მანდრაგორი
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ძაღლყურძენასებრნი]] | [[კატეგორია:ძაღლყურძენასებრნი]] | ||
+ | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] |
მიმდინარე ცვლილება 16:17, 1 ოქტომბერი 2019 მდგომარეობით
მანდრაგორი – (Mandragora autumnalis); მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი. მრავალწლოვანი უღერო ან მოკლეღეროიანი ბალახია. აქვს დიდი (80 სმ სიგრძის და 60 სმ სიგანის) ფოთლები, მომწვანო-თეთრი, ცისფერი ან იისფერი ყვავილები და დიდი ნარინჯისფერი ან ყვითელი კენკრა ნაყოფი.
[რედაქტირება] მანდრაგორი – ბიბლიური მცენარე
მანდრაგორი მრავალწლიანი მომწამლავი შხამების შემცველი მცენარეა. მისი ფესვები გარედან მუქი ყავისფერია, შიგნიდან – თეთრი, მოგვაგონებს ადამიანის ტანს. გონების დამთრგუნველი თვისებების გამო მას ოდითგან იყენებდნენ საძილე და ტკივილგამაყუჩვბელ საშუალებად, ადამიანში იწვევს ჰალუცინაციებს და კომატოზურ მდგომარეობას. ბოროტი ადამიანები მას ჯადოსნური ძალის მქონედ თვლიდნენ და ხშირად თავიანთი ბოროტი ზრახვების აღსასრულებლად იყენებდნენ.
„და წავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები; მოუტანა ლეას, თავის დედას უთხრა რახელმა ლეას: მიწილადე შენი შვილის მანდრაგორები. უთხრა ლეამ: არ გეყო, ქმარი რომ წამართვი? ახლა ჩემი შვილის მანდრაგორებსაც მართმევ?“ (დაბადება 30,14-15)