შავშურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შავშურა''' – თეთრყურძნიანი ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შავშური“ გადაიტანა გვერდზე „შავშურა“ გადამისამართებაზე)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 11:17, 17 თებერვალი 2020 მდგომარეობით

შავშურა – თეთრყურძნიანი ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ყურძნისა და საღვინე ჯიში იყო. მაღლარების სახით ხულოს რაიონის სოფელ ჩაოში, ფურტიოსა და ალმეს მიდამოებში იყო გავრცელებული. ადგილობრივი მოსახლეობა მის მოსავალს, უმთავრესად, ყურძნად იყენებდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ბექმეზისა და ბადაგის სახით შესქელებულ ყურძნის წვენს ამზადება.

გადმოცემებით შავშურა აჭარაში შავშეთიდან ყოფილა შემოტანილი და ზემო აჭარის ეკოლოგიურ პირობებს კარგად იყო შეგუებული. ამინდის პირობებში ვაზის ვეგეტატიური ნაწილები ნორმალურ განვითარებასაც აღწევდა. იგი საკმაოდ უხვ და ხარისხოვან მოსავალსაც იძლეოდა. ვაზი საშუალო ზრდა-განვითარების იყო.




[რედაქტირება] ლიტერატურა

რამიშვილი, 1948; კახიძე, 1974:46.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები