ყაურმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ყაურმა''' – ხორციანი კერძი. საყაურმე ხორცი აუცილებლად ქონი...) |
მიმდინარე ცვლილება 16:56, 14 თებერვალი 2020 მდგომარეობით
ყაურმა – ხორციანი კერძი.
საყაურმე ხორცი აუცილებლად ქონიანი უნდა ყოფილიყო. ასეთ ხორცს წვრილად დაჭრიდნენ და მოხარშავდნენ. თუ ქონი ცოტა იყო, დაუმატებდნენ. მოხარშულ ხორცს შეკაზმავდნენ და ინახავდნენ. ჭურჭელში ჩასხმული ხორცი ზემოდან ქონს მოიცვამდა და გაცივების შემდგომ გაქვავებული ქონი ყაურმას გერმეტიულად ინახავდა. ყაურმას, ძირითადად, გვიან შემოდგომაზე აკეთებდნენ და ზამთრის განმავლობაში იყენებდნენ. თანამედროვეობაში ყაურმას მინის ქილებში ინახავენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:138.