საეკლესიო კანონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საეკლესიო კანონი''' - სიტყვა კანონი ნიშნავს „წესს“ ან „ნორმა...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''საეკლესიო კანონი''' - სიტყვა კანონი ნიშნავს „წესს“ ან „ნორმას”. საეკლესიო კანონიკური სამართალი არ არის კანონმდებლობა იურიდიული გაგებით და იგი არ უნ და გაიგივდეს [[სახელმწიფო]] კანონებთან. არსებობს მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონიკური ნორმები და ეკლესიის ცალკეული მამების კანონები, რომლებიც აღიარებულია მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, როგორც ქრისტიანული სწავლებისა და პრაქტიკის ნორმები.
+
'''საეკლესიო კანონი''' - სიტყვა კანონი ნიშნავს „წესს“ ან „ნორმას”. საეკლესიო კანონიკური სამართალი არ არის კანონმდებლობა იურიდიული გაგებით და იგი არ უნდა გაიგივდეს [[სახელმწიფო]] კანონებთან. არსებობს მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონიკური ნორმები და [[ეკლესია|ეკლესიის]] ცალკეული მამების კანონები, რომლებიც აღიარებულია მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, როგორც ქრისტიანული სწავლებისა და პრაქტიკის ნორმები.
  
 
საეკლესიო კანონები იყოფა დოგმატურ (სწავლამოძღვრებით) და პრაქტიკულ (საეკლესიო ორგანიზაციისა და დისციპლინის სფეროს) კანონებად. მათი ერთი ნაწილი შეიძლება შეიცვალოს საჭიროებისამებრ, მეორე ნაწილი კი უცვალებელია ყოველგვარ ვითარებაში. ქრისტიანული რწმენის შესახებ [[მსოფლიო საეკლესიო კრებები|საეკლესიო კრებების]] დადგენილებებმა (მაგალითად, [[იესო ქრისტე]]ს ბუნებისა და პიროვნების შესახებ) შეიძლება მიიღოს ახალი ფორმები
 
საეკლესიო კანონები იყოფა დოგმატურ (სწავლამოძღვრებით) და პრაქტიკულ (საეკლესიო ორგანიზაციისა და დისციპლინის სფეროს) კანონებად. მათი ერთი ნაწილი შეიძლება შეიცვალოს საჭიროებისამებრ, მეორე ნაწილი კი უცვალებელია ყოველგვარ ვითარებაში. ქრისტიანული რწმენის შესახებ [[მსოფლიო საეკლესიო კრებები|საეკლესიო კრებების]] დადგენილებებმა (მაგალითად, [[იესო ქრისტე]]ს ბუნებისა და პიროვნების შესახებ) შეიძლება მიიღოს ახალი ფორმები
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
 
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
  
[[კატეგორია:საეკლწსიო სამართალი]]
+
[[კატეგორია:საეკლესიო სამართალი]]

მიმდინარე ცვლილება 16:30, 15 ნოემბერი 2019 მდგომარეობით

საეკლესიო კანონი - სიტყვა კანონი ნიშნავს „წესს“ ან „ნორმას”. საეკლესიო კანონიკური სამართალი არ არის კანონმდებლობა იურიდიული გაგებით და იგი არ უნდა გაიგივდეს სახელმწიფო კანონებთან. არსებობს მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონიკური ნორმები და ეკლესიის ცალკეული მამების კანონები, რომლებიც აღიარებულია მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, როგორც ქრისტიანული სწავლებისა და პრაქტიკის ნორმები.

საეკლესიო კანონები იყოფა დოგმატურ (სწავლამოძღვრებით) და პრაქტიკულ (საეკლესიო ორგანიზაციისა და დისციპლინის სფეროს) კანონებად. მათი ერთი ნაწილი შეიძლება შეიცვალოს საჭიროებისამებრ, მეორე ნაწილი კი უცვალებელია ყოველგვარ ვითარებაში. ქრისტიანული რწმენის შესახებ საეკლესიო კრებების დადგენილებებმა (მაგალითად, იესო ქრისტეს ბუნებისა და პიროვნების შესახებ) შეიძლება მიიღოს ახალი ფორმები საეკლესიო ტრადიციის განვითარებასთან ერთად, მაგრამ მათი არსი მარადიული და უცვლელი რჩება. ასევე, უცვლელია ზოგიერთი ის კანონი, რომლებიც ეხება ქრისტიანთა ცხოვრების მორალურ მხარეს, მაგალითად, წესი, რომელიც კრძალავს საეკლესიო საიდუმლოებებით ვაჭრობას.

ცალკეული კანონები, რომლებსაც პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, დროთა განმავლობაში უკვე შეიცვალა, მაგრამ ზოგიერთი, რომელიც თეორიულად შესაძლებელია შეცვლილიყო, ჯერაც ძალმოსილი რჩება, რადგან ეკლესია საჭიროდ თვლის მათ შენარჩუნებას. მაგალითად, ასეთ კანონს მიეკუთვნება წესი, რომლის შესაბამისად მღვდლად შეიძლება ეკურთხოს პირი ოცდაათი წლის მიღწევის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი ჯერ კიდევ ძალაშია და შეგვახსენებს ერთგვარ იდეალს, სინამდვილეში ეკლესია ამ წესს მკაცრად არ იცავს.

ყოველთვის არაა ადვილი იმის დადგენა, რომელი კანონი გამოხატავს ქრისტიანული ცხოვრების მნიშვნელოვან მხარეს და რომელი – არა, ამიტომ ხანდახან ვლინდება აზრთა სხვადასხვაობა ამ კანონების გამოყენებისას. ეკლესიის წევრები არ უნდა ცდუნდებოდნენ და ბრმად არ უნდა ითხოვდნენ ყველა კანონის, როგორც თანაბრად მნიშვნელოვანის, შესრულებას და, პირიქით, არ უნდა უარყოფდნენ მათ, როგორც უმნიშნელო კანონებს. უწინარესად, კანონები ეკუთვნის ეკლესიას და ამიტომ არ შეიძლება მათი გაიგივება იურიდიულ კანონებთან; მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ისინი არ მოიცავენ ცხოვრებისა და რწმენის აბსოლუტურად ყველა მხარეს; და მესამე, ჩვეულებისამებრ, ისინი გაჩნდა საეკლესიო ცხოვრების კონკრეტული დოგმატური თუ ზნეობრივი საკითხების პასუხად და მათზე ასახულია კონკრეტული ისტორიული პერიოდის ანაბეჭდი. ცალკე აღებული, საეკლესიო ცხოვრებისაგან მოწყვეტილად, ეს კანონები თავიანთ აზრს კარგავს და, შესაძლოა, ისინი განხეთქილების წყაროდ იქცეს, მაგრამ საეკლესიო ცხოვრებასთან, მის ღვთისმეტყველებასთან, სულიერებასა და ისტორიასთან ერთიანობაში ეს კანონები ხდება შესატყვისი, სასარგებლო და ჭეშმარიტების შეცნობის ღრმა წყარო. სწორედ ეს წარმოადგენს მათი გამოყენების ერთადერთ გასაღებს.

[რედაქტირება] წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები