კორდომი
(ახალი გვერდი: '''კორდომი''' — ქალის სამკერდე, სამკაული, გულსაბნევი. იგი ვერცხ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Kordomi.JPG|thumb|'''კორდომი'''. (ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი)]] | ||
'''კორდომი''' — ქალის სამკერდე, სამკაული, გულსაბნევი. იგი ვერცხლისა და ფერადი თვლებით მზადდებოდა. | '''კორდომი''' — ქალის სამკერდე, სამკაული, გულსაბნევი. იგი ვერცხლისა და ფერადი თვლებით მზადდებოდა. | ||
| ხაზი 12: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:სამკაული]] | [[კატეგორია:სამკაული]] | ||
| + | [[კატეგორია:სამკაული აჭარაში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:29, 13 თებერვალი 2020 მდგომარეობით
კორდომი — ქალის სამკერდე, სამკაული, გულსაბნევი. იგი ვერცხლისა და ფერადი თვლებით მზადდებოდა.
ზემო აჭარაში აღსანიშნავია ვერცხლის კორდომი. იგი ორი ნაწილისაგან შედგებოდა, რომლის ბოლოებზე ძეწკვის ყულფ-საკიდებით ბურთულები ანდა სპირალები იყო მიმაგრებული. კორდომის ზედაპირი ორივე მხრიდან კარგად იყო ორნამენტირებული. მას შავი სევადით გამოყვანილი სტილიზებული მცენარეული სახეებით ფარავდნენ.
კორდომს უმეტესად სანამუსო, საგარეო – გამოსასვლელ სამოსელზე, დღესასწაულებისა და ქორწილის დროს იკეთებდნენ. კორდომს მხოლოდ გათხოვილი ქალი ატარებდა. ამდენად, იგი გარკვეული სოციალური სტატუსის მიმანიშნებელიც იყო. კორდომი სხვადასხვა ფორმისა და შედგენილობის იყო, მაგრამ ძირითადად, მას მოგრძო ფორმა ჰქონდა. კორდომს სამოსზე მკერდს ზემოთ, მარჯვენა მხარეს იმაგრებდნენ. კორდომის მსგავსი სამკაული დადასტურებულია „გონიოს განძში”, რომელიც II-IV საუკუნეებით თარიღდება. ჩანს, რომ კორდომს საუკუნეთა მანძილზე დიდი ცვლილება არ განუცდია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
სამსონია, 2005; აჭარული დიალექტის... 1978:10.