არსენიშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „არსენიშვილი გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი არსენიშვილი“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „გიორგი არსენიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „არსენიშვილი გიორგი“ გა...) |
21:44, 12 მარტი 2020-ის ვერსია
გიორგი არსენიშვილი – (დ. 5 იანვარი, 1942, სიღნაღის რაიონის სოფელი ხირსა – გ. 17 ნოემბერი, 2010). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1966); ასპირანტურა (1969).
სამუშაო გამოცდილება
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1977-1997).
- საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში (1995-2000);
- საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (2000-2001);
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2002-2004).
- პარლამენტის წევრი (2008-2010): მაჟორიტარი, №17 თელავის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.