თევზაძე ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ილია მოსეს ძე თევზაძე''' (დ. 6 თებერვალ, 1881, სოფ. მუხაყრუა, ქუთაისის მაზრა).
+
'''თევზაძე ილია მოსეს ძე''' ''(6.II.1881, სოფ. მუხაყრუა, ქუთაისის მაზრ. - ?)'' - [[ქართველები|ქართველი]] სოციალისტ-რევოლუციონერი. [[საქართველო|საქართველოს]] დემოკრატიული რესპუბლიკის [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოს]] (პარლამენტის) წევრი. ნაფიცი ვექილი.  
  
==ავტობიოგრაფია==
+
====ბიოგრაფია====
====ოჯახი====
+
დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1887-1896 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1899 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც დაუახლოვდა „[[მესამე დასი|მესამედასელ]]“ მოსწავლეთა წრეს. ქუთაისში სწავლის დროს 1903-1904 წლებში მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ საქმიანობაში რის გამოც დაითხოვეს სემინარიიდან.  
დავიბადე მედავითნე მოსე ლაზარეს ძე თევზაძის ოჯახში. ჩემს მშობლებს – მოსე ლაზარეს ძეს და პარასკევა ნიკოლოზ უღელიძის ასულს, რომლებიც ეხლა ცოცხალი არ არიან – ჰყავდა რვა შვილი: ხუთი ვაჟი და სამი ქალი. მიუხედავათ მათი სიღარიბისა, მათ ყველა შვილებს მიაღებინეს შესაფერი განათლება.
+
  
====განათლება====
+
1904 წელს შეუერთდა [[სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია]]ს. 1904 სწავლა დაიწყო თბილისის სასულიერო სემინარიაში, თუმცა პოლიტიკური საქმიანობის გამო, „მგლის ბილეთით“ დაითხოვეს. 1905 მასწავლებლად მუშაობა დაიწყო სოფ. დაფნარის სამრევლო სკოლაში, თუმცა თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორის ნიკანდრეს საჩივრის საფუძველზე დაითხოვეს. შემდგომში ცხოვრობდა არალეგალურად, არჩეული იყო [[ესერები|ესერთა]] პარტიის საგუბერნიო კომიტეტში. 1905 წელს იყო [[იმერეთი|იმერეთში]] მოქმედი ესერთა წითელი [[რაზმი (სამხედრო)|რაზმის]] მეთაური. 1906 წელს გაძლიერებული რეპრესიების გამო საქართველო დატოვა და ყაზანში გადავიდა, სადაც სწავლა დაიწყო ყაზანის უნივერსიტეტში. 1907 მონაწილეობა მიიღო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ლონდონის ყრილობაში. 1910 წელს დაასრულა უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო ქუთაისის სასამართლოში. 1914 წლიდან ნაფიცი-ვექილის თანაშემწედ მუშაობდა სამტრედიაში. 1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ ეკავა სამტრედიის რაიონის კომისრის თანამდებობა. იყო სხვადასხვა კომიტეტის წევრი ესერთა პარტიიდან. 1917 წელს აირჩიეს ქუთაისის ქალაქის გამგეობის წევრად, შემდგომ კი - ქალაქის თავის ამხანაგად. 1918 წელს აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით კენჭს იყრიდა [[საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები|დამფუძნებელი კრების არჩევნებში]], თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა, იყო საარჩევნო სიის მე-8 ნომერი.
1887 წ. მე მიმაბარეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სწავლა დავამთავრე 1896 წ.
+
  
1899 წ. მე მიმიღეს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მე ვმეცადინეობდი იქ არსებულ მესამე დასელების მოწაფეთა წრეებში. მივიღე სემინარიაში სამჯერ მომხთარ არეულობაში აქტიური მონაწილეობა. 1903-1904 წ. სემინარიაში მომხთარ არეულობის გამო მე სხვა აქტიურ მონაწილეებთან ერთათ სავსებით დათხოული ვიყავი სემინარიიდან და თითქმის ერთი წელიწადი დავრჩი სასწავლებლის გარეშე. ამ დროის განმავლობაში მე დავუახლოვდი სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიას და ამ პარტიაში დავიწყე აქტიური მუშაობა. 1904 წ. მე მიმიღეს თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მე მივიღე აქტიური მონაწილეობა იქ მომხთარ არეულობაში, რის გამოც მე სხვებთან ერთათ დათხოულ ვიყავი სემინარიიდან ეგრეთ წოდებული „волчій“ ბილეთით.
+
საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება.
  
====მოღვაწეობა საქართველოში====
+
::::::::::::::::::::::::'''''ირაკლი ირემაძე'''''
1905 წ. მე დავინიშნე სოფ. დაფნარის, ქუთაისის მაზრა, სამრევლო სკოლის მასწავლებლათ, მაგრამ რადგან თბილისის სემინარიის ყოფილმა რექტორმა არქიმანდრიტმა ნიკანდრემ ჩემს შესახებ შეადგინა ქაღალდი, სადაც ის „ანარქისტს“ და „ბომბისტს“ მიწოდებდა და დაუგზავნა პროკურატურას და ჟანდარმერიას, მე იძულებული გავხთი დამეწყო არა ლეგალური ცხოვრება.
+
  
სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში მე ვიყავი არჩეული საგუბერნიო კომიტეტის წევრათ და ვმუშაობდი არალეგალურათ თბილისში, ქუთაისში, ჭიათურაში, ფოთში, ოზურგეთში, ბაღდათის და სამტრედიის რაიონებში და სხვ.
+
==ლიტერატურა==
 +
სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109, 119.
  
1905 წ. რევოლიუციის დროს მე ვიყავი არჩეული სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის, წითელი რაზმის ხელმძღვანელათ და ვმოქმედებდი ბაღდათის რაიონში წიფის მიმართულებით.
+
==იხილე აგრეთვე==
 
+
[https://civiledu.wordpress.com/2019/05/15/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%95%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%AB%E1%83%94/ თევზაძე ილია მოსეს ძე]
====მოღვაწეობა უცხოეთში====
+
ცნობილი ალიხანოვის დამსჯელი ექსპედიციის მოქმედებისა და რეაქციის გაძლიერების შემდეგ ჩემი კავკასიაში ცხოვრება ყოვლად შეუძლებელი შეიქნა. 1906 წ. მე გავემგზავრე რუსეთისაკენ და იმავე წელს მიღებულ ვიყავი ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში ყოფის დროს მე ვმუშაობდი სოც.-რევოლიუციონერთა პარტიაში და სტუდენტთა სხვა და სხვა ორგანიზაციაში: ვიყავი არჩეული კურსის „სტაროსტათ“, კავკასიის სათვისტომოს თავმჯდომარეთ, შემდეგ კი ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეთ და სხვ. ჟანდარმერიამ არც იქ მომასვენა: რამდენიმეჯერ გამიჩხრიკეს ბინა, წამართვეს წიგნები და ბარათები და შემდეგ დაჭერაც მომინდომეს, რის გამოც ექვსი თვე სიზრანში ვცხოვრობდი არალეგალურათ.
+
 
+
1907 წ. მე დავესწარი სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის ლონდონის ყრილობას, როგორც ქუთაისის გუბერნიის ორგანიზაციების მიერ არჩეული, სწორეთ იმ ყრილობას, რომელსაც მოყვა აზეფის გაცემა.
+
 
+
1910 წ. მე დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი ყაზანის უნივერსიტეტში, იმავე წლის 6 ენკენისთვეს მე დავინიშნე ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობის უმცროს კანდიდატათ. 1911 წ. 16 აგვისტოს გადავედი ქუთაისის სახაზინო პალატაში, სადაც ვმსახურობდი 1914 წ. 25 იანვრამდის. ამ ხნის განმავლობაში მე მივიღე „ტიტულიარნი სოვეტნიკობა“ და კიდევაც შევირთე (30 კვირიკობისთვეს 1913 წ.) ცოლი – თამარ დავით ლუკაშვილის ასული: ეხლა მყავს ორი ვაჟი და ერთი ქალი.
+
 
+
====დაბრუნება და მოღვაწეობა საქართველოში====
+
1914 წ. 4 თებერვალს მე ჩავერიცხე ნაფიც ვექილთა წოდებაში ნაფიცი ვექილის თანაშემწეთ და გადავესახლე სამუშევრად დ. სამტრედიაში, სადაც ვიყავი სოციალისტი რევოლიუციონერთა პარტიის სამტრედიის რაიონის კომიტეტის თავმჯდომარეთ.
+
 
+
1917 წლ. მარტში, როდესაც მოხთა რუსეთის რევოლიუცია, მე ვიყავი არჩეული სამტრედიის რაიონის კომისარიატში, რომელმაც აჰყარა იარაღი ყველა პოლიციელებს და ჟანდარმებს და ჩაიბარა საქმეები. აგრეთვე არჩეული ვიყავი სამტრედიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგათ შემდეგ კი სამტრედიის რაიონის კომისრად. იმავე წლის მარტში მე ამირჩიეს დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის მთავარ გამგეობის წევრათ და მოლარეთ.
+
 
+
1917 წ. კვირიკობისთვეში მე გადმოვესახლე ქუთაისში, სადაც არჩეული ვიყავი: ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეთ, ქუთაისის სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგათ, ქუთაისის სამაზრო საადგილ-მამულო კომიტეტის თავმჯდომარეთ, ქუთაისის საგუბერნიო საადგილ-მამულო კომიტეტის წევრათ, ქალაქის თვითმართველობის საბჭოს ხმოსნათ და სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის საგუბერნიო კომიტეტის წევრათ. აგრეთვე არჩეული ვიყავი სამტრედიის ქალაქის თვითმართველობის ხმოსნათ.
+
 
+
1917 წ. ენკენისთვეში არჩეული ვიყავი ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის გამგეობის წევრათ, ხოლო იმავე წლის ნოემბერში კი ქალაქის თავის ამხანაგათ.
+
 
+
საქართველოში მომქმედ სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის პირველი ყრილობის მიერ მე არჩეული ვიყავი პარტიის ცენტრალურ კომიტეტის წევრათ, 1918 წ. 15 წიფობისთვეს კი არჩეულ და დამტკიცებულ ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრათ. 17 წიფობისთვეს 1918 წ. მე მომანიჭეს ნაფიცი ვექილის წოდება.
+
 
+
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''23/X – 1918 წ.'''''
+
:::::::::::::::::::::::::::::::::::'''''პარლამენტის წევრი ილია მოსეს ძე თევზაძე.'''''
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი იურისტები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრები]]
 +
[[კატეგორია:თევზაძეები]]

მიმდინარე ცვლილება 16:49, 15 იანვარი 2020 მდგომარეობით

თევზაძე ილია მოსეს ძე (6.II.1881, სოფ. მუხაყრუა, ქუთაისის მაზრ. - ?) - ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ნაფიცი ვექილი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1887-1896 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1899 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც დაუახლოვდა „მესამედასელ“ მოსწავლეთა წრეს. ქუთაისში სწავლის დროს 1903-1904 წლებში მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ საქმიანობაში რის გამოც დაითხოვეს სემინარიიდან.

1904 წელს შეუერთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. 1904 სწავლა დაიწყო თბილისის სასულიერო სემინარიაში, თუმცა პოლიტიკური საქმიანობის გამო, „მგლის ბილეთით“ დაითხოვეს. 1905 მასწავლებლად მუშაობა დაიწყო სოფ. დაფნარის სამრევლო სკოლაში, თუმცა თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორის ნიკანდრეს საჩივრის საფუძველზე დაითხოვეს. შემდგომში ცხოვრობდა არალეგალურად, არჩეული იყო ესერთა პარტიის საგუბერნიო კომიტეტში. 1905 წელს იყო იმერეთში მოქმედი ესერთა წითელი რაზმის მეთაური. 1906 წელს გაძლიერებული რეპრესიების გამო საქართველო დატოვა და ყაზანში გადავიდა, სადაც სწავლა დაიწყო ყაზანის უნივერსიტეტში. 1907 მონაწილეობა მიიღო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ლონდონის ყრილობაში. 1910 წელს დაასრულა უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო ქუთაისის სასამართლოში. 1914 წლიდან ნაფიცი-ვექილის თანაშემწედ მუშაობდა სამტრედიაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ეკავა სამტრედიის რაიონის კომისრის თანამდებობა. იყო სხვადასხვა კომიტეტის წევრი ესერთა პარტიიდან. 1917 წელს აირჩიეს ქუთაისის ქალაქის გამგეობის წევრად, შემდგომ კი - ქალაქის თავის ამხანაგად. 1918 წელს აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით კენჭს იყრიდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა, იყო საარჩევნო სიის მე-8 ნომერი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება.

ირაკლი ირემაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109, 119.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

თევზაძე ილია მოსეს ძე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები