ნიფური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
იყვნენ: ჭაბუკი ენლილი, ქალწული [[ნინლილი]] და დედაბერი ნუნბარშეგუნუ – ნინლილის დედა, რომელიც ასწავლის თავის ქალიშვილს, როგორ მოაწონოს | იყვნენ: ჭაბუკი ენლილი, ქალწული [[ნინლილი]] და დედაბერი ნუნბარშეგუნუ – ნინლილის დედა, რომელიც ასწავლის თავის ქალიშვილს, როგორ მოაწონოს | ||
თავი ენლილს. მათი შეუღლების შედეგად ნიფურში იბადება მთვარის ღმერთი [[ნანარი, ნანა|ნანარი]]ს სახელით. | თავი ენლილს. მათი შეუღლების შედეგად ნიფურში იბადება მთვარის ღმერთი [[ნანარი, ნანა|ნანარი]]ს სახელით. | ||
| + | |||
| + | |||
17:26, 18 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ნიფური – ნიბრუ, ნიპური, შუმერის რელიგიური ცენტრი, ენლილის მთავარი საკულტო ქალაქი.
ნიფური წარმოდგენილია არა მხოლოდ შუმერის, არამედ ქვეყნიერების შუაგულად, სადაც გადის სამყაროს „დიდი ღერძი“ (დიმ-გალი). ნიფურის ეს მითოსური ბუნება გაცხადებულია მისი მთავარი ტაძრის სახელწოდებებში: ექურ – „სახლი-მთა“ (კოსმიური ღერძის ერთ-ერთი განსახიერება) და დურანქი („ჭიპლარი ცისა და მიწისა“). ერთი შუმერული მითოლოგიური ტექსტის თანახმად, ადამიანის გაჩენამდე ნიფურის პირველი მოსახლენი იყვნენ: ჭაბუკი ენლილი, ქალწული ნინლილი და დედაბერი ნუნბარშეგუნუ – ნინლილის დედა, რომელიც ასწავლის თავის ქალიშვილს, როგორ მოაწონოს თავი ენლილს. მათი შეუღლების შედეგად ნიფურში იბადება მთვარის ღმერთი ნანარის სახელით.