ღომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Romi.jpg|thumb|500პქ|ღომი]]
 
[[ფაილი:Romi.jpg|thumb|500პქ|ღომი]]
  
'''ღომი''' - დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამეურნეო კულტურის სახეობა. სიმინდის შემოსვლამდე და შემდეგაც, მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საკვები მარცვლეული. ღომს თესავდნენ გვიან გაზაფხულზე. ოგაფათი მოხნულ მიწაში და [[თოხი ბოსტნის|თოხით]] სამ-ოთხჯერ მარგლავდნენ. ღომი სამეგრელოში იზრდება მაღალი და ოქტომბერში ნამგლით მომკიდნენ. მომკილი ღომის თავთავებს გამოსაშრობად ჩაყრიდნენ მოწნულ ძარში, რომელიც მაღალ ბოძებზე იყო შემდგარი და ქვეშ შეუნთებდნენ ნელ ცეცხლს, ნებისად რომ გამომშრალიყო, ამის შემდეგ ღომის თავთავებს ფეხით სრესდნენ („ჩაჩუა“) და აცილებდნენ ბზესა და ღეროებს („გვადუა“) გარჩეული ღომის თავთავებს [[საცეხველი|საცეხველში]] („ჩამური“) ჩაყრიდნენ, რომელიც მთლიანი ხისაგან იყო გამოთლილი და მოკაუჭებული ხის საცეხველით („კაკუტი“) ცეხვავდნენ. ღომის ცეხვას („ჩხვარუა“) ძირითადად აწარმოებდა სამი ადამიანი, რომლებიც მორიგეობით ურტყამდნენ კაკუტებს ჩამურში ჩაყრილ ღომს. დაცეხვილ ღომს ჩამურიდან ამოიღებდნენ და გაანიავებდნენ („მოხინწუა“ ან „ხიორუა“) ხოლო ბრელოიან ნარჩენს („ნოყური“) ქათმებს გადაუყრიდნენ. ღომის გამცეხვავნი ძირითადად ქალები იყვნენ. ღომისაგან შემდეგ იხარშებოდა ერთგვარი ფაფა. ღომის ნამგლით მომკას „გიმუა“ ეწოდებოდა და რადგანაც ეს პროცესი ოქტომბერში სრულდებოდა ამ თვეს მეგრულად „გიმათუთა“ დაერქვა.
+
'''ღომი''' - '''(''Setaria italica (L.) P. Beauv'')'''. ლაზურად - „ნჩხვა’რ’ი”, ჭანურად - „ღომ-უ’“// „ღომი“, მეგრულად - „ღუმუ’“ // „ჩხვერი“, „ღუმუშ(ი)“ // „ღუმუ“, აფხაზურად - „ახ...ძ“ ''(მაისაია, 2005, 2009).'' დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამეურნეო კულტურის სახეობა.სიმინდის შემოსვლამდე და შემდეგაც, მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საკვები მარცვლეული.  
 +
 
 +
ღომის კულტურას ქართველების განსახლების ტერიტორიაზე წარსულში ფართო არეალი ეკავა. მისი გავრცელების შესახებ საგულისხმო ცნობებია მოცემული ძველ ქართულ წყაროებში, საქართველოში მყოფი უცხოელი მოგზაურებისა და მეცნიერების ჩანაწერებში.
 +
 
 +
XV ს.-ის იტალიელი მოგზაურების იოსაფატ ბარბაროს და ამბროჯიო კონტარინის აღწერილობიდან ჩანს, რომ ღომი სამეგრელოში მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი საკვები იყო. საყურადღებო ცნობებია მოცემული XVII ს.-ის იტალიელ მისიონერთა რელაციებში, მაგალითად: პიეტრო ავიტაბილე (1623-1634 წწ.), ჯუზეპე ჯუდიჩე (1632-1640 წწ.) და დონ კრისტოფორო დე კასტელი (1632-1645 წწ.) აღნიშნავენ, რომ ღომი მთავარი იყო დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მარცვლეულ კულტურებს შორის (რუხაძე, 1976).
 +
 
 +
XVII ს.-ის იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის განმარტებით, „... მეგრელები, ჩვეულებრივ, პურით კი არა, ღომით იკვებებიან და უცხოელები დარწმუნებულნი არიან, რომ პური კიდეც რომ მოიტანონ, აქ ვერ გაყიდიან“ (ლამბერტი, 1938).
 +
 
 +
ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი (XVII ს.), რომელიც 1672- 1673 წწ. იმყოფებოდა საქართველოში, აღნიშნავს, რომ „... ჩერქეზები, მეგრელები, თურქეთის მოხარკე ქართველები, აფხაზები, კავკასიის მცხოვრებლები, ყველა ისინი, ვინც შავი ზღვის სანაპიროზე მეოტიდის ჭაობის სრუტიდან ტრაპიზონამდე ცხოვრობენ, მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაფით (ღომით) იკვებებიან, ეს არის მათი პური, სხვა მათ არა გააჩნიათ რა. ისე არიან შეჩვეულნი ღომს, რომ ხორბლის პურსაც კი ამჯობინებენ“ (შარდენი, 1975).
 +
 
 +
XVI ს.-ის დამლევსა და XVII-XVIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს საეკლესიო და სამონასტრო ბეგარის ნუსხებში მარცვლეულთაგან მხოლოდ ღომია მოხსენიებული (რუხაძე, 1976).
 +
 
 +
სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის (1846-1853 წწ.) დროს შედგენილ საბუთში (1852 წ.) სამეგრელოში ამ დროს გავრცელებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჩამოთვლა ღომით იწყება (მეუნარგია, 1939).
 +
 
 +
ღომის კარბონიზირებული ნაშთები აღმოჩენილია ნოქალაქევისა (IV-III სს.) და ვანის (V ს.) ნაქალაქარის ტერიტორიაზე (სურ. 58). როგორც ირკვევა, ღომი და ფეტვი ამ პერიოდისათვის ფართოდ გამოყენებული კულტურები იყო (ლომიტაშვილი და სხვ. 2010; Bოკერია, 2013, 2014).
 +
 
 +
მეტად საინტერესოა ვანში (ძვ.წ. II-I სს. ფენებში) აღმოჩენილი ღომის მარცვლები. უნდა ვიფიქროთ, რომ ტაძარში დამოწმებული მარცვლეული კულტურები სარიტუალო დანიშნულებით იყო შემოწირული; როგორც ჩანს, ვანის მოსახლეობა თაყვანს სცემდა ფეტვნაირ კულტურებს (ძიძიგური, 2002).
 +
 
 +
დასავლეთი საქართველო გამოირჩეოდა ღომის ჯიშობრივი მრავალფეროვნებით. არსებობდა ღომის საადრეო ჯიშები: „შვიდკვირია“ და „მოცოროზი“, რომელთა მომწიფებას თითქმის ორი თვე სჭირდებოდა. ეს მეურნეს საშუალებას აძლევდა, ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე, ზაფხულში პურის მომკის შემდეგ, ღომი მოეყვანა და ამგვარად, მამულიდან ორი მოსავალი მიეღო; ყველაზე მოკლე სავეგეტაციო პერიოდით გამოირჩეოდა ლეჩხუმში გავრცელებული ღომის ჯიშები (მუშკუდიანი, 2001).
 +
 
 +
საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ღომის ჯიშებია:
 +
* „ჩქინებურა“,
 +
* „ჭითა ღუმუ“,
 +
* „ცეც (ციც) ღუმუ“,
 +
* „ჩე ღუმუ“,
 +
* „კუხურუ ღუმუ“,
 +
* „ბარამულა“,
 +
* „ძირდაბალა“,
 +
* „ხუჭილა“,
 +
* „ჯორიელა“;
 +
* „ბოჯგა“, ანუ „ბეღელა ღომი“,
 +
* „კუ და ღომი“,
 +
* „კოძუა“,
 +
* „ჩაქურა“,
 +
* „ნაჟღვლი თეთრი“,
 +
* „მათრახა“,
 +
* „ყვითელი უსახელო“,
 +
* „ხითირა თეთრი“,
 +
* „ორთითა“,
 +
* „გველიკუდა“,
 +
* „კვირიხინა“,
 +
* „კუნწურაულა“,
 +
* „მგლის კუდა“,
 +
* „ბობოყვაური“,
 +
* „ხოტორა“,
 +
* „კირჩხეულა“,
 +
* „აჭარულა“,
 +
* „გუდურე“,
 +
* „ხაზარალა“,
 +
* „ბურჩხა ღომი“,
 +
* „ბაწარაი“ და სხვ.
 +
 
 +
ღომი ითესებოდა აპრილის ბოლოს. მოსავალს იღებდნენ აგვისტოს ბოლოდან, მთელი სექტემბრის განმავლობაში, ხოლო ზოგჯერ ოქტომბრის პირველ ნახევარშიც.
 +
 
 +
ღომს ხშირად ნაპურალზე თესავდნენ. “...ხშირად იმავე ნიადაგზე თესავენ, სადაც იმის წინ პური მოიყვანეს” (ბოროზდინი და სხვ., 1927).
 +
 
 +
არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, „...ჩვეულებრივ, კარგი მიწა სადაც არის, ასეთ წესს ადგანან: პირველ წელიწადს თესენ ღომს, მეორეს - ფეტვს (Miglio-ს) და მესამეს - პურსა, შემდეგ ამისა, მიწას სამის თუ ოთხის წლით ასვენებენ“ (ლამბერტი, 1938). პრაქტიკაში ცნობილი იყო სახნავი მიწის მოწვის სისტემა, ამ გზით მიწა სუფთავდებოდა სარეველებისაგან. ღომი განსაკუთრებით კარგ მოსავალს იძლეოდა ახოსა და საერთოდ ახალპირ მიწებში, რომელთაც 2-3 წელს მხოლოდ თოხით, ისიც ზედაპირულად ამუშავებდნენ.
 +
 
 +
სამეგრელოში არსებობდა ნიადაგის მომზადების „შედარებით მარტივი“ წესი - „ხონუა“ (ხვნა), ხის კავით, მეგრულად - „ოგაფა“. ხვნის შემდეგ დარჩენილი “ხულა” (პატარა ბელტი) „იბარგებოდა“ (ფხვიერდებოდა) ღომის თოხით, რომელსაც სამეგრელოში „ჩენგი“ ეწოდებოდა; მერე - „მერულით“ (ხის სამკაპიანი სამუშაო იარაღით) უნდა „გაემერულებინათ“ - გაეფხვიერებინათ, ან ფარცხით გაეფარცხათ. ასეთი „ცარცილი დიხა“ (გაფხვიერებული მიწა) გამზადებული იყო ღომის დასათესად.
 +
 
 +
გურიაში ღომისათვის გამოყოფილი ნაკვეთი უეჭველად მშრალი უნდა ყოფილიყო. თუ ნიადაგი ქვიანი არ იყო, ჯერ თოხით უნდა მოეჩიჩქნათ მიწა, მერე მერულით უნდა გაეფხვიერებინათ, გაეფოცხათ და ამის შემდეგ ჩაეყარათ თესლი მიწაში (სახოკია, 1950).
 +
სამეგრელოში მცხოვრებ უხუცესთა გადმოცემით, საღომედ არჩევდნენ სარეველა ბალახებისაგან გასუფთავებულ ადგილებს, შედარებით „მჩლატე“ მიწას, ვინაიდან ღომს მძიმე მიწა არ უყვარს. უფრო ხელსაყრელი იყო ნასიმინდარი ნაკვეთის გამოყენება, რადგან ის მიწა, სადაც ადრე სიმინდი იყო, სამჯერ ითოხნებოდა. მას შორდებოდა სარეველები და მზადდებოდა ღომის თესლის მისაღებად. ამასთანავე, არჩევდნენ ისეთ ადგილებს, სადაც მუხა, რცხილა ან სხვა დიდფესვიანი ხეები იდგა, რომლებიც ნიადაგსაც ამაგრებდნენ და წყალსაც იკრებდნენ. ღომს თესავდნენ ორშაბათს - „თუთაშხა“ (ბედნიერ) დღეს ან ხუთშაბათს, რომელიც „კვათიერ“ („გამჭრიახ“) დღედ იყო მიჩნეული. ყურადღებას აქცევდნენ მთვარის ფაზებსაც. თესვა სავსე მთვარეზე უნდა დაწყებულიყო, რადგან ახალ მთვარეზე დათესილს შეიძლება ჭია გასჩენოდა. სათესლე მარცვალი მთესველს ეყარა სქელკანიან გოგრაში (გურულად და აჭარულად - „ხაპი“, მეგრულად - „ჭურა“) ან თხის გუდაში (მეგრულად - „ლაგუჯი“ // „ხართა“; გურულად - „ქეჩხო“; ზოგჯერ „ბუყუნში“ ან ხის (მეგრულად - „კოთხო“), თიხის (მეგრულად - „დერგი“) ჭურჭელში ყრიდნენ.  თესლი გარიგებულად - თხლად ან როგორც მეგრელი მეურნე ამბობს, „წყორილით“ ითესებოდა. არათანაბრად დათესილი ღომი მჭიდროდ ამოდიოდა, ძნელი გასამარგლი იყო და ბევრ უნაყოფო თაველს იკეთებდა. მთესველი თითო ჯერზე იმდენს თესავდა, რამდენიც მუჭაში დაეტეოდა (მაისაია, 1987; მაისაია და სხვ., 2005).
 +
 
 +
მთხრობელის გადმოცემით, „...გურიაში ღომი მთის ფერდობზე მეჩხერად (მობნევით) ითესებოდა. თანაბრად რომ ამოსულიყო, თესლში სილას ურევდნენ; ზოგ შემთხვევაში მთესავი აჩქარებულად „გარბენით“ თესავდა. ღომის თესვას ხელის გავარჯიშება სჭირდებოდა“ (ჩოხატაურის რ-ნი, სოფ. ფარცხმა, მთხრ. ვ. კიკვაძე, 2014)
 +
 
 +
აჭარაში, „მაჭახელას ხეობაში  ღომი მე-20 ს.-ის 30-იან წლებამდე, კოლექტივიზაციამდე ითესებოდა; კალოობა იწყებოდა აგვისტო-სექტემბერში, იჭრებოდა თავთავები კონებად და იცეხვებოდა საცეხველში, მზადდებოდა ღომის-ღომი. მიირთმევდნენ ყველთან ერთად ან მოხარშულ ღომის-ღომის ფაფას, დაესხმებოდა კარაქი“ (მაჭახელას ხეობა, სოფ. ქოქოლეთი, მთხრ. ხ. ქოქოლაძე, 2014 წ).
 +
 
 +
გამარგვლა მეტად შრომატევად სამუშაოდ ითვლებოდა. არქანჯელო ლამბერტი მოგვითხრობს, რომ „სინოტივის გამო აქ სარეველა ბალახი სწრაფად იზრდება და დიდი შრომაა საჭირო მის მოსასპობად, თუ რამდენიმე დღე დასცალდა ბალახს ზრდა, ისე იმატებს, რომ სულ გააქრობს ნათესს. ამიტომ მიწიდან თავს იჩენს თუ არა ღომი, მაშინათვე გამოთოხნა სჭირდება; რადგან საქმე საჩქაროა და პატრონი თავისი კაცებით ვეღარ ერევა, მეზობლები უნდა მოიხმაროს. ეს დიდი შრომა კაცმა საშინელ სიცხეში უნდა აიტანოს, ამიტომ მის გასაადვილებლად ისეთი ხერხი მოუგონებიათ, რომ გეგონებათ, მთელი სოფელი ქეიფობსო. ამ ხერხს შეადგენს სამი რამე: ნადი, სიმღერა და უხვი საჭმელი, რომელსაც მამულის პატრონი იძლევა. ამასთანავე, საგანგებო სიმღერა აქვთ, რომლის ხმაზე თოხნასაც ისე აწყობენ, როგორც საკრავზე ცეკვას. სიმღერის აჩქარებასთან ერთად ჩქარდებოდა თოხნის პროცესიც“ (ლამბერტი, 1938).
 +
 
 +
ღომი დათესვიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ამოდიოდა. ეს ძირითადად დამოკიდებული იყო ამინდზე. თუ ნათესი შემეჩხერდებოდა, ე.ი. „გაწბილდებოდა“, ანუ როგორც სამეგრელოში იტყვიან „დორგუაფას“ საჭიროება შეიქმნებოდა, მიმართავდნენ ღომის გადარგვას. ამისათვის არჩევდნენ წვიმიან დღეს და დასაჩქარებლად ამ რთულ საქმეში ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობდა; ხოლო ხშირი ნათესის გამარგვლა, გამოხშირვა - „გახილვა“, ე.ი. ზედმეტი აღმონაცენის მოშორება იწყებოდა მაშინ, როდესაც აღმოცენებული ღომი გამოიტანდა პირველ 2-3 ფოთოლს. ამ დროს ატარებდნენ პირველ თოხნას პატარა თოხით - „ბერგით“, რომელსაც სამეგრელოში „ჩენგი“, „ბეკაკუტი“; იმერეთში „კეკო“; გურიაში „პანუანი თოხი“, „წკეპარი“ // „წკებარი“, „ღომის თოხი“ ეწოდებოდა; პირველი გათოხნა მეტად პასუხსაგები და ძნელი ჩასატარებელი იყო, დახელოვნებას მოითხოვდა, რადგან ღომის ნორჩი აღმონაცენი ძნელი გასარჩევი იყო სარეველებისაგან (ძურწა, შალაფა და სხვ.). თვითონ პროცესი იწოდებოდა “მარგვლად”, “პირველ ბარგვად” ან “დოკერშვად” (მეგრულად). მეორე თოხნა ტარდებოდა პირველიდან 10-15, ზოგან 15-20 დღის შემდეგ. ეს სამუშაო სამეგრელოში ცნობილი იყო “მაჟირუას” ან “დოცქვარის”, იმერეთში კი “გამორიდების”, “მოროდვის” სახელწოდებით. “გამორიდება” აუცილებლად მზიან ამინდში უნდა ჩატარებულიყო (მაისაია, 1987).
 +
 
 +
მეორე თოხნა, პირველისაგან განსხვავებით, იოლი შესასრულებელი იყო. უკვე შემეჩხერებულ ნათესში, საკმაოდ წამოზრდილი ღომი ადვილი გამოსარჩევი იყო სარეველებისაგან. იშვიათად, საჭიროების შემთხვევაში, ატარებდნენ მესამე თოხნასაც; ეს იმ შემთხვევაში, თუ ყანას სარეველები ძლიერ მოედებოდა. მესამე თოხნაზე მცენარეს მიწას ბლომად შემოაყრიდნენ და ნიადაგს შლამით ანოყიერებდნენ. ზრდის დამთავრების შემდეგ ღომი თაველს გამოიტანდა. თაველის დამწიფების შემდეგ მას ნამგლით მომკიდნენ. მკა, მეგრულად - „გიმუა“, ძირითადად ოქტომბერში ხდებოდა. სწორედ ამიტომ დაერქვა ოქტომბერს მეგრულად - „გიმათუთა“, ჭანურად - „გუმათუთა“.
 +
 
 +
დასავლეთ საქართველოში ღომის მოსავალს ხელით იღებდნენ - თაველებს გლეჯდნენ ხის დანით (მეგრულად - „ჯაში ხამუთი”) ან რკინის დანით. შემოსული ღომის ყანა სხვადასხვა ფერის - ოქროსფერი, ყვითელი ან მიხაკისფერი - იყო. შეფერვა ძირითადად ღომის ჯიშზეა დამოკიდებული. ღომის მოსავალს იღებდნენ კარგ ამინდში; დასველებული თაველების აღება არ შეიძლებოდა, რადგან მისი გაშრობა სპეციალურ საშრობებში მეტად ძნელი იყო. მეურნე მოსავლის აღების დაწყებამდე დიდი დაკვირვებით შეარჩევდა საღ თაველებს სათესლედ. სათესლე თაველი ღეროიანად იჭრებოდა და კონებად იკვრებოდა. კონები ბეღელში - ხულაში ღომის თავზე ლაგდებოდა ან ცალკე ინახებოდა. ზოგ შემთხვევაში სათესლე თაველს წნავდნენ და შეკრულს ჯარგვალში ისეთ ადგილზე კიდებდნენ, რომ ცეცხლის კვამლი მოხვედროდა. თესვის დროს თაველებს ხელით ფშვნიდნენ.
 +
 
 +
უხუცესთა გადმოცემით, ღომის მოსავალს ორჯერ იღებდნენ. პირველად ჭრიდნენ მხოლოდ თაველებს, რადგან ჩალა ჯერ კიდევ ნედლი იყო. ზედმეტად გამხმარი თაველებიდან მარცვალი ადვილად იბნეოდა, ამიტომ ჩალის გახმობამდე მოცდა არ შეიძლებოდა (მაისაია, 1987).
 +
 
 +
ღომის მოსავლის აღების შემდეგ, ვახშმობისას, იმართებოდა დასალოცავი პურობა (მეგრულად - „ოწესური“). ლოცვას, ჩვეულებრივ, უფროსი კაცი ან ქალი ასრულებდა. სალოცავად განკუთვნილი გოჭის ან ქათმის გულ-ღვიძლს, სანთელ-საკმეველს და, რაც მთავარია, ღომის „მუნჭას“ (პირველ კონას) სალოცავ ჭურთან მიიტანდნენ და მოწიწებით ევედრებოდნენ ღმერთს, ღომის გამჩენსა და მაცოცხლებელ ანგელოზს. ახალი მოსავლის გამოყენება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა (ჭანტურიშვილი, 1973).
 +
 
 +
მოჭრილ თაველებს კალათაში (მეგრულად - „ცეკა“) ან გოდორში აწყობდნენ; მერე ზურგით ან ღომის სპეციალური ურმით ეზიდებოდნენ სახლში. ჯერ მზეზე აშრობდნენ, ამის შემდეგ შეჰქონდათ „ნალიაში“ ანუ „ნანიაში“. „ნანიას“ სამეგრელოში ზოგან „ოკვალე“ ეწოდებოდა. ნალიას ქვეშიდან შეუნთებდნენ ცეცხლს, რომ ზევით ასულ ალს ღომი გაეშრო. ზევიდან კი მურყნის (თხმელის) ნედლ ფოთლებს მიაყრიდნენ. ცეცხლი ქვევიდან მანამდე ენთო, სანამ მურყნის ფოთლები არ დაჭკნებოდა. ღომის თაველების გადასაბრუნებლად და ცეცხლის სამეთვალყუროდ გამოყოფილი იყო ერთი კაცი, რომელსაც ნალიაში წყლით სავსე დოქი ედგა, ძლიერი ცეცხლის დროს წყლის მოსასხურებლად და ცეცხლის გასანელებლად; ამის შემდეგ ღომი კალათებით ხულაში (მეგრულად - „ბაღუ“, გურულად - „ბეღელი“) შეიტანდნენ. ამ ნაგებობაში თაგვი ვერ შევიდოდა და ღომი სუფთად ინახებოდა. მოხმარების წინ, გასაცეხვად ღომი ხულიდან კალათებით გამოჰქონდათ და ლასტზე (მეგრულად - „ოლეში“, ლაზურად - „ოვლეში“) დაჰყრიდნენ, რომელსაც კერის ცეცხლზე ჩამოჰკიდებდნენ და ქვეშ ნელ ცეცხლს შეუნთებდნენ, რათა ღომი ნებისად გამომშრალიყო. როდესაც ღომის ღერო ადვილად გადაიმტვრეოდა, იგი გასაცეხვად მზად იყო. გაცეხვამდე ღომს ჩალის ნარჩენებს და ყვავილედის ღეროებს აცლიდნენ. გამომშრალ ღომის თაველებს ლასტიდან ამოიღებდნენ და ნაწილ-ნაწილ კალათებში ან ჩელტზე ჰყრიდნენ და ქალები კეტით ან ფეხით ფშვნიდნენ. მეგრულად ამ პროცესს ეწოდებოდა „ჩაჩუა“ // „ონაკასუა“ // „ჩიჩოლუა“ // „კასუა“, გურულად - „მოგუნდავება“ // „მოტეხვა“. ამის შემდეგ შეუდგებოდნენ ღომის ცეხვას. ღომი ჩვეულებრივ ხელით იცეხვებოდა. გარჩეული ღომის თაველებს ჩაჰყრიდნენ ხის ან ქვისგან გამოთლილ ჩამურში. ღომის ცეხვა (მეგრულად - „ჩხვარუა“) მძიმე სამუშაოდ ითვლებოდა. მებატონეებს ამისათვის ჰყავდათ ღომის მცეხვავი ყმები, რომელთაც „მოჯალაბეებს“ უწოდებდნენ. ესენი სამეგრელოში მიეკუთვნებოდნენ ყმების ყველაზე დაბალ კატეგორიას. ღომის დასაცეხვად იქმნებოდა „ნოდი“ (ნადი). ისინი ჩამურის ირგვლივ დგებოდნენ და ხელკავს, ანუ ხის „კაკუტს“ რიგრიგობით ურტყამდნენ ჩამურში . სამეგრელოში ამ მძიმე სამუშაოს თან ახლდა დათვლა: „ართი“, „ჟირი“, „სუმი“ და ა.შ; გურიაში კი, ამის მსგავსად, დარტყმას უმატებდნენ „სა“-ს ან „სავ“-ს. მ. ვანილიშისა და ა. თანდილავას (1964) ცნობით, ლაზური ნადი იმით ხასიათდება, რომ მთელ შრომით პროცესში ხალხურ სიმღერებთან ერთად ამბობენ შაირებს. ნადისათვის წინასწარ ემზადებიან. ოჯახი მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ამზადებს საჭმელს, ხოლო ნადის დღეს, ადრე დილით ოჯახის ერთ-ერთი წევრი მივა სოფლის ამაღლებულ ადგილზე და „ჰაიდეეს“ იძახის.
 +
 
 +
 
 +
 
  
  
ხაზი 9: ხაზი 91:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
+
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
  
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:მარცვლეული კულტურა]]
 
[[კატეგორია:მარცვლეული კულტურა]]

12:44, 10 ნოემბერი 2016-ის ვერსია

ღომი

ღომი - (Setaria italica (L.) P. Beauv). ლაზურად - „ნჩხვა’რ’ი”, ჭანურად - „ღომ-უ’“// „ღომი“, მეგრულად - „ღუმუ’“ // „ჩხვერი“, „ღუმუშ(ი)“ // „ღუმუ“, აფხაზურად - „ახ...ძ“ (მაისაია, 2005, 2009). დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამეურნეო კულტურის სახეობა.სიმინდის შემოსვლამდე და შემდეგაც, მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საკვები მარცვლეული.

ღომის კულტურას ქართველების განსახლების ტერიტორიაზე წარსულში ფართო არეალი ეკავა. მისი გავრცელების შესახებ საგულისხმო ცნობებია მოცემული ძველ ქართულ წყაროებში, საქართველოში მყოფი უცხოელი მოგზაურებისა და მეცნიერების ჩანაწერებში.

XV ს.-ის იტალიელი მოგზაურების იოსაფატ ბარბაროს და ამბროჯიო კონტარინის აღწერილობიდან ჩანს, რომ ღომი სამეგრელოში მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი საკვები იყო. საყურადღებო ცნობებია მოცემული XVII ს.-ის იტალიელ მისიონერთა რელაციებში, მაგალითად: პიეტრო ავიტაბილე (1623-1634 წწ.), ჯუზეპე ჯუდიჩე (1632-1640 წწ.) და დონ კრისტოფორო დე კასტელი (1632-1645 წწ.) აღნიშნავენ, რომ ღომი მთავარი იყო დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მარცვლეულ კულტურებს შორის (რუხაძე, 1976).

XVII ს.-ის იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის განმარტებით, „... მეგრელები, ჩვეულებრივ, პურით კი არა, ღომით იკვებებიან და უცხოელები დარწმუნებულნი არიან, რომ პური კიდეც რომ მოიტანონ, აქ ვერ გაყიდიან“ (ლამბერტი, 1938).

ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი (XVII ს.), რომელიც 1672- 1673 წწ. იმყოფებოდა საქართველოში, აღნიშნავს, რომ „... ჩერქეზები, მეგრელები, თურქეთის მოხარკე ქართველები, აფხაზები, კავკასიის მცხოვრებლები, ყველა ისინი, ვინც შავი ზღვის სანაპიროზე მეოტიდის ჭაობის სრუტიდან ტრაპიზონამდე ცხოვრობენ, მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაფით (ღომით) იკვებებიან, ეს არის მათი პური, სხვა მათ არა გააჩნიათ რა. ისე არიან შეჩვეულნი ღომს, რომ ხორბლის პურსაც კი ამჯობინებენ“ (შარდენი, 1975).

XVI ს.-ის დამლევსა და XVII-XVIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს საეკლესიო და სამონასტრო ბეგარის ნუსხებში მარცვლეულთაგან მხოლოდ ღომია მოხსენიებული (რუხაძე, 1976).

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის (1846-1853 წწ.) დროს შედგენილ საბუთში (1852 წ.) სამეგრელოში ამ დროს გავრცელებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჩამოთვლა ღომით იწყება (მეუნარგია, 1939).

ღომის კარბონიზირებული ნაშთები აღმოჩენილია ნოქალაქევისა (IV-III სს.) და ვანის (V ს.) ნაქალაქარის ტერიტორიაზე (სურ. 58). როგორც ირკვევა, ღომი და ფეტვი ამ პერიოდისათვის ფართოდ გამოყენებული კულტურები იყო (ლომიტაშვილი და სხვ. 2010; Bოკერია, 2013, 2014).

მეტად საინტერესოა ვანში (ძვ.წ. II-I სს. ფენებში) აღმოჩენილი ღომის მარცვლები. უნდა ვიფიქროთ, რომ ტაძარში დამოწმებული მარცვლეული კულტურები სარიტუალო დანიშნულებით იყო შემოწირული; როგორც ჩანს, ვანის მოსახლეობა თაყვანს სცემდა ფეტვნაირ კულტურებს (ძიძიგური, 2002).

დასავლეთი საქართველო გამოირჩეოდა ღომის ჯიშობრივი მრავალფეროვნებით. არსებობდა ღომის საადრეო ჯიშები: „შვიდკვირია“ და „მოცოროზი“, რომელთა მომწიფებას თითქმის ორი თვე სჭირდებოდა. ეს მეურნეს საშუალებას აძლევდა, ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე, ზაფხულში პურის მომკის შემდეგ, ღომი მოეყვანა და ამგვარად, მამულიდან ორი მოსავალი მიეღო; ყველაზე მოკლე სავეგეტაციო პერიოდით გამოირჩეოდა ლეჩხუმში გავრცელებული ღომის ჯიშები (მუშკუდიანი, 2001).

საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ღომის ჯიშებია:

  • „ჩქინებურა“,
  • „ჭითა ღუმუ“,
  • „ცეც (ციც) ღუმუ“,
  • „ჩე ღუმუ“,
  • „კუხურუ ღუმუ“,
  • „ბარამულა“,
  • „ძირდაბალა“,
  • „ხუჭილა“,
  • „ჯორიელა“;
  • „ბოჯგა“, ანუ „ბეღელა ღომი“,
  • „კუ და ღომი“,
  • „კოძუა“,
  • „ჩაქურა“,
  • „ნაჟღვლი თეთრი“,
  • „მათრახა“,
  • „ყვითელი უსახელო“,
  • „ხითირა თეთრი“,
  • „ორთითა“,
  • „გველიკუდა“,
  • „კვირიხინა“,
  • „კუნწურაულა“,
  • „მგლის კუდა“,
  • „ბობოყვაური“,
  • „ხოტორა“,
  • „კირჩხეულა“,
  • „აჭარულა“,
  • „გუდურე“,
  • „ხაზარალა“,
  • „ბურჩხა ღომი“,
  • „ბაწარაი“ და სხვ.

ღომი ითესებოდა აპრილის ბოლოს. მოსავალს იღებდნენ აგვისტოს ბოლოდან, მთელი სექტემბრის განმავლობაში, ხოლო ზოგჯერ ოქტომბრის პირველ ნახევარშიც.

ღომს ხშირად ნაპურალზე თესავდნენ. “...ხშირად იმავე ნიადაგზე თესავენ, სადაც იმის წინ პური მოიყვანეს” (ბოროზდინი და სხვ., 1927).

არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, „...ჩვეულებრივ, კარგი მიწა სადაც არის, ასეთ წესს ადგანან: პირველ წელიწადს თესენ ღომს, მეორეს - ფეტვს (Miglio-ს) და მესამეს - პურსა, შემდეგ ამისა, მიწას სამის თუ ოთხის წლით ასვენებენ“ (ლამბერტი, 1938). პრაქტიკაში ცნობილი იყო სახნავი მიწის მოწვის სისტემა, ამ გზით მიწა სუფთავდებოდა სარეველებისაგან. ღომი განსაკუთრებით კარგ მოსავალს იძლეოდა ახოსა და საერთოდ ახალპირ მიწებში, რომელთაც 2-3 წელს მხოლოდ თოხით, ისიც ზედაპირულად ამუშავებდნენ.

სამეგრელოში არსებობდა ნიადაგის მომზადების „შედარებით მარტივი“ წესი - „ხონუა“ (ხვნა), ხის კავით, მეგრულად - „ოგაფა“. ხვნის შემდეგ დარჩენილი “ხულა” (პატარა ბელტი) „იბარგებოდა“ (ფხვიერდებოდა) ღომის თოხით, რომელსაც სამეგრელოში „ჩენგი“ ეწოდებოდა; მერე - „მერულით“ (ხის სამკაპიანი სამუშაო იარაღით) უნდა „გაემერულებინათ“ - გაეფხვიერებინათ, ან ფარცხით გაეფარცხათ. ასეთი „ცარცილი დიხა“ (გაფხვიერებული მიწა) გამზადებული იყო ღომის დასათესად.

გურიაში ღომისათვის გამოყოფილი ნაკვეთი უეჭველად მშრალი უნდა ყოფილიყო. თუ ნიადაგი ქვიანი არ იყო, ჯერ თოხით უნდა მოეჩიჩქნათ მიწა, მერე მერულით უნდა გაეფხვიერებინათ, გაეფოცხათ და ამის შემდეგ ჩაეყარათ თესლი მიწაში (სახოკია, 1950). სამეგრელოში მცხოვრებ უხუცესთა გადმოცემით, საღომედ არჩევდნენ სარეველა ბალახებისაგან გასუფთავებულ ადგილებს, შედარებით „მჩლატე“ მიწას, ვინაიდან ღომს მძიმე მიწა არ უყვარს. უფრო ხელსაყრელი იყო ნასიმინდარი ნაკვეთის გამოყენება, რადგან ის მიწა, სადაც ადრე სიმინდი იყო, სამჯერ ითოხნებოდა. მას შორდებოდა სარეველები და მზადდებოდა ღომის თესლის მისაღებად. ამასთანავე, არჩევდნენ ისეთ ადგილებს, სადაც მუხა, რცხილა ან სხვა დიდფესვიანი ხეები იდგა, რომლებიც ნიადაგსაც ამაგრებდნენ და წყალსაც იკრებდნენ. ღომს თესავდნენ ორშაბათს - „თუთაშხა“ (ბედნიერ) დღეს ან ხუთშაბათს, რომელიც „კვათიერ“ („გამჭრიახ“) დღედ იყო მიჩნეული. ყურადღებას აქცევდნენ მთვარის ფაზებსაც. თესვა სავსე მთვარეზე უნდა დაწყებულიყო, რადგან ახალ მთვარეზე დათესილს შეიძლება ჭია გასჩენოდა. სათესლე მარცვალი მთესველს ეყარა სქელკანიან გოგრაში (გურულად და აჭარულად - „ხაპი“, მეგრულად - „ჭურა“) ან თხის გუდაში (მეგრულად - „ლაგუჯი“ // „ხართა“; გურულად - „ქეჩხო“; ზოგჯერ „ბუყუნში“ ან ხის (მეგრულად - „კოთხო“), თიხის (მეგრულად - „დერგი“) ჭურჭელში ყრიდნენ. თესლი გარიგებულად - თხლად ან როგორც მეგრელი მეურნე ამბობს, „წყორილით“ ითესებოდა. არათანაბრად დათესილი ღომი მჭიდროდ ამოდიოდა, ძნელი გასამარგლი იყო და ბევრ უნაყოფო თაველს იკეთებდა. მთესველი თითო ჯერზე იმდენს თესავდა, რამდენიც მუჭაში დაეტეოდა (მაისაია, 1987; მაისაია და სხვ., 2005).

მთხრობელის გადმოცემით, „...გურიაში ღომი მთის ფერდობზე მეჩხერად (მობნევით) ითესებოდა. თანაბრად რომ ამოსულიყო, თესლში სილას ურევდნენ; ზოგ შემთხვევაში მთესავი აჩქარებულად „გარბენით“ თესავდა. ღომის თესვას ხელის გავარჯიშება სჭირდებოდა“ (ჩოხატაურის რ-ნი, სოფ. ფარცხმა, მთხრ. ვ. კიკვაძე, 2014)

აჭარაში, „მაჭახელას ხეობაში ღომი მე-20 ს.-ის 30-იან წლებამდე, კოლექტივიზაციამდე ითესებოდა; კალოობა იწყებოდა აგვისტო-სექტემბერში, იჭრებოდა თავთავები კონებად და იცეხვებოდა საცეხველში, მზადდებოდა ღომის-ღომი. მიირთმევდნენ ყველთან ერთად ან მოხარშულ ღომის-ღომის ფაფას, დაესხმებოდა კარაქი“ (მაჭახელას ხეობა, სოფ. ქოქოლეთი, მთხრ. ხ. ქოქოლაძე, 2014 წ).

გამარგვლა მეტად შრომატევად სამუშაოდ ითვლებოდა. არქანჯელო ლამბერტი მოგვითხრობს, რომ „სინოტივის გამო აქ სარეველა ბალახი სწრაფად იზრდება და დიდი შრომაა საჭირო მის მოსასპობად, თუ რამდენიმე დღე დასცალდა ბალახს ზრდა, ისე იმატებს, რომ სულ გააქრობს ნათესს. ამიტომ მიწიდან თავს იჩენს თუ არა ღომი, მაშინათვე გამოთოხნა სჭირდება; რადგან საქმე საჩქაროა და პატრონი თავისი კაცებით ვეღარ ერევა, მეზობლები უნდა მოიხმაროს. ეს დიდი შრომა კაცმა საშინელ სიცხეში უნდა აიტანოს, ამიტომ მის გასაადვილებლად ისეთი ხერხი მოუგონებიათ, რომ გეგონებათ, მთელი სოფელი ქეიფობსო. ამ ხერხს შეადგენს სამი რამე: ნადი, სიმღერა და უხვი საჭმელი, რომელსაც მამულის პატრონი იძლევა. ამასთანავე, საგანგებო სიმღერა აქვთ, რომლის ხმაზე თოხნასაც ისე აწყობენ, როგორც საკრავზე ცეკვას. სიმღერის აჩქარებასთან ერთად ჩქარდებოდა თოხნის პროცესიც“ (ლამბერტი, 1938).

ღომი დათესვიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ამოდიოდა. ეს ძირითადად დამოკიდებული იყო ამინდზე. თუ ნათესი შემეჩხერდებოდა, ე.ი. „გაწბილდებოდა“, ანუ როგორც სამეგრელოში იტყვიან „დორგუაფას“ საჭიროება შეიქმნებოდა, მიმართავდნენ ღომის გადარგვას. ამისათვის არჩევდნენ წვიმიან დღეს და დასაჩქარებლად ამ რთულ საქმეში ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობდა; ხოლო ხშირი ნათესის გამარგვლა, გამოხშირვა - „გახილვა“, ე.ი. ზედმეტი აღმონაცენის მოშორება იწყებოდა მაშინ, როდესაც აღმოცენებული ღომი გამოიტანდა პირველ 2-3 ფოთოლს. ამ დროს ატარებდნენ პირველ თოხნას პატარა თოხით - „ბერგით“, რომელსაც სამეგრელოში „ჩენგი“, „ბეკაკუტი“; იმერეთში „კეკო“; გურიაში „პანუანი თოხი“, „წკეპარი“ // „წკებარი“, „ღომის თოხი“ ეწოდებოდა; პირველი გათოხნა მეტად პასუხსაგები და ძნელი ჩასატარებელი იყო, დახელოვნებას მოითხოვდა, რადგან ღომის ნორჩი აღმონაცენი ძნელი გასარჩევი იყო სარეველებისაგან (ძურწა, შალაფა და სხვ.). თვითონ პროცესი იწოდებოდა “მარგვლად”, “პირველ ბარგვად” ან “დოკერშვად” (მეგრულად). მეორე თოხნა ტარდებოდა პირველიდან 10-15, ზოგან 15-20 დღის შემდეგ. ეს სამუშაო სამეგრელოში ცნობილი იყო “მაჟირუას” ან “დოცქვარის”, იმერეთში კი “გამორიდების”, “მოროდვის” სახელწოდებით. “გამორიდება” აუცილებლად მზიან ამინდში უნდა ჩატარებულიყო (მაისაია, 1987).

მეორე თოხნა, პირველისაგან განსხვავებით, იოლი შესასრულებელი იყო. უკვე შემეჩხერებულ ნათესში, საკმაოდ წამოზრდილი ღომი ადვილი გამოსარჩევი იყო სარეველებისაგან. იშვიათად, საჭიროების შემთხვევაში, ატარებდნენ მესამე თოხნასაც; ეს იმ შემთხვევაში, თუ ყანას სარეველები ძლიერ მოედებოდა. მესამე თოხნაზე მცენარეს მიწას ბლომად შემოაყრიდნენ და ნიადაგს შლამით ანოყიერებდნენ. ზრდის დამთავრების შემდეგ ღომი თაველს გამოიტანდა. თაველის დამწიფების შემდეგ მას ნამგლით მომკიდნენ. მკა, მეგრულად - „გიმუა“, ძირითადად ოქტომბერში ხდებოდა. სწორედ ამიტომ დაერქვა ოქტომბერს მეგრულად - „გიმათუთა“, ჭანურად - „გუმათუთა“.

დასავლეთ საქართველოში ღომის მოსავალს ხელით იღებდნენ - თაველებს გლეჯდნენ ხის დანით (მეგრულად - „ჯაში ხამუთი”) ან რკინის დანით. შემოსული ღომის ყანა სხვადასხვა ფერის - ოქროსფერი, ყვითელი ან მიხაკისფერი - იყო. შეფერვა ძირითადად ღომის ჯიშზეა დამოკიდებული. ღომის მოსავალს იღებდნენ კარგ ამინდში; დასველებული თაველების აღება არ შეიძლებოდა, რადგან მისი გაშრობა სპეციალურ საშრობებში მეტად ძნელი იყო. მეურნე მოსავლის აღების დაწყებამდე დიდი დაკვირვებით შეარჩევდა საღ თაველებს სათესლედ. სათესლე თაველი ღეროიანად იჭრებოდა და კონებად იკვრებოდა. კონები ბეღელში - ხულაში ღომის თავზე ლაგდებოდა ან ცალკე ინახებოდა. ზოგ შემთხვევაში სათესლე თაველს წნავდნენ და შეკრულს ჯარგვალში ისეთ ადგილზე კიდებდნენ, რომ ცეცხლის კვამლი მოხვედროდა. თესვის დროს თაველებს ხელით ფშვნიდნენ.

უხუცესთა გადმოცემით, ღომის მოსავალს ორჯერ იღებდნენ. პირველად ჭრიდნენ მხოლოდ თაველებს, რადგან ჩალა ჯერ კიდევ ნედლი იყო. ზედმეტად გამხმარი თაველებიდან მარცვალი ადვილად იბნეოდა, ამიტომ ჩალის გახმობამდე მოცდა არ შეიძლებოდა (მაისაია, 1987).

ღომის მოსავლის აღების შემდეგ, ვახშმობისას, იმართებოდა დასალოცავი პურობა (მეგრულად - „ოწესური“). ლოცვას, ჩვეულებრივ, უფროსი კაცი ან ქალი ასრულებდა. სალოცავად განკუთვნილი გოჭის ან ქათმის გულ-ღვიძლს, სანთელ-საკმეველს და, რაც მთავარია, ღომის „მუნჭას“ (პირველ კონას) სალოცავ ჭურთან მიიტანდნენ და მოწიწებით ევედრებოდნენ ღმერთს, ღომის გამჩენსა და მაცოცხლებელ ანგელოზს. ახალი მოსავლის გამოყენება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა (ჭანტურიშვილი, 1973).

მოჭრილ თაველებს კალათაში (მეგრულად - „ცეკა“) ან გოდორში აწყობდნენ; მერე ზურგით ან ღომის სპეციალური ურმით ეზიდებოდნენ სახლში. ჯერ მზეზე აშრობდნენ, ამის შემდეგ შეჰქონდათ „ნალიაში“ ანუ „ნანიაში“. „ნანიას“ სამეგრელოში ზოგან „ოკვალე“ ეწოდებოდა. ნალიას ქვეშიდან შეუნთებდნენ ცეცხლს, რომ ზევით ასულ ალს ღომი გაეშრო. ზევიდან კი მურყნის (თხმელის) ნედლ ფოთლებს მიაყრიდნენ. ცეცხლი ქვევიდან მანამდე ენთო, სანამ მურყნის ფოთლები არ დაჭკნებოდა. ღომის თაველების გადასაბრუნებლად და ცეცხლის სამეთვალყუროდ გამოყოფილი იყო ერთი კაცი, რომელსაც ნალიაში წყლით სავსე დოქი ედგა, ძლიერი ცეცხლის დროს წყლის მოსასხურებლად და ცეცხლის გასანელებლად; ამის შემდეგ ღომი კალათებით ხულაში (მეგრულად - „ბაღუ“, გურულად - „ბეღელი“) შეიტანდნენ. ამ ნაგებობაში თაგვი ვერ შევიდოდა და ღომი სუფთად ინახებოდა. მოხმარების წინ, გასაცეხვად ღომი ხულიდან კალათებით გამოჰქონდათ და ლასტზე (მეგრულად - „ოლეში“, ლაზურად - „ოვლეში“) დაჰყრიდნენ, რომელსაც კერის ცეცხლზე ჩამოჰკიდებდნენ და ქვეშ ნელ ცეცხლს შეუნთებდნენ, რათა ღომი ნებისად გამომშრალიყო. როდესაც ღომის ღერო ადვილად გადაიმტვრეოდა, იგი გასაცეხვად მზად იყო. გაცეხვამდე ღომს ჩალის ნარჩენებს და ყვავილედის ღეროებს აცლიდნენ. გამომშრალ ღომის თაველებს ლასტიდან ამოიღებდნენ და ნაწილ-ნაწილ კალათებში ან ჩელტზე ჰყრიდნენ და ქალები კეტით ან ფეხით ფშვნიდნენ. მეგრულად ამ პროცესს ეწოდებოდა „ჩაჩუა“ // „ონაკასუა“ // „ჩიჩოლუა“ // „კასუა“, გურულად - „მოგუნდავება“ // „მოტეხვა“. ამის შემდეგ შეუდგებოდნენ ღომის ცეხვას. ღომი ჩვეულებრივ ხელით იცეხვებოდა. გარჩეული ღომის თაველებს ჩაჰყრიდნენ ხის ან ქვისგან გამოთლილ ჩამურში. ღომის ცეხვა (მეგრულად - „ჩხვარუა“) მძიმე სამუშაოდ ითვლებოდა. მებატონეებს ამისათვის ჰყავდათ ღომის მცეხვავი ყმები, რომელთაც „მოჯალაბეებს“ უწოდებდნენ. ესენი სამეგრელოში მიეკუთვნებოდნენ ყმების ყველაზე დაბალ კატეგორიას. ღომის დასაცეხვად იქმნებოდა „ნოდი“ (ნადი). ისინი ჩამურის ირგვლივ დგებოდნენ და ხელკავს, ანუ ხის „კაკუტს“ რიგრიგობით ურტყამდნენ ჩამურში . სამეგრელოში ამ მძიმე სამუშაოს თან ახლდა დათვლა: „ართი“, „ჟირი“, „სუმი“ და ა.შ; გურიაში კი, ამის მსგავსად, დარტყმას უმატებდნენ „სა“-ს ან „სავ“-ს. მ. ვანილიშისა და ა. თანდილავას (1964) ცნობით, ლაზური ნადი იმით ხასიათდება, რომ მთელ შრომით პროცესში ხალხურ სიმღერებთან ერთად ამბობენ შაირებს. ნადისათვის წინასწარ ემზადებიან. ოჯახი მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ამზადებს საჭმელს, ხოლო ნადის დღეს, ადრე დილით ოჯახის ერთ-ერთი წევრი მივა სოფლის ამაღლებულ ადგილზე და „ჰაიდეეს“ იძახის.



ლიტერატურა

ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2007. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები