თქმულება მეფე ერეკლესა და გუდანის ჯვარზე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თქმულება მეფე ერეკლესა და გუდანის ჯვარზე“ გადაიტანა გვერდზე „[[მ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მეფე ერეკლე და გუდანის ჯვარი“ გადაიტანა გვერდზე „[[თქმულება მეფე...) |
15:31, 24 თებერვალი 2020-ის ვერსია
მეფე ერეკლე და გუდანის ჯვარი − მეფე ერეკლე გუდანის ჯვარის მოძმე ყოფილა. თქმულებით, მორიგე ღმერთმა თუ გუდანის ჯვარი ღვთისშვილთა ბატონად განაწესა, ერეკლეს ხორციელთა მეფობა რგებია. ის რომ ხევსურეთში მივიდოდა ხევსურთა გასაყვანად ჯარში, პირველად გუდანს მიაშურებდა, შევიდოდა გუდანის ჯვარის ბეღელში, საიდანაც თურმე გუდანის ჯვარისა და მეფის საუბრის ხმა გამოდიოდა. გუდანის ჯვარს ხევსურნი ვერ ხედავდნენ, საფარველი ჰქონდა დადებული, ერეკლეს კი პირადად ეცხადებოდა და, როგორც მოძმეს, პირისპირ ელაპარაკებოდა. ლაპარაკს რომ მორჩებოდნენ, მეფე გამოვიდოდა და გუდანის ჯვარის ნებას ბეღლისკარს შეყრილ ხევსურებს განუცხადებდა.
ხშირად ყოფილა, რომ ბეღლიდან გამოსულ მეფეს გამოუცხადებია: გუდანის ჯვარი ბრძანებს, ჩემნი ყმანი ხევსურნი მოემზადეთ, ჩემი დროშა ააბით, საქართველოს მტერი შემოსევია, უნდა დავეხმაროთო. ღვთისგან გამარჯვება ვითხოვე და მიბოძა. მე ჩემს ფხასისხლიანს ხმალს შევირტყამ და თქვენთან ერთად ომში ვიქნებიო. დამბადებელმა გამარჯვება მიბოძა და დავლა მე და ჩემ ყმათ დაგვრჩებაო.