ვაზის ჭრაქი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მილდიუმი“ გადაიტანა გვერდზე „ჭრაქი (ვაზის დაავადება)“ გადამის...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჭრაქი (ვაზის დაავადება)“ გადაიტანა გვერდზე „ვაზის ჭრაქი“ გადამ...) |
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) |
მიმდინარე ცვლილება 15:22, 23 აგვისტო 2019 მდგომარეობით
ჭრაქი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, მისგან გამოწვეული ზარალი ზოგჯერ ძალიან დიდია. ინფექცია აზიანებს ვაზის ყველა ორგანოს: ფოთლებს, ახალგაზრდა ნაზარდს, ყვავილებსა და მწვანე მარცვლებს.
ჭრაქით დაავადების განვითარება იწყება იმ შემთხვევაში, თუ:
- ვაზის ფოთლის სიგრძე შეადგენს 2-3 სმ-ს;
- ნიადაგის ზედაპირზე ტემპერატურაა 110C და მეტი;
- წვიმიანი ამინდის გამო ტენიანობის მაღალი მაჩვენებელი – 85% და მეტი.
ინფექციის გავრცელების ოპტიმალური ტემპერატურაა 18-240C.
ჭრაქის პირველი ნიშნები ფოთლის ზედაპირზე შეიმჩნევა მოყვითალო-მომწვანო სხვადასხვა ზომის ლაქებით, იმ შემთხვევაში, თუ ღამით ტენიანობა მომატებულია, ფოთლის მეორე მხარეს ზეთოვანი ლაქების ქვეშ წარმოიქმნება სოკოს თეთრი ფქვილისებური ფიფქი.
მარცვლის დაავადება ყუნწის მიმაგრების ადგილიდან იწყება, რომელზეც ვითარდება ჩაზნექილი მოლურჯო ფერის ლაქები, შემდეგ რბილდება, ყავისფრდება და ადვილად ცვივა მტევნიდან.
ჭრაქისთვის დამახასიათებელია ინფექციის სწრაფი გავრცელება. განსაკუთრებით ადვილად ავადდება ვაზი ყვავილობის წინ და მარცვლის ჩამოყალიბების პერიოდში.
[რედაქტირება] მკურნალობა
ჭრაქის წინააღმდეგ გამოიყენება კონტაქტური და სისტემური ფუნგიციდები. ვეგეტაციის დასაწყისში და ბოლოში კონტაქტური ფუნგიციდები: პოლირამ დფ, დელანი, კუპროქსატი, კოსაიდი და ა.შ., ხოლო შუალედურ წამლობებში 3-4-ჯერ სისტემური ფუნგიციდები: კაბრიო ტოპი, აკრობატ მც, აკრობატ ტოპი, რიდომილ გოლდი, პერგადო და ა.შ.
[რედაქტირება] წყარო
ჟურნალი "აგრო ბაზისი"; 2016, №5. სტატია: "ვაზის აგროტექნიკური ღონისძიებები და მისი ძირითადი დაავადება-მავნებლები"; ავტორი: ვერა შინჯიკაშვილი.