Cladochaeta candissima
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] |
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:რთულყვავილოვნები]] | [[კატეგორია:რთულყვავილოვნები]] | ||
14:44, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
Cladochaeta candissima - (Cladochaeta candissima [M. Bieb.] DC.); ოჯახი: რთულყვავილოვანნი (Asteraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, თეთრი, ფიფქისებური შებუსვით. ღერო სწორია ან წამოწეული, ქვედა ნაწილში – დატოტვილი, ხშირფოთლიანი. ფოთლები ოდნავ გასქელებულია, მჯდომარი ქვედა ფოთლები მოკლე-ნიჩბისებურია, ზედა ფოთლები ხაზურია. ცილინდრული კალთა შედგება 15-20 ყვავილისაგან. შეკრებილია ხშირ ნახევარქოლგებში ან ტოტების ბოლოებში. საბურველი და ყვავილებიც ყვითელია. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება რიყეებსა და ქვიშნარებზე. Cladochaeta კავკასიის ენდემური გვარია. კახეთში ის გვხვდება, უმთავრესად, მდინარე გომბორის კალაპოტის გასწვრივ, სოფელ გომბორის მიდამოებში. საქართველოში იზრდება სამეგრელოში, ქართლში, ფშავსა და ხევში. კავკასიის ენდემური მცენარეა.