უზანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:ცხრატყავასებრნი]] | [[კატეგორია:ცხრატყავასებრნი]] | ||
17:28, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
უზანი – (Viburnum lantana L.); ოჯახი: ცხრატყავასებრნი (Caprifoliaceae). 1-3 მ სიმაღლის ბუჩქია, ნორჩი ტოტების ფოთლების ქვედა მხარე და ფოთლის ყუნწები სქლად არის შებუსული. ფოთლები მთლიანია, მოკლეყუნწიანი, კვერცხისებური ან ელიფსური ფორმის, კიდეებზე დაკბილული; ზედა მხარე მუქი მწვანეა. ყვავილედი კენწრულია, ფარისებური. გვირგვინი მოყვითალო თეთრი ფერისაა. ნაყოფი კვერცხისებურ-ელიფსურია. ჯერ მწვანეა, შემდეგ – წითელი და ბოლოს – შავი. ყვ. VI-VII; ნაყ. VIII-IX. მცენარე იზრდება ქვიან და კლდოვან ადგილებში, ზოგჯერ. როგორც ქვეტყე. მშრალ მუხნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ უჯარმის მიდამოებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.