ხახვთესლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] |
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ფურისულისებრნი]] | [[კატეგორია:ფურისულისებრნი]] | ||
16:41, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
ხახვთესლა - (Lysimachia verticilaris Spreng. = Lysimachia punctata L.); ოჯახი: ფურისულისებრნი (Primulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორად მდგომია და დატოტვილი, შებუსული. ფოთოლი 34-ია ჩხროდ განწყობილი, ფორმით ელიფსური ან კვერცხისებური. ყუნწები მკაფიოდ არის გამოხატული. ყვავილები იღლიურია, ყვავილედი მეჩხერი მტევანია. გვირგვინი ლიმონისფერ-ყვითელია. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე დამახასიათებელია ტენიანი ადგილებისათვის, ტყეებისა და მდელოებისათვის. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია შუამთისა და სოფელ შალაურის მიდამოებში. ცნობილია მთელ საქართველოში.