თოფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
* მაჟარი;  
 
* მაჟარი;  
 
* ოსტამული;  
 
* ოსტამული;  
* მაჭახელა;  
+
* [[მაჭახელა (თოფი)|მაჭახელა]];  
 
* [[თოფხანე]];  
 
* [[თოფხანე]];  
* ნალფარა;  
+
* [[ნალფარა]];  
 
* ერეჯიბი;  
 
* ერეჯიბი;  
 
* ბაზალა;  
 
* ბაზალა;  

მიმდინარე ცვლილება 15:22, 7 თებერვალი 2020 მდგომარეობით

თოფი

თოფი - (თუფანგ (თურქ.), ხელმეხი (ქართ.) - ცეცხლსასროლი იარაღის ტიპი, შედგება კონდახის, ჩახმახის, ლულის, ზუმბის და საპირისწამლისაგან.

ევროპული ისტორიული დოკუმენტები ცეცხლსასროლი იარაღის წარმოშობას XIV ს-ის პირველი ათწლეულით ათარიღებენ. მიუხედავად ამისა, XIII საუკუნეში არსებობდა არაბული ცეცხლსასროლი იარაღი „მოდფა“. ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით კი ცეცხლსასროლი იარაღი პირველად მოხსენიებულია XV ს. უკანასკნელი მეოთხედის მოვლენებთან დაკავშირებით. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თემურ ლენგის ლაშქარი პირველი შემოსევის დროს იყენებდა ე.წ. „რადანდაზებს“.

ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) განვითარების ისტორია შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად

  1. თოფი ფითილიანი
  2. თოფი გორგოლაჭიანი
  3. თოფი კაჟიანი
  4. თოფი ფისტონიანი
  5. სახაზინო დასატენი ნემსიანი შაშხანა, რომელმაც სათავე დაუდო თანამედროვე იარაღის ჩამოყალიბებას.

საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში, ფითილიანი (პატრუქიანი) თოფები თითქმის არ იწარმოებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა (ძირითადად წარჩნებულნი) იყენებდა ოსმალეთიდან შემოტანილ ცეცხლსასროლ იარაღს. ხოლო XVII-XVIII საუკუნიდან ვითარება იცვლება, საქართველოში და ზოგადად კავკასიაში იწყება ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება და XVIII ს-ში უკვე ყალიბდება კაჟიანი თოფების კავკასიური ტიპი, რომლის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია თურქულმა ცეცხლსასროლმა იარაღმა. ამ პერიოდის საქართველოში უკვე ვხვდებით სხვადასხვა დასახელების კაჟიან და ფისტონიან (XIX) თოფებს, ისეთს როგორიცაა:

  • სიათა;
  • მაჟარი;
  • ოსტამული;
  • მაჭახელა;
  • თოფხანე;
  • ნალფარა;
  • ერეჯიბი;
  • ბაზალა;
  • ჯაზაირი;
  • ხარა;
  • ჩარმა,
  • ხორასანი;
  • ქოფაჩი;
  • ფილთა;
  • არშავიანი;
  • ბურა;
  • ძეგლიგი;
  • თურგანი;
  • ხირიმი;
  • ყარაბინი;
  • უნგრული და ინგლისური თოფები.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოიგონეს კაფსული და ნემსიანი ჩახმახი. საყურადღებოა ქართველი მეფეების (ბაქარი, კონსტანტინე, ერეკლე II, გიორგი XII, სოლომონ I, სოლომონ II) და ნიკო ბურის წარწერიანი თოფები.

[რედაქტირება] ლიტერატურა

Э. Аствацатурян, оружие народов кавказа, Москва 1995г. მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი 2000. მ.ქ.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები