Cephalanthera damasonium Druse
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | [[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | ||
12:42, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
Cephalanthera damasonium Druse - (Cephalanthera damasonium [Mill.] Druse); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მრავალწლიანი ფესურიანი მცენარეა. ფესურა მოკლეა. მცენარის სიმაღლე 20-60 სმ-ია, შიშველი. ფოთლები ფართო-ელიფსურია ან ელიფსურ-ოვალური, ოდნავ ბლაგვი. ყვავილედის ღერძი დაკლაკნილია, 3-10-ყვავილიანი. ყვავილები დიდია, შიშველი, სწორად მდგომი. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები მოგრძოა, შიგნითა – სამკუთხა-კვერცხისებური. ტუჩი თეთრია, შიგნიდან ყვითელი. მისი წინა ნაკვთი თირკმლისებური ფორმის ყვითელი ლაქითაა. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე, ტყეებსა და ბუჩქნარებში, მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე და ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში. საქართველოში სპორადულად არის გავრცელებული თითქმის ყველგან.