლელობა მიიჩნევა სტალინის მიერ „წითელი ტერორისა“ და „პარტიული წმენდის“ დაწყების ათვლის წერტილად.

ირაკლი ირემაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ა. მორგოშია, სერგეი მირონის ძე კიროვის მოღვაწეობა ამიერკავკასიაში: (1920-1925-წწ.) დისერტაცია, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 1957;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №117, №136, №198, №236.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები