ჩეჩილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჩეჩილი''' – აჭარული ყველის სახეობა, [[დაპწნილი ყველი|დაპწნილ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ჩეჩილი''' – აჭარული ყველის სახეობა, [[დაპწნილი ყველი|დაპწნილი]], დაგრეხილი ყველი, რომელიც სეფერატორში გამოწურული და ოდნავ შემჟავებული რძისაგან მზადდებოდა. იგი სახლეულის წევრთა ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენდა, ასევე, სასაჩუქროდ და სასტუმროდაც იყო განკუთვნილი. შემდგარი ყველი ქვაბიდან | + | '''ჩეჩილი''' – აჭარული ყველის სახეობა, [[დაპწნილი ყველი|დაპწნილი]], დაგრეხილი ყველი, რომელიც სეფერატორში გამოწურული და ოდნავ შემჟავებული რძისაგან მზადდებოდა. იგი სახლეულის წევრთა ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენდა, ასევე, სასაჩუქროდ და სასტუმროდაც იყო განკუთვნილი. შემდგარი ყველი ქვაბიდან [[ციცხვი]]თ ამოყავდათ. ციცხვზე შემოხვეულ ყველს ხელით შეგრეხდნენ, დაწნავდნენ, ბრტყელ ფორმას მისცემდნენ და გვარდაში შეინახავდნენ. ქვემო [[ქართლი|ქართლში]] მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ჩლეჩილი მოხდილი რძისაგან დამზადებული ყველის ადგილობრივ სახეობას წარმოადგენდა. |
17:28, 17 თებერვალი 2020-ის ვერსია
ჩეჩილი – აჭარული ყველის სახეობა, დაპწნილი, დაგრეხილი ყველი, რომელიც სეფერატორში გამოწურული და ოდნავ შემჟავებული რძისაგან მზადდებოდა. იგი სახლეულის წევრთა ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენდა, ასევე, სასაჩუქროდ და სასტუმროდაც იყო განკუთვნილი. შემდგარი ყველი ქვაბიდან ციცხვით ამოყავდათ. ციცხვზე შემოხვეულ ყველს ხელით შეგრეხდნენ, დაწნავდნენ, ბრტყელ ფორმას მისცემდნენ და გვარდაში შეინახავდნენ. ქვემო ქართლში მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ჩლეჩილი მოხდილი რძისაგან დამზადებული ყველის ადგილობრივ სახეობას წარმოადგენდა.
ლიტერატურა
მგელაძე... ვ. შამილაძე, 1969; სამსონია, 2005:44, 64-65; ქართული ეთნოლოგიური... 2009:442.