კვიდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:ზეთისხილისებრნი]] | [[კატეგორია:ზეთისხილისებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:41, 30 სექტემბერი 2019 მდგომარეობით
კვიდო – (Ligustrum vulgare.); ოჯახი: ზეთისხილისებრნი (Oleaceae). 1.5-3 მ სიმაღლის ბუჩქებია. ძირითადად – შიშველტოტებიანი. ფოთლები მოგრძო-ლანცეტა ან ელიფსურია, შიშველი, ტყავისებური, პრიალა, მოკლეყუნწიანი, კიდემთლიანი. ყვავილედი კენწრული საგველაა. გვირგვინი თეთრია. ყვავილის ყუნწები ბეწვიანია. ნაყოფი მუქი მურა ფერისაა. ყვ. V-VI; ნაყ. VII-IX. ძირითადად, ტყის ქვედა სარტყლის მცენარეა, იზრდება ტყეებში, ტყის პირასა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. ცნობილია მთელ საქართველოში.