სატაცური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] |
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:სატაცურისებრნი]] | [[კატეგორია:სატაცურისებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:10, 3 ოქტომბერი 2019 მდგომარეობით
სატაცური – (Asparagus verticillatus L.); ოჯახი: სატაცურისებრნი (Asparagaceae). მცენარე სიმაღლით 2 მ-მდეა, სუსტი, მცოცავი ან მხოხავი ღეროთი. ძალიან დატოტვილი. კლადოდიუმები აშკარად სამწახნაგოვანია, სიგრძე – 5 სმ-მდე. მთავარ ღეროზე მრავალი კლადოდიუმია, 20 ცალი ერთად, ხოლო ტოტებზე – 3-6 ერთად. ფოთლები ქერცლოვანია. ყვავილები მოკლეყუნწიანია, გვერდითი ტოტების კენწეროებზე განლაგებული. ნაყოფი კენკრაა, წითელი. ყვ. ნაყ. V-VII. კახეთში ფართოდ გავრცელებული მცენარეა, გვხვდება ქვიან და მშრალ ადგილებში, ბუჩქნარებში – დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალში. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში.