ღვედი
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
'''ღვედი''' - [[დიდი გუთანი|დიდი გუთნის]] ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. წარმოადგენს ხარის ან კამეჩის ტყავის თასმებისაგან დაწნულ გრძელ საბელს. | '''ღვედი''' - [[დიდი გუთანი|დიდი გუთნის]] ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. წარმოადგენს ხარის ან კამეჩის ტყავის თასმებისაგან დაწნულ გრძელ საბელს. | ||
| − | ღვედზე ასხმულია ე.წ. „საქლეშები“ და „ასაკრავები“, რომლითაც გამწევი ძალის უღლები იყო ჩაბმული გუთანთან დასაკავშირებლად. ღვედის ძველი სახელწოდება „ევანი“ დაბადების ქართულ თარგმანში დასტურდება. [ | + | ღვედზე ასხმულია ე.წ. „საქლეშები“ და „ასაკრავები“, რომლითაც გამწევი ძალის უღლები იყო ჩაბმული გუთანთან დასაკავშირებლად. ღვედის ძველი სახელწოდება „ევანი“ დაბადების ქართულ თარგმანში დასტურდება. [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს განმარტებით, „ევანი იგივე ერქვანთ ღვედია“, რომელსაც მეორე სახელი „იმანტაც“ ჰქვია: ამ სამი სახელიდან ამჟამად მხოლოდ სახელი „ღვედი“ შემორჩა. |
| − | ერთი ღვედის (ოთხი უღლის სამყოფი) დაწვნას სამი ხარის ან ორი კამეჩის ტყავი სჭირდებოდა. ღვედის დამწვნელ ოსტატებად ძველთაგან ხევსურები პირველობდნენ არა მარტო [[საქართველო|საქართველოში]], არამედ მის გარეთაც. ღვედის დაწვნა ჩვეულებრივ ზამთარში შესასრულებელი საქმე იყო, ამიტომ, ამ დროს, ხევსურები ბარის სოფლებში ჩამოდიოდნენ და გაზაფხულის დადგომამდე რჩებოდნენ. საფასურს ნატურით იღებდნენ. ერთი ღვედის დაწვნაში, უმთავრესად, ერთ კოდ პურს (4 ფუთი - ქართლი) და „ანაგულს“ (ტყავისაგან დარჩენილი ნაწილი, რომლიდანაც 1 წყვილი ქალამანი გამოდიდოა) ან ფულს 10-15 მან. იღებდნენ. ტყავი, ჩვეულებრივფ, შემკვეთისა იყო. გამზადებული ღვედები 25-30 მან. ღირდა. ღვედის მფლობელი შეძლებულ გლეხად ითვლებოდა. | + | ერთი ღვედის (ოთხი უღლის სამყოფი) დაწვნას სამი ხარის ან ორი კამეჩის ტყავი სჭირდებოდა. ღვედის დამწვნელ ოსტატებად ძველთაგან ხევსურები პირველობდნენ არა მარტო [[საქართველო|საქართველოში]], არამედ მის გარეთაც. ღვედის დაწვნა ჩვეულებრივ ზამთარში შესასრულებელი საქმე იყო, ამიტომ, ამ დროს, ხევსურები ბარის სოფლებში ჩამოდიოდნენ და გაზაფხულის დადგომამდე რჩებოდნენ. საფასურს ნატურით იღებდნენ. ერთი ღვედის დაწვნაში, უმთავრესად, ერთ კოდ პურს (4 ფუთი - [[ქართლი]]) და „ანაგულს“ (ტყავისაგან დარჩენილი ნაწილი, რომლიდანაც 1 წყვილი ქალამანი გამოდიდოა) ან ფულს 10-15 მან. იღებდნენ. ტყავი, ჩვეულებრივფ, შემკვეთისა იყო. გამზადებული ღვედები 25-30 მან. ღირდა. ღვედის მფლობელი შეძლებულ გლეხად ითვლებოდა. |
== ლიტერატურა == | == ლიტერატურა == | ||
მიმდინარე ცვლილება 14:39, 4 თებერვალი 2020 მდგომარეობით
ღვედი - დიდი გუთნის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. წარმოადგენს ხარის ან კამეჩის ტყავის თასმებისაგან დაწნულ გრძელ საბელს.
ღვედზე ასხმულია ე.წ. „საქლეშები“ და „ასაკრავები“, რომლითაც გამწევი ძალის უღლები იყო ჩაბმული გუთანთან დასაკავშირებლად. ღვედის ძველი სახელწოდება „ევანი“ დაბადების ქართულ თარგმანში დასტურდება. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ევანი იგივე ერქვანთ ღვედია“, რომელსაც მეორე სახელი „იმანტაც“ ჰქვია: ამ სამი სახელიდან ამჟამად მხოლოდ სახელი „ღვედი“ შემორჩა.
ერთი ღვედის (ოთხი უღლის სამყოფი) დაწვნას სამი ხარის ან ორი კამეჩის ტყავი სჭირდებოდა. ღვედის დამწვნელ ოსტატებად ძველთაგან ხევსურები პირველობდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარეთაც. ღვედის დაწვნა ჩვეულებრივ ზამთარში შესასრულებელი საქმე იყო, ამიტომ, ამ დროს, ხევსურები ბარის სოფლებში ჩამოდიოდნენ და გაზაფხულის დადგომამდე რჩებოდნენ. საფასურს ნატურით იღებდნენ. ერთი ღვედის დაწვნაში, უმთავრესად, ერთ კოდ პურს (4 ფუთი - ქართლი) და „ანაგულს“ (ტყავისაგან დარჩენილი ნაწილი, რომლიდანაც 1 წყვილი ქალამანი გამოდიდოა) ან ფულს 10-15 მან. იღებდნენ. ტყავი, ჩვეულებრივფ, შემკვეთისა იყო. გამზადებული ღვედები 25-30 მან. ღირდა. ღვედის მფლობელი შეძლებულ გლეხად ითვლებოდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986. თ.გ., ა.გ.
