ჭინჭარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ჭინჭრისებრნი]]
 
[[კატეგორია:ჭინჭრისებრნი]]
[[კატეგორია:მრავალწლოვანი მცენარეები]]
+
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]

16:36, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

ჭინჭარი

ჭინჭარი – (Urtica pilulifera) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მრავალრიცხოვანი მსუსხავი ბუსუსებით, ღერო სწორმდგომია ან აღმავალი, ჩვეულებრივ სუსტად დატოტვილი. მიეკუთვნება ჭინჭრისებრთა – Urticaceae-ს ოჯახს. ჭინჭრის სიმაღლე 150 სმ-მდეა, ზოგჯერ კი 2 მ-საც კი აღწევს. ღერო ოთხკუთხაა, მარტივი, ზედა ნაწილში ზოგჯერ დატოტიანებულია. უხვადაა შემოსილი ხეშეში მარტივი, ჯირკვლოვანი ბეწვებით. ფოთლები მოპირდაპირეა, დიდი ზომის, ყუნწიანი, მუქი-მწვანე, ყვავილედი თავთავისებურია. ნაყოფი კვერცხისებრი კაკლუჭაა, რომლის სიგრძე 1-1,5 მმ-ია.

ტოტებსა და ფოთლებზე, მოთავსებულია მსუსხავი ბუსუსები. ბუსუსები წამახვილებულია - ფუძესთან განიერი, წვეროსკენ თანდათან წვრილდება. ბუსუსების წვეროს კედლები გაჟღენთილია კაჟმიწით. ისინი შეხებისას ადვილად იმსხვრევიან და ნემსა ბოლოთი კანს აზიანებენ. დაზიანებულ კანში ხვდება ბუსუსში მოთავსებული მჟავა, რასაც ,,დასუსხვას“ ეძახიან.

ჭინჭარი – ბიბლიური მცენარე

,,იმიტომაც, ვფიცავ, ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები — გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოს და უდაბნოს უკუნისამდე“. (სოფონია 2, 9)



წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები