ამირხანაშვილი კობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ამირხანაშვილი კობა“ გადაიტანა გვერდზე „კობა ამირხანაშვილი“) |
20:48, 12 მარტი 2020-ის ვერსია
კობა ამირხანაშვილი – დაიბადა 1954 წლის 5 აგვისტოს მცხეთაში. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, რამდენიმე სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი. „დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი. ღირსების ორდენის კავალერი.
განათლება
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი (1976);
- მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა (1981-1984), დოქტორანტურა (1986- 1991).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას (1978 წლიდან);
- პარლამენტის წევრი (1995-1999): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ფრაქცია სმკ-ს თავმჯდომარის მოადგილე.
- პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სამხედრო განათლების და ტექნოლოგიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე.
- ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი;
- ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2015 წლიდან - „საქართველოს პარლამენტართა პალატის“ თავმჯდომარე.