აბზინდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(აბზინდა - ბიბლიური მცენარე)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:ბიბლიური მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბიბლიური მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]]
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:რთულყვავილოვნები‏‎]]
 
[[კატეგორია:რთულყვავილოვნები‏‎]]

14:34, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია

აბზინდა

აბზინდა – (Artemisia absinthium); მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. სიმაღლით 60-100 სმ, ძალზე მწარე, სპეციფიკური არომატით. მისი ფესვები ფუნჯისებურია. ღერო სწორმდგომი, 0,8-1,2 მ.-მდე. ფოთლები განლაგებულია სპირალურად. მათი ზედა ნაწილი მომწვანო-მორუხოა, ხოლო ქვედა – თეთრი. ყვავილები წვრილია, ყვითელი ფერის, მილისებრი, შეკრებილი სფეროსებრ, თავდაქინდრულ კალათებად, 3 მმ-მდე დიამეტრის კალათაში.

ვერცხლისფერი აბზინდა

აბზინდა - ბიბლიური მცენარე

აბზინდა უდაბნოს ბინადარი მძაფრი სუნის, მწარე გემოს მქონე დაბალი ბუჩქოვანი მცენარეა მისი ეთერზეთები და უმწარესი ნაყენი უხსოვარი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. აბზინდას ფოთლებით და ღვინით დამზადებულ ნაყენს პალესტინის უდაბნოში არსებული მონასტრების ბერ-მონაზნობა იყენებდა უამრავ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

„ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებაზე: აჰა, შევაჭმევ მათ აბზინდას და შევასმევ მწარე წყალს, რადგან იერუსალიმის წინასწარმეტყველთაგან მოდის ცთუნება მთელს ქვეყანაში.“ (იერემია 23, 15)

წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები