მაჯაგანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 3: ხაზი 3:
 
'''მაჯაგანი''' - ტყავის მოსაქნელი. მაჯაგანით მოიქნებოდა წვრილფეხა საქონლის ტყავი.  
 
'''მაჯაგანი''' - ტყავის მოსაქნელი. მაჯაგანით მოიქნებოდა წვრილფეხა საქონლის ტყავი.  
  
იგი 4 ნაწილისაგან შედგებოდა: მაჯაგანის ხე და პირი (ლითონის), [[ღვედი]], სატერფე და კაპი. მაჯაგანის ხეს გათლილი და მოკაული თავი აქვს, მასში ჩასმულია ლითონი. ხე ბოლოში ჩაჭედილია, რითაც ღვედის საშუალებით იმაგრებს ფეხის ჩასადგმელ რგოლს, რასაც ადრე ტყავისას, მოგვიანებით კი ლითონისას ამზადებდნენ. უკიდურეს შემთხვევაში რგოლი შეიძლება ყოფილიყო წნელისაც. დასამუშავებელ ტყავს ჯერ კისრით დაჰკიდებდნენ ხეზე და ამუშავებდნენ, შემდეგ ბარკლით, დუმითა და ფერდით. მომუშავეს მარცხენა ხელით ტყავი ეჭირა, მარჯვენათი - მაჯაგანის ხე, მარჯვენა ფეხი მაჯაგანის სატერფე კაპში ჰქონდა შედგმული, როცა მას მარჯვენა ხელით მაღლა ასწევდა, ფეხსაც ააყოლებდა, შემდეგ დაბლა დასწევდა, მაჯაგანის პირს ტყავის ნაწილს ჩამოჰკრავდა და ასე აწარმოებდა ტყავის მოქნას. ტყავმა უნდა იტრიალოს, სანამ არ დამუშავდება. უნდა გახდეს ბუმბულივით, „თვალად თეთრი“ და ხელის შეხებით რბილი. ამის მისაღწევად მაჯაგანს ასჯერ მაინც აუსვამ-ჩამოუსვამდნენ ტყავს ([[ხევი]]). ადრე მაჯაგანში გამოსაყვან ტყავს მუხლებზე დაიფენდნენ, ოდნავ მოხრილ რკინის [[დანა|დანას]] უსვამდნენ და ამ გზითაც მოჰქნიდნენ მას. დაბახანაში თრიმლით დამუშავების დროს იყენებდნენ იმავე იარაღს, რასაც მედაბღეები „დემურს“ უწოდებდნენ. ქვ. სვანეთში რკინის დანის ნაცვლად სცოდნიათ არჩვის ან ღორის ყბის ძვლის, ან დაბკილული ხის ხმარება. მაჯაგანში გამოყვანილი ტყავით ტანსაცმელს, თავსაბურავებს, პაჭიჭებს და მისთანათ იკერავდნენ.  
+
იგი 4 ნაწილისაგან შედგებოდა: მაჯაგანის ხე და პირი (ლითონის), [[ღვედი]], სატერფე და [[კაპი]]. მაჯაგანის ხეს გათლილი და მოკაული თავი აქვს, მასში ჩასმულია ლითონი. ხე ბოლოში ჩაჭედილია, რითაც ღვედის საშუალებით იმაგრებს ფეხის ჩასადგმელ რგოლს, რასაც ადრე ტყავისას, მოგვიანებით კი ლითონისას ამზადებდნენ. უკიდურეს შემთხვევაში რგოლი შეიძლება ყოფილიყო წნელისაც. დასამუშავებელ ტყავს ჯერ კისრით დაჰკიდებდნენ ხეზე და ამუშავებდნენ, შემდეგ ბარკლით, დუმითა და ფერდით. მომუშავეს მარცხენა ხელით ტყავი ეჭირა, მარჯვენათი - მაჯაგანის ხე, მარჯვენა ფეხი მაჯაგანის სატერფე კაპში ჰქონდა შედგმული, როცა მას მარჯვენა ხელით მაღლა ასწევდა, ფეხსაც ააყოლებდა, შემდეგ დაბლა დასწევდა, მაჯაგანის პირს ტყავის ნაწილს ჩამოჰკრავდა და ასე აწარმოებდა ტყავის მოქნას. ტყავმა უნდა იტრიალოს, სანამ არ დამუშავდება. უნდა გახდეს ბუმბულივით, „თვალად თეთრი“ და ხელის შეხებით რბილი. ამის მისაღწევად მაჯაგანს ასჯერ მაინც აუსვამ-ჩამოუსვამდნენ ტყავს ([[ხევი]]). ადრე მაჯაგანში გამოსაყვან ტყავს მუხლებზე დაიფენდნენ, ოდნავ მოხრილ რკინის [[დანა|დანას]] უსვამდნენ და ამ გზითაც მოჰქნიდნენ მას. დაბახანაში თრიმლით დამუშავების დროს იყენებდნენ იმავე იარაღს, რასაც მედაბღეები „დემურს“ უწოდებდნენ. ქვ. სვანეთში რკინის დანის ნაცვლად სცოდნიათ არჩვის ან ღორის ყბის ძვლის, ან დაბკილული ხის ხმარება. მაჯაგანში გამოყვანილი ტყავით ტანსაცმელს, თავსაბურავებს, პაჭიჭებს და მისთანათ იკერავდნენ.  
  
 
== ლიტერატურა ==
 
== ლიტერატურა ==

15:43, 30 იანვარი 2020-ის ვერსია

მაჯაგანი

მაჯაგანი - ტყავის მოსაქნელი. მაჯაგანით მოიქნებოდა წვრილფეხა საქონლის ტყავი.

იგი 4 ნაწილისაგან შედგებოდა: მაჯაგანის ხე და პირი (ლითონის), ღვედი, სატერფე და კაპი. მაჯაგანის ხეს გათლილი და მოკაული თავი აქვს, მასში ჩასმულია ლითონი. ხე ბოლოში ჩაჭედილია, რითაც ღვედის საშუალებით იმაგრებს ფეხის ჩასადგმელ რგოლს, რასაც ადრე ტყავისას, მოგვიანებით კი ლითონისას ამზადებდნენ. უკიდურეს შემთხვევაში რგოლი შეიძლება ყოფილიყო წნელისაც. დასამუშავებელ ტყავს ჯერ კისრით დაჰკიდებდნენ ხეზე და ამუშავებდნენ, შემდეგ ბარკლით, დუმითა და ფერდით. მომუშავეს მარცხენა ხელით ტყავი ეჭირა, მარჯვენათი - მაჯაგანის ხე, მარჯვენა ფეხი მაჯაგანის სატერფე კაპში ჰქონდა შედგმული, როცა მას მარჯვენა ხელით მაღლა ასწევდა, ფეხსაც ააყოლებდა, შემდეგ დაბლა დასწევდა, მაჯაგანის პირს ტყავის ნაწილს ჩამოჰკრავდა და ასე აწარმოებდა ტყავის მოქნას. ტყავმა უნდა იტრიალოს, სანამ არ დამუშავდება. უნდა გახდეს ბუმბულივით, „თვალად თეთრი“ და ხელის შეხებით რბილი. ამის მისაღწევად მაჯაგანს ასჯერ მაინც აუსვამ-ჩამოუსვამდნენ ტყავს (ხევი). ადრე მაჯაგანში გამოსაყვან ტყავს მუხლებზე დაიფენდნენ, ოდნავ მოხრილ რკინის დანას უსვამდნენ და ამ გზითაც მოჰქნიდნენ მას. დაბახანაში თრიმლით დამუშავების დროს იყენებდნენ იმავე იარაღს, რასაც მედაბღეები „დემურს“ უწოდებდნენ. ქვ. სვანეთში რკინის დანის ნაცვლად სცოდნიათ არჩვის ან ღორის ყბის ძვლის, ან დაბკილული ხის ხმარება. მაჯაგანში გამოყვანილი ტყავით ტანსაცმელს, თავსაბურავებს, პაჭიჭებს და მისთანათ იკერავდნენ.

ლიტერატურა

ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. ნ.ჯ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები