თრიმლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:თუთუბოსებრნი]] | [[კატეგორია:თუთუბოსებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები | ||
16:07, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია
თრიმლი – (Cotinus coggygria Scop.); ოჯახი: თუთუბოსებრნი (Anacardiaceae). პატარა ზომის ხე ან ბუჩქია, უხვად დატოტვილი, მორიგეობით განლაგებული მარტივი ფოთლებით. ფოთლები მომრგვალოა ან კვერცხისებური, 5-10 სმ სიგრძისა და 3-5 სმ სიგანის, კიდემთლიანი. ზედა მხარე შიშველია, მუქი მწვანე ან მოლეგო-მოწითალო. ქვედა მხარე უფრო მკრთალია, მეტ-ნაკლებად შებუსული. ყვავილები პატარა ზომისაა, 3 მმ დიამეტრის, მწვანე ან სოსანი, კენწრულ ფარჩხატ საგველად შეკრებილი. ყვ. V-VI; ნაყ. VII-IX. კახეთში საკმაოდ მრავლად გვხვდება. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებსა და ტყის პირებზე. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კონდოლის მიდამოებში. საქართველოში, მით უმეტეს, აღმოსავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები[[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები