აიეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 13: ხაზი 13:
 
აღუსრულებელი რამ შესთავაზა: სპილენძისფეხებიანი და ნესტოებიდან ცეცხლისმფრქვეველი ხარების [[უღელი|უღელში]] შებმა, [[არესი|არესის]]
 
აღუსრულებელი რამ შესთავაზა: სპილენძისფეხებიანი და ნესტოებიდან ცეცხლისმფრქვეველი ხარების [[უღელი|უღელში]] შებმა, [[არესი|არესის]]
 
ველის გადახვნა, ხნულებში [[პური|პურის]] თესლის ნაცვლად
 
ველის გადახვნა, ხნულებში [[პური|პურის]] თესლის ნაცვლად
გველეშაპის კბილების ჩაყრა და იქიდან აღმოცენებული მეომრების განადგურება. თუმცა იასონმა მედეას შემწეობით აღასრულა ეს დავალება, მაგრამ აიეტმა დაარღვია თავისი პირობა.
+
[[გველეშაპი]]ს კბილების ჩაყრა და იქიდან აღმოცენებული მეომრების განადგურება. თუმცა იასონმა მედეას შემწეობით აღასრულა ეს დავალება, მაგრამ აიეტმა დაარღვია თავისი პირობა.
 
მან განიზრახა დაეწვა „[[არგო]]“ და გაენადგურებინა მეხომალდენი.
 
მან განიზრახა დაეწვა „[[არგო]]“ და გაენადგურებინა მეხომალდენი.
 
ისევ [[მედეა|მედეას]] დახმარებით შესძლეს არგონავტებმა
 
ისევ [[მედეა|მედეას]] დახმარებით შესძლეს არგონავტებმა

12:33, 3 იანვარი 2020-ის ვერსია

აიეტი(ბერძნ.) ლეგენდარული ქვეყნის, აიას (მოგვიანებით მას კოლხეთთან გააიგივებენ) მეფე; მზე – ღმერთის, ჰელიოსისა და ოკეანოსის ასულის, პერსეისის ძე. კირკეს, პასიფაესა და პერსესის ძმა. მედეას, ქალკიოპესა და აფსირტოსის მამა.

როდესაც ოქროს ვერძმა ფრიქსოსი აიაკოლხეთში მოიყვანა, აიეტმა შეიფარა იგი და თავის ქალიშვილ ქალკიოპეზე დააქორწინა. ოქროს საწმისის (ოქროს ვერძის ტყავის) ძიებაში არგონავტებმა მიაღწიეს კოლხეთის მიწას. ისინი წარსდგნენ აიეტის წინაშე და თავისი განზრახვა ამცნეს. გაოცდა მეფე აიეტი. ოქროს საწმისი მისი ქვეყნის ძლიერების თილისმა იყო. ასე იოლად ვერ დათმობდა მას. ხერხს მიმართა, არგონავტების წინამძღოლს აღუსრულებელი რამ შესთავაზა: სპილენძისფეხებიანი და ნესტოებიდან ცეცხლისმფრქვეველი ხარების უღელში შებმა, არესის ველის გადახვნა, ხნულებში პურის თესლის ნაცვლად გველეშაპის კბილების ჩაყრა და იქიდან აღმოცენებული მეომრების განადგურება. თუმცა იასონმა მედეას შემწეობით აღასრულა ეს დავალება, მაგრამ აიეტმა დაარღვია თავისი პირობა. მან განიზრახა დაეწვა „არგო“ და გაენადგურებინა მეხომალდენი. ისევ მედეას დახმარებით შესძლეს არგონავტებმა ოქროს საწმისის მოტაცება და გაქცევა. აიეტი მათ კვალდაკვალ მიჰყვა, მაგრამ იხილა რა ზვირთებში ასო-ასო აკუწული ძე – აფსირტოსი, დამწუხრებულმა შეწყვიტა დევნა. მალე აიეტი ტახტიდან ჩამოაგდო მისმა ძმამ პერსესმა. როდესაც მედეა და მისი ძე მედოსი კოლხეთში ჩამოვლენ, მოკლავენ პერსესს და ძალაუფლებას დაუბრუნებენ მეფე აიეტს (სხვა ვერსიით კი, პერსესის ჩამოგდების შემდეგ გამეფდება არა აიეტი, არამედ მედოსი).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები