მგებრნი
(ახალი გვერდი: '''მგებრნი''' – გარდაცვლილის სულის წამოსაყვანად [[სულეთის ღმერ...) |
|||
| (2 მომხმარებლების 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მგებრნი''' – | + | '''მგებრნი''' – მიცვალებულთა სულები, რომლებიც ეგებებიან ახლადგარდაცვლილი ნათესავის სულს, მეგზურობას და მფარველობას უწევენ მას, მიაცილებენ მის საბოლოო ადგილამდე. ისინი ზოგჯერ ცხენებით მოდიან, ზოგჯერ ქვეითად. |
| − | + | ||
| + | გარდაცვლილი მამაკაცის მგებრნი არიან მისი დედისძმები და მოგვარეები, ქალისა კი – მამისსახლი, დედისძმები და ქმრეულნი. თუ ყმაწვილი მოკვდება, ქალი იქნება, თუ ვაჟი, მის მგებრებად მას დედისძმები და მამისძმები ეგებებიან. საიქიოში სულები გვარების მიხედვით არიან დასახლებულნი, ამას ანდაბი ეწოდება. საბოლოოდ მიცვალებულის სული, თუ მამაკაცია, მისი გვარის ხალხში, ანდაბში, მიჰყავთ მგებრებს; თუ ქალია – ქმრეულთა ანდაბში და იქ რჩება სამუდამოდ. თუ ქალი ორჯერ იყო გათხოვილი, პირველი ქმრის ანდაბში რჩება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მასთან ცხოვრობდა, მერე კი მეორე ქმრის ანდაბში გადაინაცვლებს და იქ რჩება სამუდამოდ. | ||
| + | |||
| + | თუშთა რწმენით, მგებრები მიცვალებულის სულს [[სულეთი]]ს კართან ეგებებიან და სულეთში შეუძღვებიან; მათ გარეშე იგი სულეთში ვერ შედის. ავადმყოფის სიკვდილისწინა აგონიის დროს მათ სახელობაზე აცხობენ კოტორს („[[მგებრთ სუფრა]]“), ასევე გარდაცვალებისთანავე [[ტაბლა]]ს დადგამენ, სადაც სამ სანთელანთებულ ხმიადს დადებენ და მგებრთა შესანდობარს იტყვიან. მგებრები „სახელდებაშიც" იხსენიებიან. | ||
| ხაზი 7: | ხაზი 10: | ||
*დ. გიორგაძე. წარმოდგენეწარმოდგენები საიქიოზე ხევსურეთში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXI. თბ., 1981, გვ. 137-144; | *დ. გიორგაძე. წარმოდგენეწარმოდგენები საიქიოზე ხევსურეთში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXI. თბ., 1981, გვ. 137-144; | ||
*გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 102-103. | *გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 102-103. | ||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | + | * [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] |
| + | * [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]] | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:კავკასიური მითები]] | [[კატეგორია:კავკასიური მითები]] | ||
[[კატეგორია:ქართული მითები]] | [[კატეგორია:ქართული მითები]] | ||
| − | [[კატეგორია:მითოლოგიური | + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] |
[[კატეგორია:სულები]] | [[კატეგორია:სულები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:38, 26 თებერვალი 2020 მდგომარეობით
მგებრნი – მიცვალებულთა სულები, რომლებიც ეგებებიან ახლადგარდაცვლილი ნათესავის სულს, მეგზურობას და მფარველობას უწევენ მას, მიაცილებენ მის საბოლოო ადგილამდე. ისინი ზოგჯერ ცხენებით მოდიან, ზოგჯერ ქვეითად.
გარდაცვლილი მამაკაცის მგებრნი არიან მისი დედისძმები და მოგვარეები, ქალისა კი – მამისსახლი, დედისძმები და ქმრეულნი. თუ ყმაწვილი მოკვდება, ქალი იქნება, თუ ვაჟი, მის მგებრებად მას დედისძმები და მამისძმები ეგებებიან. საიქიოში სულები გვარების მიხედვით არიან დასახლებულნი, ამას ანდაბი ეწოდება. საბოლოოდ მიცვალებულის სული, თუ მამაკაცია, მისი გვარის ხალხში, ანდაბში, მიჰყავთ მგებრებს; თუ ქალია – ქმრეულთა ანდაბში და იქ რჩება სამუდამოდ. თუ ქალი ორჯერ იყო გათხოვილი, პირველი ქმრის ანდაბში რჩება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მასთან ცხოვრობდა, მერე კი მეორე ქმრის ანდაბში გადაინაცვლებს და იქ რჩება სამუდამოდ.
თუშთა რწმენით, მგებრები მიცვალებულის სულს სულეთის კართან ეგებებიან და სულეთში შეუძღვებიან; მათ გარეშე იგი სულეთში ვერ შედის. ავადმყოფის სიკვდილისწინა აგონიის დროს მათ სახელობაზე აცხობენ კოტორს („მგებრთ სუფრა“), ასევე გარდაცვალებისთანავე ტაბლას დადგამენ, სადაც სამ სანთელანთებულ ხმიადს დადებენ და მგებრთა შესანდობარს იტყვიან. მგებრები „სახელდებაშიც" იხსენიებიან.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მ. ბალიაური, ნ. მაკალათია. მიცვალებულის კულტი არხოტის თემში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. III. თბ., 1940, გვ. 58;
- დ. გიორგაძე. წარმოდგენეწარმოდგენები საიქიოზე ხევსურეთში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXI. თბ., 1981, გვ. 137-144;
- გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 102-103.