ოინევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ოინევსი''' – ''(ბერძნ.)'' კალიდონის მეფე, დევკალიონის ჩამომავა...)
 
 
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:მითიური მეფეები]]

მიმდინარე ცვლილება 15:38, 30 ივნისი 2017 მდგომარეობით

ოინევსი(ბერძნ.) კალიდონის მეფე, დევკალიონის ჩამომავალი. მელეაგროსის, დეიანირასა და სხვათა მამა.

როდესაც ოინევსმა თვლობის ზეიმი აღნიშნა და თორმეტ ოლიმპიელ ღმერთს, წესისამებრ, პირველად აკრეფილი მოსავალი შესწირა, დაივიწყა არტემისი. ქალღმერთი განრისხდა და მის სამეფოს მძვინვარე ტახი მოუვლინა. ეს შემზარავი ნადირი უმოწყალოდ ანადგურებდა კალიდონსა და მის შემოგარენს. მაშინ მეფემ საბერძნეთის სახელოვანი გმირები იხმო და ბერძნულ მითოსში ცნობილი კალიდონის ნადირობა მოაწყო. ამ ნადირობას შეეწირა ოინევსის ძე მელეაგროსი. მისმა დედამ, ალთეამ, თავი მოიკლა. მოგვიანებით ოინევსი დაქორწინდა პერიბოიაზე, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი-ტიდევსი, დიომედესის მამა. როდესაც ოინევსს ნათესავებმა სამეფო სკიპტრა წაართვეს, დიომედესმა შური იძია და სულ მალე დაუბრუნა თავის პაპას ძალაუფლება.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები