ასისთავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ნაღველასებრნი]] | [[კატეგორია:ნაღველასებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ერთწლიანი მცენარეები]] | ||
12:40, 27 სექტემბერი 2019-ის ვერსია
ასისთავა - (Centaurium spicatum (L.) Fritsch.); ოჯახი: ნაღველასებრნი (Gentianaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ზედა ნაწილში დატოტვილია, ზევით მიმართული ტოტებით. სქლად არის შეფოთლილი. ფოთლები 5-ძარღვიანია, მოგრძო-ელიფსური ფორმის. ყვავილები თითქმის მჯდომარეა. ყვავილედი ფარჩხატი თავაკია, გვირგვინი ვარდისფერი ან თეთრია. გადანაღუნის ნაკვთები კვერცხისებური და მოგრძოა. ყვ. ნაყ. VI-IX. კახეთის რეგიონში ფართოდ არის გავრცელებული მდინარეთა გაყოლებებზე, ტენიან და ქვიან ადგილებში. მცენარის ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალში (ვარდისფერი გვირგვინით), აგრეთვე უჯარმის მიდამოებში (თეთრი გვირგვინით).