ასერტიულობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ასერტიულობა''' - ინგლ.: [[Assertiveness]], რუს.: [[Ассертивность]]  
+
'''ასერტიულობა''' - ინგლ.: Assertiveness, რუს.: Ассертивность   
  
 
''ლათ''. assertion ''საჯარო, ფორმალური დეკლარირება'' → ''ინგ''. assert ''საჯაროდ განცხადება, დამტკიცება, საკუთარ უფლებათა დაცვა''
 
''ლათ''. assertion ''საჯარო, ფორმალური დეკლარირება'' → ''ინგ''. assert ''საჯაროდ განცხადება, დამტკიცება, საკუთარ უფლებათა დაცვა''

მიმდინარე ცვლილება 14:55, 20 სექტემბერი 2019 მდგომარეობით

ასერტიულობა - ინგლ.: Assertiveness, რუს.: Ассертивность

ლათ. assertion საჯარო, ფორმალური დეკლარირებაინგ. assert საჯაროდ განცხადება, დამტკიცება, საკუთარ უფლებათა დაცვა

ადამიანის უნარიანობა თავდაჯერებულად და ღირსეულად დაიცვას საკუთარი უფლებები, ამასათან ისე, რომ არ შელახოს სხვა ადამიანის უფლებები; შეუპოვრობა, თავდაჯერებულობა, თვითდამკვიდრება. ასერტიული ქცევა პირდაპირი და ღია, მაგრამ არააგრესიული ქცევაა. ბავშვისასერტიულობის ნაკლებობა ხშირად ამ ბავშვს დაჩმორების, ბულინგის მსხვერპლად აქცევს. მსგავსი რამ ზრდასრულთა შორისაც ხდება, ოღონდ. შესაძლოა, მეტ-ნაკლებად ფარულად. შემუშავებულია მრავალფეროვანი სპეციალური სოციალურ-ფსიქოლოგიური ტრენინგპროგრამები ასერტიულობის განსავითარებლად - რათა გაუბედავმა, თვითდაურწმუნებელმა, მერყევმა ადამიანმა დაისწავლოს საკუთარი აზრებისა და გრძნობების გამოხატვა, სიმტკიცე, მედგარი თავდაცვა, გაბედული მაგრამ არააგრესიული ურთიერთობა (არ უნდა შეილახოს პატიოსნება და მეგობრული გრძნობები).





[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები