ძირწითელა (Echium rubrum Forssk)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
| − | |||
| − | |||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | |
| + | |||
| + | |||
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ორწლიანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ლაშქარასებრნი]] | [[კატეგორია:ლაშქარასებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:51, 3 ოქტომბერი 2019 მდგომარეობით
ძირწითელა (Echium rubrum Forssk); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გაფარჩხული თეთრი, ჯაგრისებური ბეწვით შემოსილი. სიმაღლე – 30-100 სმ, მარტივი, სწორი ან მოგრეხილი. ფოთლები ვიწრო-ლანცეტა ფორმისაა, შებუსული. ყვავილედი, მრავალყვავილიანი თავაკია, ხვეული. გვირგვინი მეწამული ფერისაა. ყვ. V; ნაყ. VII. გავრცელებულია ბალახოვან ფერდობებზე, ველებზე, გზისპირა ადგილებში, ტყეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.