გალი ფრანც იოზეფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გალი ფრანც იოზეფი“ გადაიტანა გვერდზე „ფრანც იოზეფი გალი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფრანც იოზეფი გალი“ გადაიტანა გვერდზე „გალი ფრანც იოზეფი“ გადა...)

17:18, 18 სექტემბერი 2019-ის ვერსია

გალი ფრანც იოზეფი

გალი ფრანც იოზეფი - Gall Franc Jozeff,Галль Франц Йозеф, 1758-1828

ავსტრიელი ექიმი და ანატომი, ფრენოლოგიის შემქმნელი. ადრეული ლოკალიზაციონიზმის ერთერთი მთავარი წარმომადგენელი. გამოთქვა მოსაზრება, რომ თავის ტვინში შუბლისწილი პასუხისმგებელია ინტელექტზე და რომ ინტელექტის ოდენობა დამოკიდებულია ტვინის ნივთიერების საერთო რაოდენობაზე. თავის ფრენოლოგიაში გალი ამტკიცებდა, რომ ადამიანის ფსიქიკური თვისებები განლაგებულია თავის ტვინის გარკვეულ უბნებში, რომელთა რელიეფის თავისებურებანი აისახება თავის ქალის მოყვანილობაზე. აქედან გამომდინარე, თავის ქალის მოყვანილობის მიხედვით შესაძლებელია მსჯელობა ადამიანის ფსიქიკურ უნარ-თვისებათა განვითარების დონეზე.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები