მაჩაბელი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 10 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Mixeil Machabeli.jpg|thumb|'''მიხეილ მაჩაბელი''']]
 
[[ფაილი:Mixeil Machabeli.jpg|thumb|'''მიხეილ მაჩაბელი''']]
'''მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი''' (დ. 15 ნოემბერი, 1858, . თბილისი). ქართველი. სოფლის მეურნე.  
+
'''მაჩაბელი მიხეილ ვახტანგის ძე''' ''(დ. - 15.XI. 1858, [[თბილისი]] - გ. - 1927, თბილისი)'' - ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] თვალსაჩინო წევრი.  
  
თბილისის ადრესი – საპიორნი ქუჩა, ს. №11, ბინა №2, ტელეფონი – 10-35.
+
====ბიოგრაფია====
 +
1878 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. უმაღლეს განათლებას დაეუფლა მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, თუმცა დიპლომი არ მიუღია, რადგან სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის სასწავლებელიცა და მოსკოვიც დაატოვებინეს.  
  
==პარტიული რწმენა==
+
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1883 წლიდან მუშაობდა [[თბილისის თვითმმართველობა (1917-1921)|თბილისის თვითმმართველობის]] საფინანსო განყოფილებასა და სავაჭრო ზედამხედველთა უწყებაში, ასევე, სახელმწიფო ქონებათა სამინისტროში. 1887-1892 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი. თანამშრომლობდა გაზეთებთან „ივერია“ და „კავკაზი“. 1899 წლიდან იყო გლეხკაცთა მიწათმომწყობი პარტიის მთავარ-გამგე. მისი ინიციატივით, 1907 წელას თავადაზნაურობამ დააარსა საადგილმამულო კომისია ყოფილ ყმაგლეხთათვის მიწის შეძენა-დამუშავებაში ხელშესაწყობად. 1907-1911 წლებში იყო ამ კომისიის თავმჯდომარე. 1909 და 1915 წლებში საქართველოს თავადაზნაურობის მიერ ორჯერ იყო არჩეული ამომრჩევლად სრულიად [[რუსეთი]]ს თავადაზნაურთა ყრილობებზე სახელმწიფო საბჭოს წევრთა ასარჩევად. 1914-1921 წლებში იყო ქართული საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე. რედაქტორობდა გაზეთ „ზაკავკაზიეს“. წერდა ფსევდონიმით „თბილისელი“. მიღებული ჰქონდა [[რუსეთი|რუსეთის]] მაღალი საიმპერიო ორდენები და მედლები (სტანისლავის, ანას, ვლადიმირის). აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა [[კავკასია|კავკასიის]] გეოგრაფიულ და სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებში; იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]], ქართული დრამატული საზოგადოების, საქართველოს [[საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება|საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების]] წევრი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საზოგადო კრების წევრი, [[კახეთი]]ს რკინიგზის მშენებლობის კომისიის წევრი და სხვ.
დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატი
+
  
==განათლება==
+
1917 წლიდან მიხეილ მაჩაბელი შედიოდა კავკასიის ლტოლვილთა მომწყობ საბჭოსა და მის აღმასრულებელ კომიტეტში. 1917 წლის ივნისში მონაწილეობდა [[საქართველო]]ს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნაში. იმავე წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ აირჩია [[საკათალიკოსო საბჭო 1918-1921|საკათალიკოსო საბჭო]]ს წევრად. 1917 წლის ნოემბერში იყო [[საქართველოს ეროვნული ყრილობა|საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის]] დელეგატი. [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოს]] გაფართოებისას, 1918 წლის მაისში, ედპ-ის სიით აირჩიეს [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭო]]ს წევრად, სათავეში ედგა საბჭოს სარწმუნოებათა კომისიას. მალე მიხეილ მაჩაბელმა ედპ-ის მთავარ კომიტეტთან შეთანხმებით, უარი განაცხადა საბჭოს წევრობაზე [[ვაჩნაძე დავით|დ. ვაჩნაძის]] სასარგებლოდ. მიხეილ მაჩაბელი იყო [[ამიერკავკასიის სეიმი]]ს სპეციალური კომისიის წევრი, რომელიც საქართველოს, [[აზერბაიჯანი]]სა და [[სომხეთი]]ს ტერიტორიული გამიჯვნის მიზნით შეიქმნა. 1918 წლის სექტემბერში მონაწილეობდა ედპ-სგან გამოყოფილი დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბებაში. ამ ფრაქციის ბაზაზე წარმოიშვა [[ეროვნული პარტია|საქართველოს ეროვნული (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტია]], რომლის პირველ კონფერენციაზე, 1920 წლის ოქტომბერში, მიხეილ მაჩაბელი მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
გაათავა ტფილისის რეალური სასწავლებელი (1878 წ.) და მერე უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვში პეტროვსკო-რაზუმოვსკი აკადემიაში, ხოლო დიპლომი არ მიიღო, რადგან იძულებული იყო დაეტოვებინა მოსკოვი, ჟანდარმების განკარგულებით, სტუდენტების არეულობის გამო.
+
  
==განვლილი ცხოვრების ეტაპები==
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის]] შემდგომ მიხეილ მაჩაბელი სამშობლოში დარჩა, ჩამოშორდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და მუშაობა დაიწყო საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში, შინამრეწველობის განყოფილების გამგედ. 1923 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მომდევნო წელს იმავე თანამდებობაზე აღადგინეს. იყო საქართველოში ხელოსნური მრეწველობის კოოპერაციის ჩამოყალიბების აქტიური მონაწილე. მას, როგორც სპეციალისტს, დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ დარგის აღორძინებისა და ორგანიზაციის საქმეში. ავტორია წიგნისა „გამოკვლევა თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხთა ეკონომიკური ყოფა-ცხოვრებისა“ (თბ., 1887, რუსულ ენაზე). ჰყავდა მეუღლე - ანა ერისთავი და ერთი ვაჟი. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მოსკოვში (1879 წ.) მიიღო მონაწილეობა [[ქართველები|ქართველების]] სათვისტომოს დაარსებაში (ეს პირველი სათვისტომო იყო რუსეთში). 1883-1885 წ. მიიღო მონაწილეობა ქალაქის თვით მართველობაში საფინანსო (შემოსავალ-გასავლის) განყოფილების რეორგანიზაციაში და იდგა სათავეში ხარჯთამკრეფ და სავაჭრო ზედამხედველთა უწყებაში. იყო ხმოსნათ ქ. თბილისის საბჭოში (1887-1892 წ.წ.) და ამის ინიციატივით იყო მოწყობილი პირველი ქართველთა ამომრჩეველთა ჯგუფი, რომელმაც არჩევნებში სომხის ბურჟუაზია დაამარცხა. ამისავე ინიციატივით და თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლების თ. თ. კ. ი. ბაგრატიონ-მუხრანსკის და დ. ზ. მელიქიშვილის შუამდგომლობით მოხდა რეორგანიზაცია თბილისის სათავად-აზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა და ამ ბანკის თანხები და მოგება გადაეცა საკუთრებათ თავად-აზნაურობას დასაკმაყოფილებლად საზოგადო საჭიროებათა სოფლის მეურნეთა განურჩევლათ წოდებისა. ამისავე ინიციატივით თავად-აზნაურობამ დააარსა (1907 წ.) საადგილ-მამულო კომისია, რათა ქართველ სოფლის მეურნეთ, უპირველეს ყოვლისა ყოფილ გლეხ-კაცთათვის გაადვილებულიყო მიწის შეძენა და დამუშავება. ამ კომისიის თავმჯდომარეთ იყო 1907-1912 წ.წ. მ. ვ. მაჩაბელი იყო არჩეული ორჯელ (1909 და 1915 წ.წ.) ამომრჩევლად სრულიად რუსეთის თავად-აზნაურთა კრებაში სახელმწიფო საბჭოს წევრთა ასარჩევათ.
+
  
ქართულ საქველმომქმედო საზოგადოების თავმჯდომარეა 1914 წლიდან დღემდე, და თავმჯდომარეობდა ქართველთა (1915-1917 წ.წ.) ინტერ-პარტიულ კრებებზე, რომელსაც დასახული ჰქონდა შემუშავება ქართველთა შორის საზოგადო აზრისა და ერთგვარი მოქმედება და დამოკიდებულობა მეზობელ ერებთან. ამავე საქველმოქმედო საზოგადოების და ამ ინტერ-პარტიული კრებების მეოხებით აჭარა-ქობულეთი და სხვა ქართველი მუსულმანობა გადარჩა დიდის უბედურობისაგან და აოხრებისაგან.
+
:::::::::::::::::::::::::::::'''''ოთარ ჯანელიძე'''''
  
. . მაჩაბელი (1883-1885 წ..) მსახურობდა ქ. თბილისის თვითმართველობაში და (1885-1918 წ.წ.) მიწათ მოქმედების სამინისტროში და ბოლო დროს (1899-1918 წ.წ.) იყო მთავარ გამგეთ გლეხ-კაცთა მიწათ-მომწყობი პარტიისა.
+
==ლიტერატურა==
 +
*ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994;
 +
*ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
  
1917 წ. სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ მ. ვ. მაჩაბელი აირჩია საკათალიკოსო საბჭოს წევრად.
+
==იხილე აგრეთვე==
 
+
*[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/7561/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
1917 წ. საქართველოს ყრილობამ აირჩია საქართველოს საბჭოს წევრად.
+
*[https://civiledu.wordpress.com/2019/05/15/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98/ მაჩაბელი მიხეილ ვახტანგის ძე]
 
+
==პუბლიცისტური მოღვაწეობა==
+
მ. ვ. მაჩაბელის (ფსევდონიმი მ. თბილისელი) საეკონომიო და საზოგადო მნიშვნელობის წერილები იბეჭდებოდა ქართულ და რუსულ გაზეთებში: „ივერიაში“, „Кавказ-ში“, „Закавказіа-ში“  და სხ. სხვათა შორის ქართულ ენაზე იყო დაბეჭდილი წერილები „სოფელი და სოფლელნი“ და რუსულათ: Мотивы Социализма въ Грузіи. აქვს დაბეჭდილი რუსულ ენაზე წიგნი: „გამოკვლევა თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხ-კაცთა ეკონომიური ყოფა-ცხოვრებისა“.<sup><big>*</big></sup> მ. . მაჩაბელი იყო რედაქტორი გაზეთი „Закавказъе“-სი იმ დროს, როცა ეს გაზეთი იცავდა კახეთის რკინის გზას და წინააღმდეგი იყო ამ გზის გადაცემისა ტაგიანოსოვის და კ Ο ხელში.
+
 
+
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''მ. მაჩაბელი'''''
+
 
+
==სქოლიო==
+
<sup><big>*</big></sup> Изслħдованія Экономического быта Государственныхъ крестьянъ Тіонетскаго Уħзда.
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]  
 
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]  
 
[[კატეგორია:ინტერპარტიული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:ინტერპარტიული საბჭოს წევრები]]
 +
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები‏‎]]
 +
[[კატეგორია:მაჩაბლები]]

მიმდინარე ცვლილება 17:22, 20 დეკემბერი 2019 მდგომარეობით

მიხეილ მაჩაბელი

მაჩაბელი მიხეილ ვახტანგის ძე (დ. - 15.XI. 1858, თბილისი - გ. - 1927, თბილისი) - ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1878 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. უმაღლეს განათლებას დაეუფლა მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, თუმცა დიპლომი არ მიუღია, რადგან სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის სასწავლებელიცა და მოსკოვიც დაატოვებინეს.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1883 წლიდან მუშაობდა თბილისის თვითმმართველობის საფინანსო განყოფილებასა და სავაჭრო ზედამხედველთა უწყებაში, ასევე, სახელმწიფო ქონებათა სამინისტროში. 1887-1892 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი. თანამშრომლობდა გაზეთებთან „ივერია“ და „კავკაზი“. 1899 წლიდან იყო გლეხკაცთა მიწათმომწყობი პარტიის მთავარ-გამგე. მისი ინიციატივით, 1907 წელას თავადაზნაურობამ დააარსა საადგილმამულო კომისია ყოფილ ყმაგლეხთათვის მიწის შეძენა-დამუშავებაში ხელშესაწყობად. 1907-1911 წლებში იყო ამ კომისიის თავმჯდომარე. 1909 და 1915 წლებში საქართველოს თავადაზნაურობის მიერ ორჯერ იყო არჩეული ამომრჩევლად სრულიად რუსეთის თავადაზნაურთა ყრილობებზე სახელმწიფო საბჭოს წევრთა ასარჩევად. 1914-1921 წლებში იყო ქართული საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე. რედაქტორობდა გაზეთ „ზაკავკაზიეს“. წერდა ფსევდონიმით „თბილისელი“. მიღებული ჰქონდა რუსეთის მაღალი საიმპერიო ორდენები და მედლები (სტანისლავის, ანას, ვლადიმირის). აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა კავკასიის გეოგრაფიულ და სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებში; იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ქართული დრამატული საზოგადოების, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საზოგადო კრების წევრი, კახეთის რკინიგზის მშენებლობის კომისიის წევრი და სხვ.

1917 წლიდან მიხეილ მაჩაბელი შედიოდა კავკასიის ლტოლვილთა მომწყობ საბჭოსა და მის აღმასრულებელ კომიტეტში. 1917 წლის ივნისში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნაში. იმავე წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ აირჩია საკათალიკოსო საბჭოს წევრად. 1917 წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, 1918 წლის მაისში, ედპ-ის სიით აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, სათავეში ედგა საბჭოს სარწმუნოებათა კომისიას. მალე მიხეილ მაჩაბელმა ედპ-ის მთავარ კომიტეტთან შეთანხმებით, უარი განაცხადა საბჭოს წევრობაზე დ. ვაჩნაძის სასარგებლოდ. მიხეილ მაჩაბელი იყო ამიერკავკასიის სეიმის სპეციალური კომისიის წევრი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიული გამიჯვნის მიზნით შეიქმნა. 1918 წლის სექტემბერში მონაწილეობდა ედპ-სგან გამოყოფილი დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბებაში. ამ ფრაქციის ბაზაზე წარმოიშვა საქართველოს ეროვნული (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტია, რომლის პირველ კონფერენციაზე, 1920 წლის ოქტომბერში, მიხეილ მაჩაბელი მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდგომ მიხეილ მაჩაბელი სამშობლოში დარჩა, ჩამოშორდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და მუშაობა დაიწყო საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში, შინამრეწველობის განყოფილების გამგედ. 1923 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მომდევნო წელს იმავე თანამდებობაზე აღადგინეს. იყო საქართველოში ხელოსნური მრეწველობის კოოპერაციის ჩამოყალიბების აქტიური მონაწილე. მას, როგორც სპეციალისტს, დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ დარგის აღორძინებისა და ორგანიზაციის საქმეში. ავტორია წიგნისა „გამოკვლევა თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხთა ეკონომიკური ყოფა-ცხოვრებისა“ (თბ., 1887, რუსულ ენაზე). ჰყავდა მეუღლე - ანა ერისთავი და ერთი ვაჟი. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ოთარ ჯანელიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები