კოფკა კურტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 19: ხაზი 19:
  
 
[[კატეგორია: გეშტალტფსიქოლოგია]]
 
[[კატეგორია: გეშტალტფსიქოლოგია]]
 +
[[კატეგორია:ფილოგენეზი]]
 +
[[კატეგორია:ონტოგენეზი]]
 
[[კატეგორია:გეშტალტიზაცია]]
 
[[კატეგორია:გეშტალტიზაცია]]
 
[[კატეგორია:სენსომოტორული სტრუქტურა]]
 
[[კატეგორია:სენსომოტორული სტრუქტურა]]

13:25, 29 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

კოფკა კურტი

კოფკა კურტი - Koffka Kurt, Кოффка Курт, 1886-1941

გერმანელი ფსიქოლოგი, გეშტალტფსიქოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი. დაიბადა ბერლინში. იქვე მიიღო უმაღლსი განათლება კ. შტუმფის ხელმძღვანელობით. მუშაობდა ჰესენის და შემდეგ ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც უშუალოდ თანამშრომლობდა გეშტალტფსიქოლოგიის სხვა დამფუძნებლებთან, მ. ვერთჰაიმერთან და ვ. კელერთან. 1921 წელს გამოაქვეყნა წიგნი „ფსიქიკური განვითარების საფუძვლები”, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროპასა და ამერიკაში. ამ წიგნში კოფკამ გეშტალტ-ფსიქოლოგიის, კერძოდ სტრუქტურის პრინციპებზე დაყრდნობით, განიხილა ფსიქიკური განვითარების ფაქტები ფილოგენეზსა და ონტოგენეზში. იგი ამტკიცებდა, რომ გეშტალტური სტრუქტურები მოიცავს არა მხოლოდ პერცეპციულ და კოგნიციურ, არამედ სენსომოტორულ მოდალობასაც. განვითარება გეშტალტების წარმოქმნაში, დიფერენცირებაში და ამ სტრუქტურებს შორის კავშირების დამყარებაში მდგომარეობს.

კოფკას იწვევდნენ ლექციების წასაკითხად ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. საბოლოოდ იგი ოჯახით გადასახლდა შეერთებულ შტატებში და სიცოცხლის ბოლომდე ეკავა პროფესორის თანამდებობა სმიტის კოლეჯში ნორჰემპტონში (მასაჩუსეტსი).

სულ პატარა ბავშვის სამყარო უკვე ერთგვრად გეშტალტიზებულია, მაგრამ მისი გეშტალტები ნაკლებად სტრუქტურირებულია და ისინი განმხოლოებულნი არიან. რაკი გეშტალტის ფორმირებისა და ტრანსფორმაციის პროცესს გარესამყაროს აღქმა განაპირობებს, სწორედ ისაა წამყვანი ფსიქიკური ფუნქცია ფსიქიკურ განვითარებაში. აღქმის ძირითადი ნიშნები (კონსტანტობა, საგნობრიობა, სიზუსტე) თანდათან ყალიბდება, გეშტალტიზაციის თვისების მომწიფებასთან ერთად (აღქმის განვითარება ონტოგენეზში). კოფკამ აჩვენა, რომ თავდაპირველად ბავშვს გარე სამყაროს ერთობ ბუნდოვანი და არცთუ ადეკვატური სურათი აქვს. ასეთია, მაგ., სხვა ადამიანის ხატი ახალშობილთან. ამ გეშტალტში შედის პირისახე, თმა, ხმა, სუნი, მოძრაობები და სხვა; ამიტომ ჩვილმა შეიძლება ვერც იცნოს ახლობელი ადამიანი, თუკი ის შეიცვლის ვარცხნილობას ან ჩვეულ ტანსაცმელს. რამდენიმე თვეში ვითარება იცვლება, ეს დიფუზური საერთო წარმოდგენა დიფერენცირდება; ადამიანის პირისახე ცალკე გეშტალტად გამოიყოფა და მისი ნაკვთები ამ საერთო სტრუქტურაში ერთიანდება; ჩნდება ხმასთან, მიმიკა-პანტომიმიკასთან დაკავშირებული სტრუქტურები. იგივე ითქმის ფერების აღქმის შესახებ. თავდაპირველად ბავშვები აღიქვამენ გარემოს მხოლოდ როგორც შეფერილს და უფეროს; უფერო განიცდება ფონად, შეფერილი - ფიგურად (ფიგურაცია). თანდათან შეფერილობის გეშტალტი დიფერენცირდება თბილ და ცივ ფერებად; უფრო მოგვიანებით კი თბილი ფერის მთლიან სტრუქტურაში გამოიყოფა ყვითელი და წითელი, ხოლო ცივისაში - მწვანე და ლურჯი. საწყისი დიფუზური გეშტალტის დიფერენცირება გრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ფერის სწორი აღქმა არ ჩამოყალიბდება.

ონტოგენეზისური განვითარების კიდევ ერთი ხაზი აღქმითი და ქცევითი ანუ სენსომოტორული სტრუქტურების განმტკიცებასა და გართულებაში მდგომარეობს. სენსომოტორული სტრუქტურები ნამდვილად ერთიანი და მთლიანი წარმონაქმნებია და გეშტალტი ამ შემთხვევაშიც პირველადია. ოღონდ აქ უკვე მთლიანობა მოიცავს არამარტო ერთ მოდალობას (მაგ., აღქმას), არამედ ორ მოდალობას. კოფკა იხილავს ასეთი, ინტერმოდალური კავშირების შემთხვევებს, ვთქვათ ბგერაზე თავის მიბრუნების ან ტაცების პროცესს და ასაბუთებს სენსომოტორული მთლიანობის არსებობას.

1935 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „გეშტალტფსიქოლოგიის პრინციპები” კოფკამ ჩამოაყალიბა ამ თეორიის, როგორც ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის ძირითადი შინაარსი, დაახასიათა გეშტალტის კანონების სისტემა, რომლებიც, აღქმის გარდა, მთელს ფსიქიკურ აქტიურობას უზრუნველყოფს. კოფკას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გეშტალტფსიქოლოგიის ერთერთი უმთავრესი კანონის, ფიგურა-ფონის (ფიგურაციის) კანონის ჩამოყალიბებაში.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები