წიწმატურა
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | + | * [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
| + | * [[ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა]] | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ჯვაროსნები]] | [[კატეგორია:ჯვაროსნები]] | ||
[[კატეგორია:სარეველა მცენარეები]] | [[კატეგორია:სარეველა მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ხორბლის სარეველები]] | [[კატეგორია:ხორბლის სარეველები]] | ||
17:25, 30 აგვისტო 2019-ის ვერსია
წიწმატურა – (Capsella bursa-pastoris [L.] Medik.); ოჯახი: ჯვაროსნები (Brassicaceae). ერთწლიანი ბალახოვანი სარეველა მცენარეა, სიმაღლე – 8-60 სმ, ქვედა ნაწილში შებუსული. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები როზეტულია, ფრთისებურად დაყოფილი ან მთლიანი. ღეროსეული ფოთლები მცირერიცხოვანია, პატარა ზომის, ლანცეტა ფორმის, მთლიანი ან ამოკვეთილ-დაკბილული. ყვავილედი კენწრული მტევანია. გვირგვინი თეთრია, ჭოტაკი – სამკუთხა. ყვ. ნაყ. III-V. მცენარე გავრცელებულია ეზოებში, გზისპირება ადგილებში, ბოსტნებში, მინდვრებში, ნაგვიან და ქვიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან გავრცელებულია მთელ საქართველოში.
ახასიათებს მთავარღერძიანი ფესვთა სისტემა. თესლები ოვალურია. აღმოცენების მინიმალური ტემპერატურაა +1-20C. აღმონაცენი ჩნდება მარტ-მაისში, აგვისტო-სექტემბერში, ნაყოფიანობს ივნის-აგვისტოში, ხანდახან სექტემბერშიც. ერთი მცენარე 273000 თესლს ინვითარებს. ცხოველმყოფელობას ინარჩუნებს 35 წლამდე.