ჯაჭვი სარიტუალო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯაჭვი სარიტუალო“ გადაიტანა გვერდზე „სარიტუალო ჯაჭვი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სარიტუალო ჯაჭვი“ გადაიტანა გვერდზე „ჯაჭვი სარიტუალო“ გადამის...) |
15:59, 8 იანვარი 2020-ის ვერსია
ჯაჭვი სარიტუალო - აღმ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ეთნოგრაფიულ სინამდვილეში, დადასტურებულია ფაქტები: ყელზე ჯაჭვით მლოცველი ტაძარს ხოხვით სამჯერ შემოუვლის, მას ღვთის წინაშე აღთქმა აქვს დადებული, ერთი კონკრეტული სურვილი რომ შეუსრულოს ღმერთმა.
ჯაჭვი აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ხატ-ჯვარის შესაწირავსაც წარმოადგენდა. მისი გამოყენება ყველა მლოცველს შეეძლო. ჯაჭვი, როგორც სარიტუალი საგანი და მასთან დაკავშირებული წესები, წინაქრისტიანული რელიგიური რწმენებიდან მომდინარეობს.
ლიტერატურა
ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, I. ფშავი. 1974. ა.გ.